,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დავების წარმოების სამმართველოს მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№153
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.22.027.013.352
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 95, 31/07/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.027.013.352

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №153

2009 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დავების წარმოების სამმართველოს მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსის და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 27 მაისის №100 ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დავების წარმოების სამმართველოს მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დავების წარმოების სამმართველოს მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან 65 წლამდე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2. საკონკურსო-სატესტაციო კომისია კონკურსში მონაწილე კანდიდატს აფასებს და გადაწყვეტილებას იღებს ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსის და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 27 მაისის №100 ბრძანების შესაბამისად.

3. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დავების წარმოების სამმართველოს მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

● უმაღლესი იურიდიული განათლება;

● უცხოური ენები (ინგლისური და ფრანგული);

● საოფისე კომპიუტერული პროგრამები;

● საერთაშორისო სამართლებრივ მონაცემთა ბაზების („HeinOnline“, „WestLaw“) ცოდნა და მათთან მუშაობის გამოცდილება.

საკონკურსო თემატიკა:

● საქართველოს კონსტიტუცია;

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი;

● საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;

● საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;

● საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსი;

● საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსი;

● საერთაშორისო სამართალი;

● გაეროსა და ევროპის საბჭოს ინსტიტუციური მოწყობის ძირითადი პრინციპები;

● ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებული ძირითადი საერთაშორისო ხელშეკრულებები (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და მისი დამატებითი ოქმები; სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი და მისი დამატებითი ოქმები);

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი (განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე საქმეები);

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულება;

● „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №66 ბრძანება.