„გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№441
სარეგისტრაციო კოდი
200.250.000.22.033.013.280
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 88, 14/07/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.013.280

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №441

2009 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

 „გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებით (სსმ III, 11.04.2005, №42, მუხლი 450) დამტკიცებუ­ლი ინსტრუქციის 142 მუხლის 58-ე პუნქტი ჩამოყა­ლიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

„58. ვალდებული პირის საბაჟო გადასახდელების მიხედვით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტის გაფორმება ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-19 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. ბიუჯეტ­თან ანგარიშსწორების შედარების აქტის გაფორმებას ახორციელებს ის რეგიონალური ცენტრი (საგადასახა­დო ინსპექცია), რომელშიც ვალდებული პირი იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე). საქართვე­ლოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) დამატებით ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აფხაზე­თის და გორის საგადასახადო ინსპექციების სამოქ­­მე­­დო ტერიტორიაზე რეგისტრირებული გადამ­ხდელების ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ურთიერთ­შედარებას, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინის­ტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონა­ლური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) კი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გურიის საგადსახადო ინსპექციის სამოქმედო ტერიტორიაზე რეგისტრირებული გადამხდელების ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტის გაფორმებას. რაც შეეხება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციაში საგადასახადო აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე) მყოფ გადამხდელთა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტის გაფორმებას, მას ახორციელებენ ამ გადამხდელთა თავდაპირველი საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრა­ციის) ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოები. გპაბ-ზე ნაშთების სრულყოფილად ასახვის მიზნით ვალდებული პირის მიერ სხვა რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) სამოქმედო ტერიტორიაზე განხორციელებული საბაჟო ოპერაციების შესახებ მონაცემები ამ რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) მიერ ნაშთის სახით აისახება გპაბ-ზე      2008 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით და სათანადო ინფორმაცია მიეწოდება ვალდებული პირის საგადა­სახა­დო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მიხედვით საგა­დასახადო ორგანოს.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 31 ივლისიდან.

კ. ბაინდურაშვილი