„კერძო აღმასრულებლისათვის აღსრულების პოლიციის სამმართველოს მიერ სააღსრულებო მოქმედებათა კატეგორიების მიხედვით გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობის დადგენის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 070.030.000.22.027.013.226
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №117
2009 წლის 29 ივნისი
ქ. თბილისი
კერძო აღმასრულებლისათვის აღსრულების პოლიციის სამმართველოს მიერ სააღსრულებო მოქმედებათა კატეგორიების მიხედვით გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობის დადგენის თაობაზე
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 113-ე მუხლის მე-12 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დადგინდეს კერძო აღმასრულებლისათვის აღსრულების პოლიციის სამმართველოს მიერ სააღსრულებო მოქმედებათა კატეგორიების მიხედვით გაწეული მომსახურების საფასურის შემდეგი ოდენობები:
ა) ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისას (შენობიდან გამოსახლება, ნივთის გადაცემა), სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების აღსრულებისას და აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოვალის ქონების აღწერა-დაყადაღებისას გაწეული დახმარებისათვის – ქალაქების: თბილისის, ბათუმის, ქუთაისის ტერიტორიაზე – ორასი ლარი, სხვა დასახლებული პუნქტებისა და ქალაქების ტერიტორიაზე – სამასი ლარი;
ბ) ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა, ყველა სხვა სახის სააღსრულებო მოქმედების განხორციელებისას გაწეული დახმარებისათვის – ქალაქების: თბილისის, ბათუმის, ქუთაისის ტერიტორიაზე – ასი ლარი, სხვა დასახლებული პუნქტებისა და ქალაქების ტერიტორიაზე – ორასი ლარი.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივლისიდან.
ზ. ადეიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „კერძო აღმასრულებლისათვის აღსრულების პოლიციის სამმართველოს მიერ სააღსრულებო მოქმედებათა კატეგორიების მიხედვით გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობის დადგენის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 21.11.2011.
- როდის იქნა მიღებული „კერძო აღმასრულებლისათვის აღსრულების პოლიციის სამმართველოს მიერ სააღსრულებო მოქმედებათა კატეგორიების მიხედვით გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობის დადგენის თაობაზე“?
- „კერძო აღმასრულებლისათვის აღსრულების პოლიციის სამმართველოს მიერ სააღსრულებო მოქმედებათა კატეგორიების მიხედვით გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობის დადგენის თაობაზე“ მიღებულია 29.06.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №117. სარეგისტრაციო კოდი — 070.030.000.22.027.013.226.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „კერძო აღმასრულებლისათვის აღსრულების პოლიციის სამმართველოს მიერ სააღსრულებო მოქმედებათა კატეგორიების მიხედვით გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობის დადგენის თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 21.11.2011-დან.
- სად არის „კერძო აღმასრულებლისათვის აღსრულების პოლიციის სამმართველოს მიერ სააღსრულებო მოქმედებათა კატეგორიების მიხედვით გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობის დადგენის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.11.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „კერძო აღმასრულებლისათვის აღსრულების პოლიციის სამმართველოს მიერ სააღსრულებო მოქმედებათა კატეგორიების მიხედვით გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობის დადგენის თაობაზე“, №117, 29.06.2009, სარეგისტრაციო კოდი 070.030.000.22.027.013.226 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.11.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/84478/