„2009 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 მარტის №119/ნ ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№248/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.22.035.013.299
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 89, 21/07/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სეხელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.013.299

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №248/ნ

2009 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

„2009 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 მარტის №119/ნ ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„2009 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 მარტის №119/ნ ბრძანე­ბაში (სსმ III, 25.03.09., №36 მუხ. 419) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი:

„პ) პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა (დანართი №15)”.

2. ბრძანებას დაემატოს დანართი №15 თანდართუ­ლი რედაქციით.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყ­ნების­თანავე.

ა. კვიტაშვილი

დანართი №15

პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა

    მუხლი 1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია პირველადი ჯანდაცვის მომსახუ­რებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა.

    მუხლი 2. პროგრამის ამოცანა

პროგრამის ამოცანაა ამბულატორიული მომსახურე­ბის მოხმარების გაზრდა, ძვირადღირებული, მაღალ­ტექ­ნოლოგიური და ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით.

    მუხლი 3. კომპონენტები, მომსახურების მოცულობა და მოსარგებლეები

პროგრამის კომპონენტები, მომსახურების მოცულო­ბა და მოსარგებლეები განსაზღვრულია შემდეგი ცხრი­ლის შესაბამისად:

კომპონენტები

მომსახურების მოცულობა

პროგრამის მოსარგებლეები

1. ამბულატორიული მომსახურების კომპონენტი სოფლად

ა) სოფლად ამბულატორიული მომსახურების ქვეკომპონენტი

 

ა.ა) სამედიცინო-პროფილაქტიკური განათლება და ჯანმრთელობის დამკვიდრება

ა.ბ) პირველადი (მ.შ. იმუნიზაცია), მეორეული (მ.შ. სკრინინგი), მესამეული პრევენცია (დანართი №151);

ა.გ) ქრონიკული და მწვავე დაავადებების დიაგნოსტიკა კლინიკური სიმპტომო-კომპლექსისა და აუცილებელი, მინიმალური ინსტრუმენტული გამოკვლევების საფუძველზე (ოფთალმოსკოპია, ოტოსკოპია, პიკფლუომეტრია, სფიგმომანომეტრია) და მართვა;

ა.დ) ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარების საჭიროების შეფასება და ანალიზის შესასრულებლად სათანადო ლაბორატორიაში პაციენტის დროული მიმართვის ხელშეწყობა;

ა.ე) პაციენტის სპეციალისტთან, ჰოსპიტალში, სათემო და სოციალურ სამსახურებში გაგზავნის საჭიროების შეფასება და დროული მიმართვისა და მისი (და/ან სათანადო ინფორმაციის) უკან დაბრუნების უზრუნველყოფა;

ა.ვ) გავრცელებული დაავადებების გართულებების მართვა;

სოფლად მცხოვრები ქვეყნის მოსახლეობა გარდა „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის“, „საქართველოს საჯარო სკოლებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების მასწავლებლების, საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ -ტექნიკური პერსონალისა და ზოგიერთი დაწესებულების აღმზრდელთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლეებისა.

ა.ზ) ქრონიკული დაავადებების მართვა;

ა.თ) ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია;

ა.ი) 0-5 წლის ასაკის ბავშვთა მიზნობრივი სამედიცინო მომსახურება, კერძოდ:

ა.ი.ა) სამედიცინო მეთვალყურეობა – ფიზიკური განვითარების შეფასება;

ა.ი.ბ) სამედიცინო პრობლემათა დროული იდენტიფიკაცია და მართვა;

ა.ი.გ) ჯანმრთელობის დამკვიდრება;

ა.ი.დ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, სამედიცინო საჭიროებათა დროული იდენტიფიკაცია და მართვა;

ა.ი.ე) პალიატიური ზრუნვა;

ა.ი.ვ) ურგენტული სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა გადაუდებელი მდგომარეობების დროს;

ა.კ) 6-დან60 წლის მოსახლეობის მიზნობრივი სამედიცინო მომსახურება, კერძოდ:

ა.კ.ა) ფიზიკური განვითარების შეფასება;

ა.კ.ბ) სამედიცინო პრობლემათა დროული იდენტიფიკაცია და მართვა;

ა.კ.გ) ჯანმრთელი პირებისა და ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება;

ა.კ.დ) რეპროდუქციული ჯანმრთელობის დამკვიდრება;

ა.კ.ე) ქალთა ჯანმრთელობის პრობლემების დროული იდენტიფიკაცია და მართვა;

ა.კ.ვ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, სამედიცინო საჭიროებათა დროული იდენტიფიკაცია და მართვა;

ა.კზ) ორსულთა სამედიცინო მეთვალყურეობა;

ა.კ.თ) მშობიარობის შემდგომი მეთვალყურეობა;

ა.კ.ი) პალიატიური ზრუნვა;

ა.კ.კ) ურგენტული სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა გადაუდებელი მდგომარეობების დროს;

ა.ლ) 60 წელს ზემოთ პაციენტების მიზნობრივი სამედიცინო მომსახურება, კერძოდ:

ა.ლ.ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, სამედიცინო საჭიროებათა დროული იდენტიფიკაცია და მართვა;

ა.ლ.ბ) პალიატიური ზრუნვა;

ა.ლ.გ) ურგენტული სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა გადაუდებელი მდგომარეობების დროს;

ა.მ) ამბულატორიულ დონეზე საჭიროებიდან გამომდინარე სამედიცინო ცნობებისა და რეცეპტების გაცემა (გარდა ფორმა №IV -100/ა სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული, შსს მომსახურების სააგენტოში ავტომობილის მოწმობისა და იარაღის ტარების უფლების მისაღებად წარსადგენი ცნობები).

 

ბ) სპეცდაფინან-სების ქვეკომ-პონენტი

 

დანართი №152 განსაზღვრულ სპეცდაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებში შესაბამისი ამბულატორიული მომსახურების მიწოდება

კონფლიქტურ და სასაზღვრო ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები

2. დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის კომპონენტი

ა) ინსულინის, ინსულინის ანალოგების გლუკაგონის, საანალიზო ტექნიკური საშუალებების, შენახვა და გაცემა; 0–18 წლამდე ბავშვებისათვის, ამავე მომსახურებით სარგებლობენ 18 წელს გადაცილებული დიაბეტიანი პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ მხედველობის დაქვეითება (არიან უსინათლოები) აქვთ თანდაყოლილი ცერებრალური დამბლა, უშაქრო დიაბეტი და ის პაციენტები, რომლებიც ჩართული არიან ინტეგრაციის პროგრამაში;

ბ) ინსულინის (ფლაკონებში) შენახვა და გაცემა 18–25 წლამდე მოზარდებისათვის;

გ) ლაბორატორიული გამოკვლევების უზრუნველყოფა (გლიკოჰემოგლობინი);

დ)თვალის დაავადებათა გართულებების მონიტორინგი;

ე) ტუბერკულოზის მონიტორინგი;

ვ) საქართველოში მცხოვრებ დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა და მოზარდთა (25 წლამდე) და მათი მშობლების დიაბეტური განათლება;

ზ) სპეციალიზებული დიაბეტური ლიტერატურის შეძენა, თარგმნა და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა;

თ) დიაბეტიან ბავშვთა ნაციონალური რეგისტრის წარმოება;

დიაბეტით დაავადებული ბავშვები და მოზარდები

ი) დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა რეაბილიტაციის პროგრამა.

 

3. ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის კომპონენტი

ქ. თბილისში ინკურაბელურ პაციენტთა ბინაზე პალიატიური მზრუნველობის განხორციელება შესაბამისი მობილური გუნდის მიერ.

ქ. თბილისში მცხოვრები ინკურაბელური პაციენტები

4. სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარების კომპონენტი

ა) პატიმართა და მსჯავრდებულთა კომისიური წესით შემოწმების უზრუნველყოფის ქვეკომპონენტი

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი კომისიის მიერ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებებში მყოფ მძიმე და განუკურნებელი სენით დაავადებულ მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა და ავადმყოფობის გამო განაჩენის აღსრულების გადავადების ან სასჯელისაგან გათავისუფლების მიზანშეწონილობის თაობაზე შესაბამისი დასკვნის მომზადება.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებებში მყოფი მოქალაქეები

ბ) შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა ამბულატორიული პატრონაჟის ქვეკომპონენტი

ბ.ა) ექიმის კონსულტაცია

ბ.ბ) კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები

ბ.ბ.ა) გლიკოჰემოგლობინი

ბ.ბ.ბ) გლუკოზის განსაზღვრა

ბ.ბ.გ) ინდექსი Homa

ბ.ბ.დ) კრეატინინის განსაზღვრა

ბ.ბ.ე) მიკროალბუმინურია

ბ.ბ.ვ) სისხლის საერთო ანალიზი

ბ.ბ.ზ) შაქრის საერთო ანალიზი

ბ.ბ.თ) ც-პეპტიდი

შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებული საქართველოს მოქალაქეები

 

5.ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტი

ა) 5 წლის ჩათვლით ბავშვთა ამბულატორიული მომსახურება

ა.ა) პირველადი (მ.შ. იმუნიზაცია), მეორეული (მ.შ. სკრინინგი), მესამეული პრევენცია (დანართი №151);

ა.ბ) მწვავე და ქრონიკული დაავადებების დიაგნოსტიკა კლინიკური სიმპტომო-კომპლექსისა და აუცილებელი, მინიმალური ინსტრუმენტული გამოკვლევების საფუძველზე (ოფთალმოსკოპია, ოტოსკოპია, პიკფლუომეტრია, სფიგმომანომეტრია)და მართვა;

ა.გ) ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარების საჭიროების შეფასება და ანალიზის შესასრულებლად სათანადო ლაბორატორიაში პაციენტის დროული მიმართვის ხელშეწყობა;

ა.დ) სპეციალისტთან, ჰოსპიტალში და სოციალურ სამსახურებში გაგზავნის საჭიროების შეფასება და დროული მიმართვისა და მისი (და/ან სათანადო ინფორმაციის) უკან დაბრუნების უზრუნველყოფა; გავრცელებული დაავადებების გართულებების მართვა;

ა.ე) ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია;

ა.ვ) მიზნობრივი სამედიცინო მომსახურება, კერძოდ:

ა.ვ.ა) სამედიცინო მეთვალყურეობა – ფიზიკური განვითარების შეფასება; სამედიცინო პრობლემათა დროული იდენტიფიკაცია და მართვა;

ა.ვ.ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, სამედიცინო საჭიროებათა დროული იდენტიფიკაცია და მართვა;

ა.ვ.გ) პალიატიური ზრუნვა;

ა.ვ.დ) ურგენტული სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა გადაუდებელი მდგომარეობების დროს;

ა.ზ) ამბულატორიულ დონეზე საჭიროებიდან გამომდინარე სამედიცინო ცნობებისა და რეცეპტების გაცემა;

თვითმმართველ ქალაქებში და ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულების– მუნიციპალიტეტების ცენტრებში მცხოვრები ბავშვები, გარდა „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამისა“ და სოფლად ამბულატორიული მომსახურების ქვეკომპონენტის მოსარ-გებლეებისა

 

ბ) 60 წელს ზემოთ მოსახლეობის ამბულატორიული მომსახურება

ბ.ა) სამედიცინო-პროფილაქტიკური განათლება და ჯანმრთელობის დამკვიდრება;

ბ.ბ) პირველადი (მ.შ. იმუნიზაცია), მეორეული (მ.შ. სკრინინგი), მესამეული პრევენცია (დანართი №151);

ბ.გ) ქრონიკული და მწვავე დაავადებების დიაგნოსტიკა კლინიკური სიმპტომოკომპლექსისა და აუცილებელი, მინიმალური ინსტრუმენტული გამოკვლევების საფუძველზე (ოფთალმოსკოპია, ოტოსკოპია, პიკფლუომეტრია, სფიგმომანომეტრია) და მართვა;

ბ.დ) ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარების საჭიროების შეფასება და ანალიზის შესასრულებლად სათანადო ლაბორატორიაში პაციენტის დროული მიმართვის ხელშეწყობა;

ბ.ე) პაციენტის სპეციალისტთან, ჰოსპიტალში, სათემო და სოციალურ სამსახურებში გაგზავნის საჭიროების შეფასება და დროული მიმართვისა და მისი (და/ან სათანადო ინფორმაციის) უკან დაბრუნების უზრუნველყოფა;

ბ.ვ) გავრცელებული დაავადებების გართულებების მართვა;

ბ.ზ) ქრონიკული დაავადებების მართვა;

ბ.თ) ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია;

ბ.ი) ხანდაზმულთა ჯანმრთელობის დამკვიდრება, ასევე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, სამედიცინო საჭიროებათა დროული იდენტიფიკაცია და მართვა;

ბ.კ) პალიატიური ზრუნვა;

ბ.ლ) ურგენტული სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა გადაუდებელი მდგომარეობების დროს;

ბ.მ) ამბულატორიულ დონეზე საჭიროებიდან გამომდინარე სამედიცინო ცნობებისა და რეცეპტების გაცემა (გარდა ფორმა №IV -100/ა („ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს №338/ნ ბრძანება) სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული, შსს მომსახურების სააგენტოში ავტომობილის მოწმობისა და იარაღის ტარების უფლების მისაღებად წარსადგენი ცნობები).

თვითმმართველ ქალაქებში და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების – მუნიციპალიტეტების ცენტრებში მცხოვრები 60 წელს ზემოთ მოსახლეობა, გარდა „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის“, „სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამისა“ და „საქართველოს საჯარო სკოლებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების მასწავლებლების, საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისა და ზოგიერთი დაწესებულების აღმზრდელთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლეებსა.

გ) 6-დან60წწ დიაბეტიან და ონკოინკურაბე-ლურ პაციენტთა ამბულატორიული მომსახურება

 

გ.ა) სამედიცინო-პროფილაქტიკური განათლება და ჯანმრთელობის დამკვიდრება;

გ.ბ) პირველადი (მ.შ. იმუნიზაცია), მეორეული (მ.შ. სკრინინგი), მესამეული პრევენცია (დანართი №151,დანართი №152);

გ.გ) ქრონიკული და მწვავე დაავადებების დიაგნოსტიკა კლინიკური სიმპტომოკომპლექსისა და აუცილებელი, მინიმალური ინსტრუმენტული გამოკვლევების საფუძველზე (ოფთალმოსკოპია, ოტოსკოპია, პიკფლუომეტრია, სფიგმომანომეტრია) და მართვა;

გ.დ) ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარების საჭიროების შეფასება და ანალიზის შესასრულებლად სათანადო ლაბორატორიაში პაციენტის დროული მიმართვის ხელშეწყობა;

გ.ე) პაციენტის სპეციალისტთან, ჰოსპიტალში და სოციალურ სამსახურებში გაგზავნის საჭიროების შეფასება და დროული მიმართვისა და მისი (და/ან სათანადო ინფორმაციის) უკან დაბრუნების უზრუნველყოფა;

გ.ვ) გავრცელებული დაავადებების გართულებების მართვა;

გ.ზ) ქრონიკული დაავადებების მართვა;

გ.თ) ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია;

გ.ი) ურგენტული სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა გადაუდებელი მდგომარეობების დროს;

გ.კ) შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტების მეთვალყურეობა(დანართი №153), კერძოდ:

გ.კ.ა) ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარების საჭიროების შეფასება და ანალიზის შესასრულებლად სათანადო ლაბორატორიაში პაციენტის დროული მიმართვის ხელშეწყობა;

თვითმმართველ ქალაქებში და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების - მუნიციპალიტეტების ცენტრებში მცხოვრები 6-60 წლის შაქრიანი დიაბეტით დაავადებული მოსახლეობა და საქართველოში მცხოვრები ონკოინკურაბელური პაციენტები გარდა „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის“, „საქართველოს საჯარო სკოლებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების მასწავლებლების, საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსო-ნალისა და ზოგიერთი დაწესებულების აღმზრდელთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილებით

გ.კ.ბ) პაციენტის სპეციალისტთან, ჰოსპიტალში და სოციალურ სამსახურებში გაგზავნის საჭიროების შეფასება და დროული მიმართვისა და მისი (და/ან სათანადო ინფორმაციის) უკან დაბრუნების უზრუნველყოფა;

გ.კ.გ) გართულებების მონიტორინგი;

გ.კ.ე) ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევების უზრუნველყოფა;

გ.ბ) ონკოინკურაბელური პაციენტების მეთვალყურეობა და შესაბამისი პალიატიური მკურნალობის უზრუნველყოფა (დანართი №15 3 );

გ.დ) ამბულატორიულ დონეზე საჭიროებიდან გამომდინარე სამედიცინო ცნობებისა და რეცეპტების გაცემა (გარდა ფორმა №IV -100/ა სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული, შსს მომსახურების სააგენტოში ავტომობილის მოწმობისა და იარაღის ტარების უფლების მისაღებად წარსადგენი ცნობები).

განსაზღვრული მოსარგებლეებისა.

    მუხლი 4. მომსახურების შესყიდვა და განხორციელების მექანიზმები

1. ხელშეკრულების პირობებს, ანგარიშსწორების ფორ­მებსა და წესს განსაზღვრავს სააგენტო და ინფორ­მა­ციი­სათვის წარუდგენს სამინისტროს.

2. სოფლად ამბულატორიული მომსახურების ქვე­კომ­­პონენტის ფარგლებში მომსახურების შესყიდვა ხორ­ციელდება „სოფლის მოსახლეობისათვის ამბულა­ტო­რიული მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის №132 განკარგულების მე-2 პუნქტის შესაბამისად.

3. სპეცდაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში სააგენტოს მიერ დანართი №152-ის შესაბამისად ფორმდება ხელშეკრულებები.

4. დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის კომპონენტი ხორციელდება „საქარ­თველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალუ­რი დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესე­ბუ­ლების – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს მიერ „დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის კომპონენტის“ ფარგლებში საჭირო მომსახურების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №98 განკარგულების შესაბამისად.

5. ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნვე­ლობის კომპონენტში მონაწილე დაწესებულების შერჩევა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

6. პატიმართა და მსჯავრდებულთა კომისიური წესით შემოწმების უზრუნველყოფის ქვეკომპონენტი ხორციელდება „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელო­ბისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი კომისიის მიერ, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინის­ტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთე­ლობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობ­ლივი ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბა­მისად.

7. შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა ამბულატორიული პატრონაჟის ქვეკომპონენტში მონაწილე დაწესებულებების შერჩევა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, გეოგრაფიული ხელმი­საწ­ვდომობის პრინციპების გათვალისწინებით.

8. ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპო­ნენტის ფარგლებში შესყიდვა ხორციელდება „სახელ­მწიფო შესყიდვების შესახებ საქრთველოს კანონის“ შესაბამისად.

9. სააგენტო ყოველთვიურად უზრუნველყოფს სამი­ნის­ტროში პროგრამის მიმდინარეობისა და შესრუ­ლების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენას შეთანხმე­ბული ფორმის მიხედვით.

    მუხლი 5. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების მექანიზმები

1. სოფლად ამბულატორიული მომსახურების ქვე­კომ­პონენტი

ა) „სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიუ­ლი მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის №132 განკარგულების პირვე­ლი პუნქტის საფუძველზე განსაზღვრულ მეწარ­მე–ფიზიკურ პირებთან ფორმდება შესაბამისი ხელშეკრუ­­ლებები;

ბ) ექიმის მომსახურება 2009 წლის მარტსა და აპრილში ფინანსდება თითოეულ თვეზე 912 ლარის ოდე­ნობით, ხოლო 2009 წლის 1 მაისიდან 31 დე­­კემ­ბ­­რის ჩათვლით – თითოეულ თვეზე 456 ლარის ოდენობით;

გ) ექთნის/ფერშლის მომსახრურება 2009 წლის მარტსა და აპრილში ფინანსდება თითოეულ თვეზე 608 ლარის ოდენობით, ხოლო 2009 წლის 1 მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით – თითოეულ თვეზე 304 ლარის ოდენობით.

2. სპეცდაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში მონაწილე დაწესებულებები, ფინანსდებიან გლობალური ბიუჯეტის მეთოდით (დანართი №152);

3. დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის კომპონენტის დაფინანსება ხორციელდება „საქართველოს 2009 წლის სახელმწი­ფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 თავის 34-ე მუხლის მე-20 პუნქტის შესაბამისად.

4. ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნვე­ლობის კომპონენტის დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის მეთოდით.

5. პატიმართა და მსჯავრდებულთა კომისიური წესით შემოწმების უზრუნველყოფის ქვეკომპონენტი

 ა) კომისიის მუდმივმოქმედ წევრთა და კომისიის მდივნის მომსახურება ანაზღაურდება ყოველთვიურად. შრომის ანაზღაურება ხორციელდება ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოსთან გაფორმე­ბული ინდივიდუალური ხელშეკრულებების საფუძ­ველზე;

ბ) დაავადების შესაბამისი პროფილის კვალიფი­ციური ექიმის მომსახურება ანაზღაურდება დღიურად და ერთ სამუშაო დღეზე შრომის ანაზღაურება განისაზღვრება 204 ლარის ოდენობით;

გ) დაავადების შესაბამისი პროფილის კვალიფი­ციური ექიმის შრომის ანაზღაურება განხორციელდება ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენ­ტოსთან გაფორმებული ინდივიდუალური ხელშეკრუ­ლებების საფუძველზე.

6. შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა ამბულატორიული პატრონაჟის ქვეკომპონენტის მომსახურების მოცულობა განსაზღვრულია პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით. ანაზღაურების ერთეულს წარმოადგენს მკურნალობის ეპიზოდი. პროგრამა ფარავს მოსარგებლის მომსახუ­რების ღირებულების 50%-ს , თანაგადახდა არ ეხებათ „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამე­დიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის“ მოსარ­გებლეებს.

7. ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპო­ნენტი

ა) 5 წლის ჩათვლით ბავშვთა და 60 წელს ზემოთ მოსახლეობის ამბულატორიული მომსახურებაში მონაწილე დაწესებულებების დაფინანსება ხორციელ­დება გლობალური ბიუჯეტის მეთოდით, ბიუჯეტის გაანგარიშების საფუძველია ერთ სულზე გამოყოფილი ფიქსირებული ბიუჯეტი, რომელიც 0-5 წლის ჩათვლით ბავშვებისათვის თვეში შეადგენს 2.08 ლარს, 60 წელს ზემოთ მოსახლეობისათვის – 2.00 ლარს;

ბ) 6-60 წწ. დიაბეტიანი და ონკოინკურაბელური პაციენტე­ბის მომსახურებაში მონაწილე დაწესებ­ულებების დაფინანსება ხორციელდება კაპიტაციის მეთოდით – ერთ სულზე გამოყოფილი ფიქსირებული ბიუჯეტი, რომელიც თვეში შეადგენს – 3.00 ლარს.

    მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი

„საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად პროგრა­მის ბიუჯეტი განისაზღვრა 24 916.6 ათასი ლარით, შემ­დეგი ცხრილის მიხედვით:

 (ათასი ლარი)

კომპონენტები

ბიუჯეტი

1. ამბულატორიული მომსახურების კომპონენტი სოფლად

14. 867.6

ა) ამბულატორიული მომსახურების ქვეკომპონენტი სოფლად

12 .367.6

ბ) სპეცდაფინანსების ქვეკომპონენტი

2.500.0

2. დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა მკურნალობისა და რეაბილტაციის კომპონენტი

650.0

3. ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის კომპონენტი

80.0

4. სპეციალიზებული ამბულატორიული მომსახურების კომპონენტი

380.0

ა) პატიმართა და მსჯავრდებულთა კომისიური წესით შემოწმების უზრუნველყოფის ქვეკომპონენტი

100.0

ბ) შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა ამბულატორიული პატრონაჟის ქვეკომპონენტი

280

5. ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტი

8.939.0

ა) ზოგადი ამბულატორიული მომსახურების ქვეკომპონენტი

3.839.0

ბ) მოსახლეობის პირველადი ჯანდაცვის მომსახურებით უზრუნველყოფის ღონისძიებები (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 26 თებერვლის №97/ო და 6 ივლისის №227/ო ბრძანებები)

5.100.0

სულ

24 916.6

 

 

 

დანართი №151

1. 0-5 წლის ასაკის ბავშვთა ამბულატორიული მეთვალყურეობა

ა) მიზანი:

ავადობისა და მოკვდავობის შემცირება ბავშვთა ასაკში დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის, ავადობის პრევენციისა და ჯანმრთელობის დამკვიდრების ხელშეწყობის გზით.

ბ) ამოცანები:

ბ.ა) ბავშვთა ფიზიკური და ფსიქომოტორული განვითარების შესწავლა დინამიკაში;

ბ.ბ) სკრინინგული კვლევების ჩატარება ასაკობრივი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე;

ბ.გ) ინფექციურ დაავადებათა სპეციფიკური პრევენცია-ვაქცინაცია;

ბ.დ) ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა.

0-1 წლამდე ბავშვთა ამბულატორიული მეთვალყურეობა

0-1 წლამდე ასაკში საპატრონაჟო ვიზიტებ ამდე სასურველია დედასთან ვიზიტი ორსულობის III ტრიმესტრში, რომლის დროსაც მშობლებს აწვდიან ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე:

–უსაფრთხოების წესები

–ბავშვის კვება

–ყოველდღიური მოვლის პრინციპები

–სოციალური და სამედიცინო დახმარების სახეები სამშობიარო სახლში, ახალშობილთან ჩასატარებელი პროცედურები (იმუნიზაციის ჩათვლით), ექიმთან სამეთვა ლ ყურეო ვიზიტების რაოდენობა და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი.

ბავშვის მეთვალყურეობა განისაზღვრება ექიმის/ექთნის ვიზიტ ებ ით ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად

ექიმის I ვიზიტი ბინაზე ხორციელდება სამშობიაროდან გამოწერის (აღრიცხვაზე აყვანის) შემდეგ

ამ დროს ფასდება:

–პრე/ინტრა/პოსტნატალური ანამნეზი;

–ტემპერატურა;

–ყველა ორგანოს და სისტემის მდგომარეობა (სრული გასინჯვა – ზოგადი მდგომარეობა – სხეულის პოზა, მოძრაობა, კანი, ძვალ-სახსროვანი სისტემა – თავის ფორმა, ყიფლიბანდი, კუნთთა ტონუსი, თვალები, პირის ღრუ, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემა, მუცელი, გენიტალია, ნერვული სისტემა, ახალშობილთა რეფლექსები, დიურეზი, დეფეკაცია);

–ახალშობილთა ფიზიოლოგიური მდგომარეობების შეფასება – ფიზიოლოგიური სიყვითლე და წონის კლება, სამშობიარო სიმსივნე, ორსულობის რეაქციები, შარდმჟავა ინფარქტი და სხვა;

–კვების რეჟიმი, ტექნიკა და პრინციპები;

მოვლის პროცესი (ჭიპის დამუშავება, კანის, თვ ა ლის, ყურის, ცხვირის ტუალეტი და სხვა).

პირველი ვიზიტის დროს მშობელთან საკონსულტაციო თემებია:

–უსაფრთხოების წესები;

–კვების ტექნიკა და პრინციპები;

–ყოველდღიური მოვლა(ჭიპის დამუშავება, კანის, თვ ა ლის, ყურის, ცხვირის ტუალეტი, დაბანა და სხვა);

–ტირილი და მისი მიზეზები;

–საშიშროების ნიშნები, როდესაც აუცილებელია ექიმთან დაუყოვნებელი ვიზიტი.

მეორე ვიზიტი

–ანამნეზი;

–ანთროპომეტრიული მონაცემები (წონა, სიგრძე, თავის და გულმკერდის გარშემოწერილობა);

–ყველა ორგანოს და სისტემის მდგომარეობა (სრული გასინჯვა);

–ბავშვის ფსიქომოტორული განვითარება;

–კვებითი სტატუსი.

მეორე ვიზიტის დროს მშობელთან საკონსულტაციო თემებია:

კვების ტექნიკა და პრინციპები;

–განვითარების ხელშეწყობა;

–იმუნიზაცია;

–ექიმთან შემდგომი ვიზიტი (დაფიქსირდეს ზუსტი თარიღი და სპეციალისტი).

მესამე ამბულატორიული ვიზიტი – სასურველია ვიზიტი დაემთხვეს პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარს. აცრის ჩატარებამდე აუცილებლად უნდა გაიზომოს ბავშვის სხეულის ტემპერატურა.

ვიზიტის დროს ფასდება:

–ანამნეზი;

–ანთროპომეტრიული მონაცემები (წონა, სიგრძე, თავის და გულმკერდის გარშემოწერილობა);

–ყველა ორგანოს და სისტემის მდგომარეობა (სრული გასინჯვა);

–ბავშვის ფსიქომოტორული განვითარება;

–კვებითი სტატუსი.

მესამე ვიზიტის დროს მშობელთან საკონსულტაციო თემებია:

–კვების ტექნიკა და პრინციპები;

–განვითარების ხელშეწყობა;

–იმუნიზაცია;

–ექიმთან შემდგომი ვიზიტი (დაფიქსირდეს ზუსტი თარიღი და სპეციალისტი).

IV, V, VI ამბულატორიული ვიზიტი –ვიზიტის დროს ფასდება:

–ანამნეზი;

–ანთროპომეტრიული მონაცემები (წონა, სიგრძე, თავის და გულმკერდის გარშემოწერილობა);

–ყველა ორგანოს და სისტემის მდგომარეობა (სრული გასინჯვა);

–ბავშვის ფსიქომოტორული განვითარება (მოტორიკა, მხედველობითი და სმენითი რეაქცია, ემოცია, მეტყველება და სხვა);

–კვება.

ვიზიტის დროს მშობელთან საკონსულტაციო თემებია:

–უსაფრთხოების წესები (სათამაშო, მგზავრობა და სხვა);

–კვების ტექნიკა, დამატებითი კვება;

–ყოველდღიური მოვლა;

–განვითარების ხელშეწყობა;

–თამაში;

–იმუნიზაცია;

–ექიმთან შემდგომი ვიზიტი (დაფიქსირდეს ზუსტი თარიღი).

VII ვიზიტი პოლიკლინიკაში უნდა შედგეს 12 თვის ასაკში. სასურველია დაემთხვეს წითელა/წითურა/ყბაყურის აცრას. ვიზიტის დროს ფასდება:

–ბავშვის ფსიქომოტორული განვითარების ყველა მახასიათებელი;

–ანამნეზი;

–ანთროპომეტრიული მონაცემები (წონა, სიგრძე, თავის და გულმკერდის გარშემოწერილობა);

–ყველა ორგანოს და სისტემის მდგომარეობა (სრული გასინჯვა);

ვიზიტის დროს მშობელთან საკონსულტაციო თემებია:

–პირის ღრუს მოვლა;

–უსაფრთხოების წესები;

–კვება;

–ტუალეტის ჩვევის გამომუშავება;

–განვითარების ხელშეწყობა, თამაში;

–საშიშროების ნიშნები, როდესაც აუცილებელია ექიმთან დაუყოვნებელი ვიზიტი;

–ექიმთან შემდგომი ვიზიტი ს თარიღი.

პირველი წლის განმავლობაში –1 წლამდე ასაკში უნდა ჩატარდეს მხედველობისა და სმენის სკრინინგი პრობლემების დროულად გამოვლენისთვის.

პირველი წლის განმავლობაში ოჯახის ექიმის/უბნის ექიმ ის გადაწყვეტილებით ტარდება საჭირო გამოკვლევები.

პირველი წლის განმავლობაში ექიმის გადაწყვეტილებით დაგეგმილია აგრეთვე ექთნის/ექთანთან ვიზიტ ებ ი. თითოეული ამ ვიზიტის დროს საჭიროა ანამნეზის შეგროვება, ანთროპომეტრული მონაცემების შეგროვება, კვების და იმუნიზაციის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ოჯახში ბავშვის გარემოს უსაფრთხოების კონტროლი და ინფორმაციის მიწოდება შემდეგ თემებზე:

–კვების პრინციპები;

–ბავშვის მოვლა, დღის რეჟიმი;

ტირილი, მისი მიზეზები და მართვა;

დამატებითი კვების პრინციპები;

უსაფრთხო გარემოს შექმნა;

იმუნიზაცია;

განვითარების ხელშეწყობა;

თამაში.

1 – 2 წლამდე ბავშვთა ამბულატორიული მეთვალყურეობა

ვიზიტი ექიმთან/ექთანთან (15 თვე, 18 თვე)

15 თვის ასაკში ექიმთან ვიზიტის დროს ფასდება:

–ბავშვის ფსიქომოტორული განვითარება;

–კ ვებისა და ძილის რეჟიმი;

–ანთროპომეტრული მონაცემები;

–ყველა ორგანოს და სისტემის მდგომარეობა (სრული გასინჯვა).

საკონსულტაციო თემები:

–უსაფრთხო გარემოს შექმნა;

–ჯანსაღი კვება;

–თამაში და განვითარების ხელშეწყობა;

–ტუალეტის ჩვევის გამომუშავება;

–დისციპლინის ჩამოყალიბების პრინციპები;

–ურთიერთობა ბავშვთან.

18 თვის ასაკში ექიმთან ვიზიტის დროს ფასდება:

–ბავშვის ფსიქომოტორული განვითარება;

–ანთროპომეტრული მონაცემები;

–ყველა ორგანოს და სისტემის მდგომარეობა (სრული გასინჯვა).

საკონსულტაციო თემები:

–უსაფრთხო გარემოს შექმნა;

–ჯანსაღი კვება, კვების ჩვევები;

–პირის ღრუს ჰიგიენა;

–თამაში და განვითარების ხელშეწყობა;

–ტუალეტის ჩვევის გამომუშავება;

–იმუნიზაცია;

–დისციპლინის ჩამოყალიბების პრინციპები, მარტივი აკრძალვები;

–ურთიერთობა თანატოლებთან.

 2 -3 წლამდე ბავშვთა ამბულატორიული მეთვალყურეობა

ვიზიტი ექიმთან/ექთანთან (24 თვე, 36 თვე)

24 თვის (2 წლის) ასაკში ექიმთან ვიზიტის დროს ფასდება:

–ბავშვის ფსიქომოტორული განვითარება;

–ანთროპომეტრული მონაცემები;

–ყველა ორგანოს და სისტემის მდგომარეობა (სრული გასინჯვა);

–სმენისა (სუბიექტური) და მხედველობის (სინცევის ტაბულა) სკრინინგი.

საკონსუ ლ ტაციო თემებია:

–უსაფრთხო გარემოს შექმნა;

–კვების ჩვევები;

–პირის ღრუს ჰიგიენა;

–თამაში და განვითარების ხელშეწყობა;

–დისციპლინის ჩამოყალიბების პრინციპები.

36 თვე (3 წელი) ასაკში ექიმთან ვიზიტის დროს ფასდება:

–ბავშვის ზრდა-განვითარება;

–ანთროპომეტრული მონაცემები;

–არტერიული წნევის გა ზომვა;

–ყველა ორგანოს და სისტემის მდგომარეობა (სრული გასინჯვა);

–მხედველობის და სმენის სკრინინგი;

–მავნე ჩვევები.

საკონსუ ლ ტაციო თემებია:

–უსაფრთხო გარემოს შექმნა;

–ჯანსაღი კვება;

–სოციალიზაციის მნიშვნელობა (საბავშვო ბაღი და სხვ.);

–თამაში და განვითარების ხელშეწყობა;

–დისციპლინის ჩამოყალიბების პრინციპები;

–3 წლის კრიზისი;

–მავნე ჩვევები;

1-3 წლის ასაკში ექთნის ვიზიტის დროს ფასდება ბავშვის გარემოს უსაფრთხოება, საცხოვრებელი პირობები, სოციალური ურთიერთობები.

საკონსულტაციო თემები ექთნისათვის:

–ჯანსაღი კვების პრინციპები და კვებითი ჩვევის გამომუშავება;

–დღის რეჟიმი;

–ბავშვთან ურთიერთობის პრინციპები;

–თამაში;

–დისციპლინის ჩამოყალიბების მეთოდები (მარტივი აკრძალვები, ტაიმ-აუტი, ლიმიტირებული არჩევანი);

–ლაბორატორიული და სხვა გამოკვლევები და სპეციალისტების კონსულტაცია ტარდება ოჯახის/უბნის ექიმის  შეხედულებისამებრ, საჭიროების დროს.

3 - 5 წლამდე ბავშვთა ამბულატორიული მეთვალყურეობა

ვიზიტი ექიმთან/ექთანთან

ექიმ თ ან ვიზიტის დროს ფასდება:

–ანამნეზი (სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სოციალური პრობლემები)

–კვებითი სტატუსი;

–დიეტა;

–ფსიქომოტორული განვითარება;

–ბავშვის ქცევა;

–ყველა ორგანოს და სისტემის მდგომარეობა (სრული გასინჯვა);

–იმუნიზაციის სტატუსი;

–ანთროპომეტრული მონაცემები;

–მავნე ჩვევები;

–სმენის და მხედველობის სკრინინგი;

–სკოლიოზის არსებობა.

საკონსუ ლ ტაციო თემებია:

–უსაფრთხოების წესები და ტრავმატიზმის თავიდან აცილება;

–ჯანსაღი კვება (კვების პირამიდა);

–ფიზიკური აქტივობა;

–ა ლკოჰოლის, თამბაქოს და ნარკოტიკის მავნე ზემოქმედება;

–პირის ღრუს ჰიგიენა;

–ბავშვთან ურთიერთობის პრინციპები;

–მავნე ჩვევები;

–დამოუკიდებლობის ხელშეწყობა;

–ექთნის ვიზიტის დროს საკონსულტაციო თემები იგივეა.

 

2. ჯანმრთელი პირებისა და ახალი პაციენტების მეთვალყურეობა

ა) მიზანი:

ავადობისა და მოკვდავობის შემცირება მათი გამომწ­ვევი ძირითადი მიზეზების დროული იდენტიფიკა­ციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების გზით.

ბ) ამოცანები:

ბ.ა) ყველა ახალი პაციენტის (პირველად მიმარ­თვისას) ჯანმრთელობის შემოწმება;

ბ.ბ) აღრიცხვაზე მყოფი ჯანმრთელი პაციენტების სისტემატური მონიტორინგი;

ბ.გ) გულის იშემიური დაავადებისა და შაქრიანი დიაბეტის მაღალი რისკის მქონე ბ.დ) პაციენტების იდენ­ტი­ფიკაცია, მათზე სისტემატური მონიტორინგის უზრუნველყოფა;

ბ.დ) ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა.

გ) მოცულობა

გ.ა) 3 წელიწადში ერთხელ ვიზიტი პრაქტიკის ექ­თან­თან დაბალი რისკის ჯგუფის პაციენტებისათვის;

გ.ბ) მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებისათვის ვიზიტი პრაქტიკის ექთანთან წელიწადში ერთხელ;

გ.გ) ახალი პაციენტის ვიზიტი პრაქტიკის ექთანთან;

გ.დ) ახალი პაციენტის ვიზიტი ზოგადი პრაქტიკის/ოჯახის ექიმთან.

დ) სამიზნე მოსახლეობა – 5-64 ასაკობრივი ჯგუფის ქალები და მამაკაცები.

ე) უნდა შეფასდეს:

ე.ა) სიმაღლე, წონა, სმი;

ე.ბ) სისხლის წნევა;

ე.გ) პულსის სიხშირე და რითმულობა;

ე.დ) მხედველობის სიმახვილე და სმენის სიმახვილე.

ვ) ყველა პაციენტს სამ წელიწადში ერთხელ უნდა ჩაუტარდეს:

ვ.ა) ჰემოგლობინომეტრია;

ვ.ბ) შარდში გლუკოზისა და ცილის შემცველობის განსაზღვრა;

ზ) რჩევები ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის შესახებ:

ზ.ა) რჩევა თამბაქოს მოწევის შეწყვეტის თაობაზე;

ზ.ბ) რჩევა რეგულარული ვარჯიშისა და ადეკვატუ­რი ფიზიკური დატვირთვის თაობაზე;

ზ.გ) რჩევა ალკოჰოლის ზომიერი მოხმარების თაობაზე;

ზ.დ) რჩევები ბალანსირებული კვების თაობაზე.

თ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების დროს უნდა მოხდეს მაღალი რისკის პაციენტების იდენტიფიკა­ცია. ეს პაციენტები საჭიროებენ დამატებით ღონისძიე­ბებს სანიტარიული განათლების, გამოკვლევების და მონიტორინგის თვალსაზრისით.

ი) მაღალი რისკის პაციენტების ჯანმრთელობის მდგო­­­მარეო­ბაზე მეთვალყურეობა ხორციელდება ყოველ­წლიურად.

კ) პაციენტები, რომელთაც მაღალი აქვთ გულის კორო­ნალური დაავადების რისკი – 40-64 ასაკოვანი ჯგუფის მამაკაცები და 50-64 ასაკოვანი ჯგუფის ქალები ქვემოთ მოყვანილიდან ერთ-ერთის არსებობის შემთხვევაში:

კ.ა) ნაადრევი გიდ-ის და/ან ჰიპერტენზიის ოჯახური ანამნეზი;

კ.ბ) ჰიპერლიპიდემიის ოჯახური ანამნეზი;

კ.გ) ჭარბი წონა;

კ.დ) თამბაქოს მოხმარება;

კ.ე) ამ ჯგუფებში საჭიროა ყოველწლიურად შემოწ­მდეს:

კ.ე.ა) სისხლის წნევა;

კ.ე.ბ) სხეულის მასის ინდექსი;

კ.ე.გ) ჯანსაღი ცხოვრების წესი;

კ.ე.დ) 3 წელიწადში ერთხელ ქოლესტერინის დონე სისხლში. ყველა პაციენტს, რომე ლ საც აღენიშნება ქოლესტერინის საშუალო მატება >5.5 მმოლ/ლ, უნდა მიეცე ს ჰიპოლიპიდური დიეტური რჩევები.

ლ) პაციენტები, რომელთან მაღალი აქვთ შაქრიანი დიაბეტის რისკი:

ლ.ა) იმ პირებს, რომლებსაც ქვემოთ მოყვანილი კრიტერიუმებიდან აღენიშნებათ ერთზე მეტი, წელიწადში ერთხელ უნდა ჩაუტარდეთ უზმოზე კაპილარულ სისხლში გლუკოზის განსასაზღვრი ტესტი:

ლ.ა.ა) პაციენტები 45 წლის ასაკის ზემოთ;

ლ.ა.ბ) სხეულის მასის ინდექსი >25;

ლ.ა.გ) დიაბეტის ოჯახური ანამნეზი;

ლ.ა.დ) ანამნეზში დიდი წონის ახალშობილი (>4.4კგ);

ლ.ა.ე) ანამნეზში გესტაციური დიაბეტი.

3. 65 წლის მეტი ასაკის მოსარგებლეების რეგულარული სამედიცინო მეთვალყურეობა

ა) მიზანი:

ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის შენარჩუნება, უუნარობისა და დამოკიდებულების პრევენცია ამ ასაკში გავრცელებული პრობლემების დროული იდენტიფი­ცირების გზით.

ბ) ამოცანები:

ბ.ა) ხანდაზმულებში გავრცელებული პრობლემების სკრინინგი;

ბ.ა) ხანდაზმულთა სამკურნალო-პროფილაქტიკური განათლება;

ბ.გ) ხანდაზმულთა სამედიცინო (და სოციალური) საჭიროებების იდენტიფიკაცია და პრაქტიკის რესურსე­ბის შესაფერისი მობილიზაცია.

დ) ხანდაზმულთა რეგულარული მეთვალყურეობის უზრუნველყოფის მიზნით, 65-დან 75 წლამდე ასაკის ყველა პაციენტი უნდა იქნეს ნანახი 3 წელიწადში ერ­თხელ, ხოლო 75 წლის ზემოთ ასაკის პირები, წე­ლი­­წადში ერთხელ (ეს ვიზიტი უტარდება ყველა პა­ციენტს მ.შ. ქრონიკულად დაავადებულსაც, რომელსაც ძირითადი პათოლოგიის გამო დამატებით მაინც ნახუ­ლობს სამედიცინო პერსონალი).

ე) ხანდაზმულთა სამედიცინო და სოციალური საჭი­როებების იდენტიფიცირების მიზნით აუცილებე­ლია:

ე.ა) ყოველწლიური ვიზიტი ბინაზე;

ე.ბ) სოციალური ფუნქციების შეფასება (ცხოვრების წესი, ურთიერთობები);

ე.გ) ზოგადი ფუნქციონალური შეფასება;

ე.დ) მობილურობის შეფასება;

ე.ე) ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება;

ე.ვ) მხედველობისა და სმენის სიმახვილის განსაზ­ღვრა;

ე.ზ) მენჯის ღრუს ორგანოთა ფუნქციონირების შეფასება;

ე.თ) მედიკამენტური რეჟიმის შემოწმება;

ე.ი) სამკურნალო-პროფილაქტიკური განათლება ხანდაზმულებისა და მათი მომვლელებისათვის.

ვ) მნიშვნელოვანია სკრინინგი ქვემოჩამოთვლილი პათოლოგიების დროული იდენტიფიკაციის მიზნით:

ვ.ა) ჰიპერტენზია;

ვ.ბ) კვებითი დეფიციტი;

ვ.გ) დემენცია;

ვ.დ) დეპრესია.

ზ) მწოლიარე პაციენტების სამედიცინო მეთვალყუ­რეო­ბას ბინაზე ახორციელებს უბნის ექთანი. ჯან­მრთე­ლობის ზოგადი მდგომარეობის შემოწმება ხდება იმ მოცულობით, რომლის უზრუნველყოფაც შესაძლებე­ლია ბინაზე ვიზიტის განმავლობაში (სმი-ის გაზომვა შეუძლებელი იქნება საწოლს მიჯაჭვული პაციენტები­სათვის, ვინაიდან ექთანს ბინაზე არ ექნება ამისათვის საჭირო აღჭურვილობა).

თ) პაციენტის გასინჯვისას უნდა განისაზღვროს:

თ.ა) სიმაღლე;

თ.ბ) წონა (უკანასკნელ პერიოდში აღმოცენებული ცვლილებები – რამდენი მოიმატა ან დაიკლო, რა ვადაში);

თ.გ) სხეულის მასის ინდექსი;

თ.დ) წნევის გაზომვა;

თ.ე) პულსაცია სხივის არტერიაზე: პულსის სიხშირე და რიტმულობა.

ი) ხანდაზმულთა სამედიცინო მეთვალყურეობის მიზნით მოწყობილ ვიზიტზე უნდა მოხდეს სენსორული ფუნქციების შეფასება.

კ) ხანდაზმულთა სამედიცინო მეთვალყურეობის მიზნით მოწყობილ ვიზიტზე უნდა მოხდეს ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება. კონფუზიის ან ფსიქიკური რეტარდაციის ნებისმიერი გამოვლინებისას, დემენციის გამორიცხვის მიზნით.

ლ) აუცილებელია ყოველდღიური საქმიანობის დამოუკიდებლად შესრულების უნარის შეფასება. დამოუკიდებლობა, კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმობს მოქმედებას ზედამხედველობის, მითითებებისა და აქტიური პერსონალური დახმარების გარეშე.

მ) ხანდაზმულთა სამედიცინო მეთვალყურეობის მიზნით შემდგარ ვიზიტზე აუცილებელია პაციენტის კონსულტირება (სამკურნალო-პროფილაქტიკური განათლება) შემდეგი საკითხების თაობაზე:

მ.ა) კვებითი რეკომენდაციები;

მ.ბ) ფიზიკური დატვირთვა და ვარჯიში;

მ.გ) დაცემის პრევენცია;

მ.დ) თამბაქოს მოწევისა და ალკოჰოლის მიღების შეწყვეტა;

მ.ე) რჩევა თავის მოვლის შესახებ;

მ.ვ) ინფორმაცია მომვლელებისათვის.

დანართი №152

სპეცდაფინანსებაზე მყოფი სამედიცინო დაწესებულებები

 

N

დაწესებულება

თვის ბიუჯეტი (ლარი)

6 თვე

1

გალის მუნიციპალიტეტის აჟარის საუბნო საავადმყოფო

16067

2

გალის მუნიციპალური საავადმყოფო

5780

3

გალის მუნიციპალიტეტის საბერიოს საექიმო ამბულატორია

6406

4

შპს „წალკის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი”

5467.5

5

ყაზბეგის საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება – შპს „იმედი”

18900

6

ცხინვალის ზონის ქურთას საუბნო საავადმყოფო

32705

7

ამბროლაურის საავადმყოფო

10700

8

ამბროლაურის პოლიკლინიკა

5500

9

ლენტეხის საავადმყოფო–პოლიკლინიკური გაერთიანება

11000

10

ონის საავადმყოფო

6000

11

ონის პოლიკლინიკა

5000

12

ცაგერის საავადმყოფო

10500

13

ცაგერის პოლიკლინიკა

6000

14

მესტიის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური და სამშობიარო სახლის გაერთიანება

2693.25

15

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შპს „დარჩელის ზონალური საავადმყოფო“

2781

16

თიანეთის სამედიცინო ცენტრი

22950

17

ცხინვალის ზონის ერედვის საექიმო ამბულატორია

7700

18

ცხინვალის ზონის ავნევის საექიმო ამბულატორია

3256

19

ცხინვალის ზონის ქსუისის საექიმო ამბულატორია

7418

20

შპს „ოტობაიას საექიმო ამბულატორია“

3938

21

შპს „ნაბაკევის აფხაზეთიდან დევნილთა საექიმო ამბულატორია“

2363

22

შპს „ზემო ბარღების საექიმო ამბულატორია“

2363

23

შპს „მზიურის საექიმო ამბულატორია“

2363

24

შპს „ოქუმის საექიმო ამბულატორია“

3938

25

შპს „ქვემო ალვანის საექიმო ამბულატორია“

1063.8

26

შპს „ახალგორის მუნიციპალიტეტის წინაგრის ამბულატორია“

1575

27

შპს „ქვემო ბარღების საექიმო ამბულატორია“

788

28

შპს „ახალგორის რაიონული საავადმყოფო“

3145

29

შპს „ლარგვისის საექიმო ამბულატორია“

1155

30

შპს „შატილის ამბულატორია“

1063.8

31

შპს „ბარისახოს საექიმო ამბულატორია“

1063.8

32

შპს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკა“

14107.5

33

მარნეულის მუნიციპალიტეტის შპს „ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანება (წერაქვის ამბულატორია)“

1063.8

34

შპს „ნიქოზის ამბულატორია“

2126.25

35

შპს „ჯვარის დევნილთა პოლიკლინიკა“

5000

 

სულ თვის ბიუჯეტი

233940.70

 დანართი №153

შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მეთვალყურეობის სახელმწიფო სტანდარტი

ა) მიზნები:

ა.ა) პრაქტიკაში რეგისტრირებული დიაბეტით დაავადე­ბული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეო­ბაზე რეგულარული მონიტორინგის უზრუნველყოფა;

ა.ბ) შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტის ცხოვრების ხარისხის შენარჩუნება, ინვალიდობისა და ნაადრევი სიკვდილის პრევენცია.

ბ) ამოცანები:

ბ.ა) პრაქტიკზე მიმაგრებულ მოსახლეობაში დიაბეტით დაავადებულ პირთა იდენტიფიკაცია (დიაბეტის ახალი შემთხვევების დროული დიაგნოსტიკა);

ბ.ბ) დიაბეტით დაავადებული პაციენტისათვის სიმპტომების (მ.შ. გლუკოზის დონის) კარგი კონტრო­ლი და დიაბეტური გართულებების პრევენცია;

ბ.გ) დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში მოსალოდ­ნელი გართულებების ადრეული დიაგნოსტიკა და სპეციალისტთან საკონსულტაციოდ პაციენტის დროუ­ლად მიმართვა;

ბ.დ) დიაბეტით დაავადებული პაციენტის სამკურნა­ლო-პროფილაქტიკური განათლება.

გ) დიაბეტით დაავადებულ პირთა იდენტიფიკაცია (დიაბეტის ახალი შემთხვევების დროული დიაგნოსტიკა)

დ) სამიზნე მოსახლეობაში დიაბეტით დაავადებულ პირთა იდენტიფიკაციის მიზნით

ე) შარდში გლუკოზის განსაზღვრა სამ წელიწადში ერთხელ:

ე.ე) 15-დან 64 წლამდე ყველა ჯანმრთელ და ახალრეგისტრირებულ პაციენტებში

ვ) უზმოზე კაპილარულ სისხლში გლუკოზის დონე უნდა განესაზღვროს:

ვ.ა) ყველა პაციენტს გლუკოზურიით;

ვ.ბ) პაციენტებს დიაბეტის სიმპტომებით – წყურვი­ლი, პოლიურია, ნიქტურია, წონაში დაკლება, რეციდიუ­ლი ინფექციები, განსაკუთრებით კანზე, ფეხების ტკივილი, დაბუჟება, პარესთეზია, მხედველობის გაუარესება, მო­თენ­თი­ლობა;

ვ.გ) ორსულებს.

ზ) უზმოზე კაპილარულ სისხლში გლუკოზის დონე ყოველწლიურად უნდა განესაზღვროთ:

ზ.ა) მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებს:

ზ.ა.ა)ჰიპერტენზიით

ზ.ა.ბ) გულის იშემიური დაავადებით

ზ.ა.გ) ცერებროვასკულური დაავადებებით

ზ.ა.დ) ანამნეზში გესტაციური დიაბეტით

ზ.ბ) პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ ქვემოთ ჩამოთვლილიდან 2 ან მეტი

ზ.ბ.ა) ასაკი > 65

ზ.ბ.ბ) სიმსუქნე (სმი > 30)

ზ.ბ.გ) შაქრიანი დიაბეტისა და გულის იშემიური დაავადების ოჯახური ანამნეზი

ზ.ბ.დ) ქალები დიდი წონის ნაყოფით ( > 4,5 კგ.) მშობიარობის ანამნეზით

თ) დიაბეტით დაავადებული პაციენტისათვის სიმპტომების (მ.შ. გლუკოზის დონის) კარგი კონტრო­ლისა და დიაბეტური გართულებების პრევენციის მიზნით პრაქტიკაში უნდა მოხდეს დიაბეტიან პაციენტებზე რეგულარული მეთვალყურეობა:

ი) ოჯახის/უბნის ექიმისა და ზოგადი პრაქტიკის/უბნის ექთნის მიერ დიაბეტით დაავადებულ პაციენტზე მეთვალყურეობა ხორციელდება შემდეგი გეგმით:

ი.ა) ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტებისათვის ვიზიტი ოჯახის/უბნის ექიმთან შედგება 3 თვეში 1-ჯერ;

ი.ბ) ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პა­ციენ­ტებისათვის ვიზიტი ოჯახის/უბნის ექიმთან შედგება თვეში 1-ჯერ;

კ) ლაბორატორიული გამოკვლევები:

კ.ა) ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პა­ციენ­ტისათვის სამ თვეში ერთხელ:

კ.ა.ა) უზმოზე კაპილარულ სისხლში გლუკოზის დონე

კ.ა.ბ) არტერიული წნევა (თუ პაციენტს არ აღენიშ­ნება თან მ ხლები ჰიპერტენზია. თანმხლები ჰიპერტენზიის შემთხვევაში იხ. ჰიპერტენზიის მართვის პროტოკოლი)

კ.ა.გ) შარდში ცილა

კ.ბ) ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტებისათვის ყოველთვიურად:

უზმოზე კაპილარულ სისხლში გლუკოზის დონე

კ.ბ.ა) შარდში ცილა

კ.ბ.ბ) არტერიული წნევა

ლ) ექვს თვეში ერთხელ – სისხლის შრატში კრეატინინის დონე

მ) დიაბეტით დაავადებულ ნებისმიერ პაციენტს წელიწადში ერთხელ უტარდება:

მ.ა) ელექტროკარდიოგრაფია

მ.ბ) თვალის ფსკერის გამოკვლევა.

2. ონკოლოგიური ტერმინალური პაციენტის სამედიცინო მომსახურება - პალიატიური მოვლა

ა) მიზნები:

ა.ა) ტერმინალური პაციენტის სამედიცინო საჭიროე­ბე­ბის რეგულარული შეფასება;

ა.ბ) ბინაზე ტერმინალური პაციენტის სიმპტომების კონტროლის უზრუნველყოფა;

ა.გ) ტერმინალური პაციენტის ადეკვატური საექთნო მოვლის უზრუნველყოფა;

ა.დ) ტერმინალური პაციენტსა და მისი ოჯახის წევრებთან ფსიქოსაგანმანათლებლო მუშაობა.

ბ) მოცულობა;

ბ.ა) ონკოლოგიური ტერმინალური პაციენტების სამედიცინო საჭიროებების შეფასება;

ბ.ბ) ონკოლოგიური ტერმინალური პაციენტების ფსიქოემოციური საჭიროებების შეფასება;

ბ.გ) ონკოლოგიური ტერმინალური პაციენტების სოციალური საჭიროებების შეფასება;

ბ.დ) ონკოლოგიური ტერმინალური პაციენტების ცხოვრების ხარისხის შეფასება.

ბ.ე) აქტიური პალიატიური ღონისძიებების განხორ­ციე­ლებისას, პაციენტის ბინაზე დარჩენის შემთხვევაში, ქიმიო- და სხივური თერაპიის მოსალოდნე­ლი გვერდითი ეფექტების მართვა;

ბ.ვ) პაციენტისათვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

ბ.ზ) ონკოლოგიურ სამსახურებთან მჭიდრო თანამშ­რომლობის ჩამოყალიბება და ზემოაღნიშნულ შემთხვე­ვებ­ში პაციენტის მდგომარეობის მართვისათვის პროტო­კო­ლების ერთობლივად ჩამოყალიბება.

ბ.თ) ტკივილის ინტენსივობის რეგულარული შეფა­სება.

ი) ანალგეზიური რეჟიმის ადეკვატურად შერჩევა;

კ) ანალგეზიური რეჟიმის ეფექტურობის რეგულარუ­ლი შეფასება;

ლ) ოპოიდური ანალგეზიის გვერდითი მოვლენების დროული იდენტიფიცირება და კონტროლი;

მ) ონკოლოგიურ ტერმინალურ პაციენტებში მოსა­ლოდნელი გასტრო-ინ ტ ესტინური სიმპტომების დროული იდენტიფიცირება;

ნ) ოპოიდებით ინდუცირებული გასტრო-ინტესტინუ­რი გვერდითი მოვლენების პრევენცია;

ო) ძირითადი დაავადებით გამოწვეული გასტრო-ინტესტინური სიმპტომების კონტროლი;

პ) ონკოლოგიურ ტერმინალურ პაციენტებში რესპირა­ტო­რული სიმპტომების იდენტიფიცირება;

ჟ) ონკოლოგიურ ტერმინალურ პაციენტებში რესპირა­ტორული სიმპტომების ძირითადი მიზეზების გამოვლენა;

რ) ონკოლოგიურ ტერმინალურ პაციენტებში რესპი­რა­ტო­რული სიმპტომების გამომწვევი ძირითადი მიზეზის კორეგირებისათვის გეგმის ჩამოყალიბება;

ს) ონკოლოგიურ ტერმინალურ პაციენტებში რესპირა­ტორული სიმპტომების მართვის გეგმის ჩამოყალიბება, თუ მათი გამომწვევი ძირითადი პათოლო­გიის იდენტი­ფიცირება ვერ ხერხდება;

ტ) ზოგადი საექიმო პრაქტიკის პირობებში ონკოლო­გიური გადაუდებელი მდგომარეობის დროული გამოც­ნობა;

უ) ონკოლოგიური გადაუდებელი მდგომარეობის შემთხვევაში პაციენტისათვის ადეკვატური სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ხელშეწყობა;

ფ) ტერმინალური პაციენტის ახლობლების სამედი­ცინო/ფსიქოლო­გიური/სპირიტუ­ალური საჭიროე­ბე­ბის შეფასება;

ქ) ტერმინალური პაციენტის ახლობლების კონსულ­ტი­რება გამოვლენის საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად რეკომენდებული ღონისძიებების თაობაზე;

ღ) ტერმინალური პაციენტის ახლობლების ინფორ­მირება და მათთან ფსიქოსაგანმანათლებლო მუშაობა.