„სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმების უფლებისა და შესაბამისი განათლების მქონე სამედიცინო პერსონალის ნუსხის დამტკიცების შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.07.2009 ბოლო ცვლილება 21.07.2022
ნომერი
№244/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.22.035.013.291
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 88, 20/07/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

შემდგომი ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.013.291

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

  მინისტრის ბრძანება №244/ნ

2009 წლის 16 ივლისი

ქ. თბილისი

სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმების უფლებისა და შესაბამისი განათლების მქონე სამედიცინო პერსონალის ნუსხის დამტკიცების შესახებ

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სამედიცინო დაწესებულებაში დასაქ­მე­ბის უფლებისა და შესაბამისი განათლების მქონე სამედიცინო პერსონალის თანდართული ნუსხა.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამედიცინო დაწე­სებულებებში დასაქმების უფლებისა და შესაბამისი განათლების მქონე სამედიცინო პერსონალის ნუსხის დამტკი­ცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთე­ლობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 26 ივლისის 173/ნ ბრძანება (სსმ III, 2004 წ., №80, მუხ.719).

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. კვიტაშვილი

  დანართი

სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმების უფლებისა და შესაბამისი განათლების მქონე სამედიცინო პერსონალის ნუსხა

სასწავლო დაწესებულების ტიპი, ფაკულტეტი

მინიჭებული კვალიფიკაცია (სერტიფიკატი/დიპლომი)

სამედიცინო დაწესებულებაში არსებული თანამდებობა, რომელიც შეიძლება დაკავებულ იქნეს არსებული კვალიფიკაციის საფუძველზე

შენიშვნა

1.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი – სამკურნალო, პედიატრიული და სამხედრო ექიმის ან/და მედიცინის

ფაკულტეტი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ა) სერტიფიცირებული ზოგადი პროფილის ექიმი მკურნალი/ექიმი პედიატრი/ სამხედრო ექიმი

(2002 წლის ჩათვლით კურსდამთავრებულთათვის)

ა.ა) მრავალპროფილიანი სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების მიმღები განყოფილების ექიმი;

 

ა.ბ) სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის არასპეციალიზებული ბრიგადის ექიმი (სპეციალიზაციის კურსის გავლის შემდეგ);

 

ა.გ) პირველადი ჯანდაცვის ექიმი;

 

ა.დ) სამედიცინო დაწესებულების უმცროსი ექიმი;

 

ა.ე) ყველა სამეცნიერო და პედაგოგიური თანამდებობა მედიცინის თეორიულ დარგებში – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 

ბ) სერტიფიცირებული ექიმი

 

 

 

ბ.ა) სამედიცინო დაწესებულების ექიმი-სპეციალისტი (ყველა თანამდებობა) სერტიფიკატით განსაზღვრულ სპეციალობაში;

 

ბ.ბ) სამედიცინო (მ.შ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის) დაწესებულებებში ეპიდემიოლოგიისა და პრევენციული მედიცინის დარგების სპეციალისტის თანამდებობა გადამზადების შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ;

 

ბ.გ) ყველა სამეცნიერო და პედაგოგიური თანამდებობა – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 

 

 

 

 

 

 

გ) სერტიფიცირებული ექიმი-სპეციალისტი,

გარდა შემდეგი საექიმო სპეციალობებისა:

ფსიქიატრია, ფსიქოთერაპია, ბავშვთა ფსიქოთერაპია, ნარკოლოგია, სექსოლოგია,

ლაბორატორიული მედიცინა, პათოლოგიური ანატომია-კლინიკური პათოლოგია, სასამართლო მედიცინა, რადიოლოგია (შესაბამისი მომ ი ჯნავე სპეციალობებით), სამედიცინო რეაბილიტაცია და სპორტის მედიცინა, კლინიკური ფარმაკოლოგია, ფიზიკური მედიცინა-კურორტოლოგია, სამედიცინო გენეტიკა, ჰომეოპათია.

გ.ა) სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის არასპეციალიზებული ბრიგადის ექიმი (სპეციალიზაციის კურსის გავლის შემდეგ);

 

გ.ბ) პირველადი ჯანდაცვის ექიმი სოფლად.

 

პირველადი ჯანდაცვის ექიმი სოფლად – „მაღალმთი -ანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტუ -რული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული სოფლები, თემები და დაბები.

 

დ) დიპლომირებული სპეციალისტი/ დიპლომირებული მედიკოსი

(2003 და შემდგომ წლებში კურსდამთავრებულთათვის)

დ.ა) სამედიცინო დაწესებულების უმცროსი ექიმი;

 

დ.ბ) ყველა სამეცნიერო და პედაგოგიური თანამდებობა მედიცინის თეორიულ დარგებში – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

ე) მედიცინის დოქტორი

ყველა პროფილური სამეცნიერო და აკადემიური თანამდებობა – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

2.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი – სტომატოლოგიის ფაკულტეტი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ა) სერტიფიცირებული ზოგადი პროფილის ექიმი სტომატოლოგი

(2002 წლის ჩათვლით კურსდამთავრებულთათვის)

 

 

 

 

 

ა.ა) სტომატოლოგიური პროფილის არასპეციალიზებული კაბინეტის/დაწესებულების მორიგე ექიმი;

 

ა.ბ) სტომატოლოგიური პროფილის სპეციალიზებული კაბინეტის/ დაწესებულების მორიგე ექიმი;

 

ა.გ) სტომატოლოგიური პროფილის სამედიცინო დაწესებულების უმცროსი ექიმი;

 

ა.დ) ყველა პროფილური სამეცნიერო და პედაგოგიური თანამდებობა მედიცინის თეორიულ დარგებში – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

ბ) სერტიფიცირებული ექიმი სტომატოლოგი

 

 

ბ.ა) სამედიცინო დაწესებულების ექიმი-სტომატოლოგი (ყველა თანამდებობა) სერტიფიკატით განსაზღვრულ სპეციალობაში;

 

ბ.ბ) ყველა პროფილური სამეცნიერო და პედაგოგიური თანამდებობა – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

გ) დიპლომირებული სპეციალისტი/ დიპლომირებული მედიკოსი

(სტომატოლოგი)

(2003 და შემდგომ წლებში კურსდამთავრებულთათვის)

გ.ა) სტომატოლოგიური პროფილის სამედიცინო დაწესებულების უმცროსი ექიმი;

 

გ.ბ) ყველა პროფილური სამეცნიერო და პედაგოგიური თანამდებობა მედიცინის თეორიულ დარგებში – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

დ) მედიცინის დოქტორი სტომატოლოგიაში

ყველა პროფილური სამეცნიერო და აკადემიური თანამდებობა – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

3.

 

 

 

 

 

 

 

 

 

უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი – საზოგადოებრივი ჯანდაცვის/ პროფილაქტიკური მედიცინის ფაკულტეტი

ა) სერტიფიცირებული ზოგადი პროფილის ექიმი პროფილაქტიკოსი

(2002 წლის ჩათვლით კურსდამთავრებულთათვის)

 

 

ა.ა) სამედიცინო (მ.შ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის) დაწესებულებებში ეპიდემიოლოგიისა და პრევენციული მედიცინის დარგების სპეციალისტის ყველა თანამდებობა (მ.შ. ხელმძღვანელი);

 

ა.ბ) შესაბამისი პროფილური ლაბორატორიის ყველა თანამდებობა (მ.შ. ხელმძღვანელი);

 

ა.გ) ) ყველა პროფილურ სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებაში – მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა თანამდებობა.

 

 

ბ) სერტიფიცირებული ექიმი

 

ბ.ა) სამედიცინო დაწესებულების ექიმი-ს პეციალისტი (ყველა თანამდებობა) სერტიფიკატით განსაზღვრულ სპეციალობაში;

 

ბ.ბ) სამედიცინო (მ.შ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის) დაწესებულებებში ეპიდემიოლოგიისა და პრევენციული მედიცინის დარგების სპეციალისტის ყველა თანამდებობა (მ.შ. ხელმძღვანელი);

 

ბ.გ) შესაბამისი პროფილური ლაბორატორიის ყველა თანამდებობა (მ.შ. ხელმძღვანელი);

 

ბ.დ) ყველა პროფილურ სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებაში – მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა თანამდებობა.

 

გ) ექიმი პროფილაქტიკოსი, ჯანდაცვის ორგანიზატორი/ დიპლომირებული სპეციალისტი/ დიპლომირებული მედიკოსი საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და პროფილაქტიკურ მედიცინაში

(2003 -2009 წლებში კურსდამთავრებულთათვის)

 

გ.ა) სამედიცინო (მ.შ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის) დაწესებულებებში ეპიდემიოლოგიისა და პრევენციული მედიცინის დარგების სპეციალისტის ყველა თანამდებობა (მ.შ. ხელმძღვანელი);

 

გ.ბ) შესაბამისი პროფილური ლაბორატორიის ყველა თანამდებობა (მ.შ. ხელმძღვანელი);

 

გ.გ) ყველა პროფილურ სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებაში – მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა თანამდებობა.

 

დ) საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პროფილაქტიკური მედიცინის ბაკალავრი

 

 

 

 

 

 

 

დ.ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პროფილაქტიკური მედიცინის სპეციალისტის, ეპიდემიოლოგის, ჰიგიენისტის ყველა რიგითი თანამდებობა (ხელმძღვანელის გარდა);

 

დ.ბ) შესაბამისი პროფილური ლაბორატორიის ყველა რიგითი თანამდებობა (ხელმძღვანელის გარდა);

 

დ.გ) ყველა პროფილურ სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებაში – მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა თანამდებობა.

 

ე) მაგისტრი

 

 

 

 

 

 

 

ე.ა) სამედიცინო (მ.შ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის) დაწესებულებებში მინიჭებული მაგისტრის აკადემიური ხარისხის შესაბამისი ყველა თანამდებობა (მ.შ. ხელმძღვანელი);

 

ე.ბ) შესაბამისი პროფილური ლაბორატორიის ყველა თანამდებობა (მ.შ. ხელმძღვანელი);

 

 

 

 

 

 

ე.გ) ყველა პროფილურ სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებაში – მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა თანამდებობა.

 

 

ვ) დოქტორი

 

 

 

 

 

 

 

ვ.ა) სამედიცინო (მ.შ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის) დაწესებულებებში  მინიჭებული აკადემიური ხარისხის შესაბამისი ყველა თანამდებობა (მ.შ. ხელმძღვანელი);

 

ვ.ბ) შესაბამისი პროფილური ლაბორატორიის ყველა თანამდებობა (მ.შ. ხელმძღვანელი);

 

ვ.გ) ყველა პროფილური სამეცნიერო და აკადემიური თანამდებობა – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

4.

 

 

 

 

უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი – სამედიცინო ბიოლოგიის ფაკულტეტი

 

 

 

 

ა) სერტიფიცირებული ზოგადი პროფილის ექიმი ლაბორანტი

(2002 წლის ჩათვლით კურსდამთავრებულთათვის)

 

 

ა.ა) სამედიცინო პროფილის დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ზოგადი პროფილის ექიმი ლაბორანტი;

 

ა.ბ) სამედიცინო პროფილის დიაგნოსტიკური ლაბორატორიის უმცროსი ექიმი ლაბორანტი;

 

ა.გ) ყველა პროფილური სამეცნიერო და პედაგოგიური თანამდებობა მედიცინის თეორიულ დარგებში – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

ბ) სერტიფიცირებული ლაბორატორიული მედიცინის ექიმი

 

ბ.ა) სამედიცინო პროფილის დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ექიმი ლაბორანტი (ყველა თანამდებობა);

 

ბ.ბ) ყველა პროფილური სამეცნიერო და პედაგოგიური თანამდებობა – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

გ) დიპლომირებული სპეციალისტი (ექიმ-ლაბორანტი)

(2003 და შემდგომ წლებში კურსდამთავრებულთათვის)

 

 

გ.ა) სამედიცინო პროფილის დიაგნოსტიკური ლაბორატორიის უმცროსი ექიმი ლაბორანტი;

 

გ.ბ) ყველა პროფილური სამეცნიერო და პედაგოგიური თანამდებობა მედიცინის თეორიულ დარგებში – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

5.

 

 

 

 

უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი – ფსიქოთერაპიისა და ფსიქოსომატური მედიცინის ფაკულტეტი

 

 

 

 

 

ა) სერტიფიცირებული ზოგადი პროფილის ექიმი ფსიქოთერაპევტი

(2002 წლის ჩათვლით კურსდამთავრებულთათვის)

 

 

ა.ა) სამედიცინო დაწესებულების ზოგადი პროფილის ექიმი ფსიქოთერაპევტი;

 

ა.ბ) სამედიცინო დაწესებულების უმცროსი ექიმი ფსიქოთერაპევტი;

 

ა.გ) ყველა სამეცნიერო და პედაგოგიური თანამდებობა მედიცინის თეორიულ დარგებში – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 

ბ) სერტიფიცირებული ექიმი ფსიქოთერაპევტი

ბ.ა) სამედიცინო დაწესებულების ექიმი ფსიქოთერაპევტი (ყველა თანამდებობა);

 

ბ.ბ) ყველა სამეცნიერო და პედაგოგიური თანამდებობა – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 

გ) დიპლომირებული სპეციალისტი (ექიმ-ფსიქოთერაპევტი)

(2003 და შემდგომ წლებში კურსდამთავრებულთათვის)

გ.ა) სამედიინო დაწესებულების უმცროსი ექიმი ფსიქოთერაპევტი;

 

გ.ბ) ყველა სამეცნიერო და პედაგოგიური თანამდებობა მედიცინის თეორიულ დარგებში – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 

6.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი – ფარმაციის ფაკულტეტი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ა) სერტიფიცირებული ზოგადი პროფილის ფარმაცევტი

ა.ა) ფარმაცევტულ დაწესებულებებში ზოგადი პროფილის ფარმაცევტი (ყველა თანამდებობა), მათ შორის აფთიაქში, ფარმაცევტულ ბაზაში, ფარმაცევტულ საწარმოში, ლაბორატორიაში;

 

ა.ბ) ყველა პროფილური სამეცნიერო და პედაგოგიური თანამდებობა – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 

ბ) სერტიფიცირებული ფარმაცევტი

 

 

ბ.ა) ფარმაცევტულ დაწესებულებებში ფარმაცევტის ყველა თანამდებობა, მათ შორის აფთიაქში, ფარმაცევტულ ბაზაში, ფარმაცევტულ საწარმოში, ლაბორატორიაში;

 

ბ.ბ) ყველა პროფილური სამეცნიერო და პედაგოგიური თანამდებობა – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 

გ) ფარმაციის ბაკალავრი

გ.ა) ფარმაცევტულ და სამედიცინო დაწესებულებებში: ბაზა აფთიაქი,

სააფთიაქო პუნქტი,

წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია,

სამკურნალო საშუალებების სტანდარტიზაციის ლაბორატორია,

ფარმაცევტული ლაბორატორია,

ტოქსიკოლოგიური ლაბორატორია,

ფარმაცევტული საწარმო – ყველა თანამდებობა

(გარდა: აფთიაქის მმართველისა და მისი მოადგილის, ლაბორატორიის გამგისა და მისი მოადგილის, ფარმაცევტული ბაზისა და ფარმაცევტული საწარმოს დირექტორისა და მისი მოადგილის; წამლის ხარისხის კონტროლის, სამკურნალო საშუალებების სტანდარტიზაციის, ტოქსიკოლოგიური და ფარმაცევტული ლაბორატორიების გამგისა და მისი მოადგილის თანამდებობებისა);

 

გ.ბ) ყველა პროფილურ სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებაში ლაბორანტის თანამდებობა.

 

 

დ) ფარმაციის მაგისტრი

დ.ა) ფარმაცევტულ და სამედიცინო დაწესებულებებში: აფთიაქი,

კლინიკა, ფარმაცევტული ბაზა, წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, სამკურნალო საშუალებების სტანდარტიზაციის ლაბორატორია, ფარმაცევტული ლაბორატორია, ტოქსიკოლოგიური ლაბორატორია, ფარმაცევტული საწარმო – ყველა თანამდებობა კომპეტენციის და კვალიფიკაციის შესაბამისად;

 

დ.ბ) სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებები: კლინიკა, აფთიაქი - კლინიცისტ-ფარმაცევტად (კომპეტენციის და კვალიფიკაციის შესაბამისად);

 

დ.გ) ყველა პროფილური სამეცნიერო და პედაგოგიური თანამდებობა – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 

ე) ფარმაციის დოქტორი

ე.ა) ფარმაცევტულ და სამედიცინო დაწესებულებებში: აფთიაქი, ფარმაცევტული ბაზა, წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, სამკურნალო საშუალებების სტანდარტიზაციის ლაბორატორია, ფარმაცევტული ლაბორატორია, ტოქსიკოლოგიური ლაბორატორია, ფარმაცევტული საწარმო – ყველა თანამდებობა კომპეტენციის
 და კვალიფიკაციის შესაბამისად;

 

ე.ბ) სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებები: კლინიკა, აფთიაქი – კლინიცისტ-ფარმაცევტად (კომპეტენციის და კვალიფიკაციის შესაბამისად);

 

ე.გ) ყველა პროფილური სამეცნიერო-პედაგოგიური თანამდებობა – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 

 

7.

 

 

 

 

 

 

 

 

 

უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი – ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი

 

 

 

 

 

ა) ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ბაკალავრი

ა.ა) ყველა სამკურნალო-პროფილაქტიკური სამედიცინო დაწესებულების ზოგადი რეაბილიტოლოგის თანამდებობა;

 

ა.ბ) ყველა პროფილის სარეაბილიტაციო და გამაჯანს ა ღებელი დაწესებულების ზოგადი რეაბილიტოლოგის თანამდებობა;

ა.გ) სპორტული გუნდების ზოგადი რეაბილიტოლოგის თანამდებობა.

 

 

ბ) ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის მაგისტრი

ბ.ა) ყველა სამკურნალო-პროფილაქტიკური სამედიცინო დაწესებულების სპეციალისტ- რეაბილიტოლოგის ყველა თანამდებობა;

 

ბ.ბ) ყველა პროფილის სარეაბილიტაციო და გამაჯანს ა ღებელი დაწესებულების სპეციალისტ-რეაბილიტოლოგის ყველა თანამდებობა;

 

ბ.გ) ყველა პროფილური სამეცნიერო-პედაგოგიური თანამდებობა – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

გ) ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის დოქტორი

გ.ა) ყველა სამკურნალო-პროფილაქტიკური სამედიცინო დაწესებულების სპეციალისტ- რეაბილიტოლოგის ყველა თანამდებობა;

 

გ.ბ) ყველა პროფილის სარეაბილიტაციო და გამაჯანს ა ღებელი დაწესებულების სპეციალისტ-რეაბილიტოლოგის ყველა თანამდებობა;

 

გ.გ) ყველა პროფილური სამეცნიერო-პედაგოგიური თანამდებობა – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 8.

 

 

 

 

 

უმაღლესი არასამედიცინო განათლება – ბიოლოგიური და ბიოქიმიური სპეციალობები

ა) ლაბორატორიული საქმის ზოგადი პროფილის სპეციალისტი – მაგისტრი

სამედიცინო პროფილის დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ზოგადი პროფილის ლაბორანტის თანამდებობა.

 

 

ბ) ლაბორატორიული საქმის სპეციალისტი – მაგისტრი (სპეციალური გადამზადების შემდეგ, შესაბამისი სერტიფიკატის მფლობელი)

სამედიცინო პროფილის დიაგნოსტიკური ლაბორატორიების სერტიფიცირებული ლაბორანტის ყველა თანამდებობა (მ.შ. ხელძღვანელი).

 

 

9.

უმაღლესი არასამედიცინო განათლება – სამკურნალო ფიზიკური კულტურისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი

 

სამკურნალო ფიზიკური კულტურისა და რეაბილიტაციის სპეციალისტი

სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების რეაბილიტოლოგის თანამდებობა.

 

 

 

 

10.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საშუალო სამედიცინო სასწავლებელი

(2009-2010 სასწავლო წლამდე)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ა) ფერშალი

 

სამედიცინო დაწესებულების საშუალო სამედიცინო პერსონალის ყველა თანამდებობა (მ. შ. ხელმძღვანელი).

 

 

 

ბ) მეანი

 

ბ.ა) სამედიცინო დაწესებულების ბებია-ქალი;

 

ბ.ბ) საფერშლო-საბებიო პუნქტის, დედათა და ბავშვთა ოთახის მედდა;

 

ბ.გ) სამედიცინო დაწესებულების მედდის ყველა თანამდებობა აღნიშნული სპეციალობით 3 წლის მუშაობის სტაჟის არსებობის შემთხვევაში;

 

ბ.დ) სამედიცინო დაწესებულების მედდის ყველა თანამდებობა გადამზადების კურსის გავლის შემდეგ.

 

გ) მედდა

 

სამედიცინო დაწესებულების მედდის ყველა თანამდებობა, მათ შორის ხელმძღვანელი (ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 3 წლის სტაჟის არსებობის შემთხვევაში და/ან გადამზადების კურსის გავლის შემდეგ).

 

დ) ფერშალი ლაბორანტი

დ.ა) სამედიცინო დაწესებულების ლაბორატორიის საშუალო სამედიცინო პერსონალი;

 

დ.ბ) სამედიცინო დაწესებულების მედდის თანამდებობა აღნიშნული სპეციალობით 3 წლის მუშაობის სტაჟის არსებობის შემთხვევაში.

 

ე) კბილის ტექნიკოსი

 

ე.ა) კბილის საპროტეზო ქვედანაყოფის საშუალო სამედიცინო პერსონალი;

 

ე.ბ) კბილის ტექნიკოსი.

 

ვ) ფარმაცევტის თანაშემწე

საშუალო ფარმაცევტული პერსონალი.

 

 

11.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი – პროფესიული უმაღლესი განათლება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ა) ზოგადი პროფილის ექთანი

სამედიცინო დაწესებულების ექთნის ყველა თანამდებობა.

 

 

ბ) სტომატოლოგის ასისტენტი

სტომატოლოგიური პროფილის დაწესებულების სტომატოლოგის ასისტენტის თანამდებობა.

 

 

გ) კბილის ტექნიკოსი

(2008-2009 და 2009-2010 სასწავლო წლების კურსდამთავრებულები)

სტომატოლოგიური პროფილის დაწესებულების ორთოპედიულ სტომატოლოგიაში დამხმარე სპეციალისტის – კბილის ტექნიკოსის ყველა თანამდებობა.

 

 

დ) სამედიცინო და ფარმაცევტულ მოწყობილობათა ოპერატორი

დ.ა) სამედიცინო დაწესებულების სამედიცინო მოწყობილობათა ოპერატორის ყველა თანამდებობა;

 

დ.ბ) ფარმაცევტული დაწესებულების ფარმაცევტულ მოწყობილობათა ოპერატორის ყველა თანამდებობა.

 

ე) ფარმაცევტის თანაშემწე

ე.ა) ფარმაცევტული დაწესებულების ფარმაცევტის თანაშემწის თანამდებობა;

 

ე.ბ) სამედიცინო დაწესებულების ფარმაცევტული სტრუქტურული ერთეულის ფარმაცევტის თანაშემწის თანამდებობა.

 

ვ) ბებია-ქალი

სამეანო-გინეკოლოგიური პროფილის სამედიცინო დაწესებულებისა და სხვა სამედიცინო დაწესებულებების პროფილური სტრუქტურული ერთეულის ბებია-ქალის ყველა თანამდებობა.

 

12.

სახელობო პროფესიული განათლება – სახელობო სასწავლებელი

ა) მედდა

ა.ა) ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების მედდა;

 

ა.ბ) ბინაზე მომვლელი მედდა;

 

ა.გ) სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების მედდა (გარდა ხელმძღვანელი თანამდებობისა);

 

ა.დ) ზოგადი პრაქტიკის მედდა გადამზადების კურსის გავლის შემდეგ (ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ).

 

ბ) კბილის ტექნიკოსი

ბ.ა) სტომატოლოგიური პროფილის დაწესებულების კბილის ტექნიკოსი.