„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის პოლიტექნიკური პროფესიული სწავლების ცენტრის საჯარო სამართლის იურიდიული პირთან-თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრ „სპექტრთან“ მიერთების გზით რეორგანიზაციის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი 040.030.000.22.022. 013.312
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება N 517
2009 წლის 23 ივლისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის პოლიტექნიკური პროფესიული სწავლების ცენტრის საჯარო სამართლის იურიდიული პირთან-თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრ „სპექტრთან“ მიერთების გზით რეორგანიზაციის შესახებ“
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–15 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–3 მუხლის მე–2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის პოლიტექნიკური პროფესიული სწავლების ცენტრი საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან-თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრ „სპექტრთან“ მიერთების გზით.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრი „სპექტრი“ წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის პოლიტექნიკური პროფესიული სწავლების ცენტრის უფლებამონაცვლეს.
3. ეთხოვოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს უზრუნველყოს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
4. დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური რესურსების დეპარტამენტს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
5. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრმა „სპექტრმა“ უზრუნველყოს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების განხორციელება.
6. ამ ბრძანებით გათვალისწინებულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდეს 2009 წლის 1 ოქტომბრამდე.
7. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირების – თბილისის პოლიტექნიკური კოლეჯისა და თბილისის საფინანსო-ეკონომიკური პროფესიული ლიცეუმის რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის პოლიტექნიკური პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 3 დეკემბერი N1220 ბრძანება.
8. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ.გვარამია