„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) მრჩევლის (I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№125
სარეგისტრაციო კოდი
010.320.010.22.027.013.266
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 84, 07/07/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.027.013.266

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება №125

2009 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) მრჩევლის  (I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსის და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 27 მაისის №100 ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) მრჩევლის (I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 ზ. ადეიშვილი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) მრჩევლის  (I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან 65 წლამდე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2. საკონკურსო-საატესტაციო კომისია კონკურსში მონაწილე კანდიდატს აფასებს და გადაწყვეტილებას იღებს ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსის და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 27 მაისის №100 ბრძანების შესაბამისად.

3. ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) მრჩევლის (I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

Ö უმაღლესი  განათლება (სასურველია იურიდიული);

Ö ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია სხვა უცხო ენების ცოდნაც);

Ö სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება; 

Ö საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Excel, Access და PowerPoint-ში მუშაობის გამოცდილება);

Ö ტრენინგების ორგანიზებაში ან/და ტრენერის სტატუსით მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.

საკონკურსო თემატიკა:

საქართველოს კონსტიტუცია;

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულება;

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის  მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №70 ბრძანება.