„2009 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 მარტის №119/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№252/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.22.035.013.320
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 93, 28/07/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.013.320

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №252/ნ

2009 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

„2009 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 მარტის №119/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „2009 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამე­ბის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 მარტის №119/ნ ბრძანებაში (სსმ III, 25.03.09წ., №36, მუხლი №419) შეტანილ იქნეს შე­მდე­გი ცვლილებები:

ა) პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი (დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამა (დანართი №13)) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრა­მა (დანართი №14)“.

ბ) პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით დამტკიცებუ­ლი დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამა (და­ნარ­თი №13) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. კვიტაშვილი

დანართი №14

დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამა

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადამდები და არაგადამდე­ბი დაავადებების ადრეული გამოვლენისა და ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების განხორციელების გზით.

    მუხლი 2. პროგრამის კომპონენტები და ბიუჯეტი

„საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პროგრა­მის ბიუჯეტი განისაზღვრა 5 516.7 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

დასახელება

ბიუჯეტი (ათას ლარებში)

1

ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის კომპონენტი

1325.9

2

პროფესიულ დაავადებათა პრევენციის კომპონენტი

266.7

3

გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენის კომპონენტი

200.0

4

დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის ხელშეწყობის კომპონენტი

710.0

5

იმუნიზაციის კომპონენტი

1,899.6

6

უსაფრთხო სისხლის კომპონენტი

900.0

7

ეპილეფსიის ადრეული დიაგნოსტიკისა და პრევენციის კომპონენტი

214.5

 

სულ:

5 516.7

    მუხლი 3. პროგრამის მოსარგებლეები

1. პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირები.

2. მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით.

თავი II

ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის კომპონენტი

    მუხლი 4. კომპონენტის მიზანი

კომპონენტის მიზანია ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციისა და ჩანაცვლებითი თერაპიის უზრუნველყოფა.

    მუხლი 5. კომპონენტის ამოცანა

კომპონენტის ამოცანებია:

ა) ნარკომანიით დაავადებულთა სამკურნალო-რეაბილიტაციური ღონისძიებების გატარება;

ბ) ნარკოლოგიური დაწესებულებების ფუნქციონი­რება და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა;

გ) ნარკომანიით დაავადებულთა ჩანაცვლებითი თერაპია.

    მუხლი 6. კომპონენტის ღონისძიებები

კომპონენტის ღონისძიებებია:

ა) ნარკომანიით დაავადებულთა მკურნალობა და რეაბილიტაციური ღონისძიებების გატარება;

ბ) ჩანაცვლებითი თერაპიის განსახორციელებლად 11 სამედიცინო ბრიგადის ფუნქციონირება, მათ შორის, თბილისში – 6, იმერეთში – 1, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 2, კახეთში -1 და გურიაში – 1 ბრიგადა;

გ) ჩანაცვლებით თერაპიის განსახორციელებლად მონიტორინგისა და ორგანიზაციის ჯგუფის ფუნქციონი­რება;

დ) ნარკოლოგიური დაწესებულებების მიერ:

დ.ა) ნარკომანიის წინააღმდეგ მოსახლეობისა და მიზნობრივი ჯგუფის ინფორმირება;

დ.ბ) ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა და ფუნქციონირება.

    მუხლი 7. მომსახურების შესყიდვა და განხორციელების მექანიზმები

ნარკომანიით დაავადებულთა რეაბილიტაციის კომპონენტით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

    მუხლი 8. ბიუჯეტი და ანაზღაურების წესი

„საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომპონენ­ტის ბიუჯეტი განისაზღვრა 1 325.9 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

ქვეკომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათას ლარებში)

ანაზღაურების წესი

1

ნარკომანიით დაავადებულთა მკურნალობა და რეაბილიტაციის ღონისძიებები

262,9

შესრულებული სამუშაოს მიხედვით, ერთეულის ფასი განისაზღვრება ცხრილი 1-ის შესაბამისად

2

ნარკოლოგიური დაწესებულებების მიერ ეპიდზედამხედველობის განხორციელება

78,5

გლობალ ბიუჯეტი

3

საინფორმაციო ბანკის შექმნა

30,0

გლობალ ბიუჯეტი

4

ჩანაცვლებითი მკურნალობის განსახორციელებლად 11 სამედიცინო ბრიგადის ფუნქციონირება

954,5

ცხრილი 2-ის შესაბამისად

 

სულ:

1 325.9

 

 

 

 

 

ცხრილი 1. ნარკომანიით დაავადებულთა რეაბილიტაციის ღონისძიებები

 

დასახელება

ფასი (ლარებში)

1

 სტაციონარული დეტოქსიკაცია

1250

2

 პირველადი რეაბილიტაცია

1000

 

ცხრილი 2

 

დასახელება

ბიუჯეტი (ათას ლარებში)

1

სამედიცინო ბრიგადების სახელფასო ფონდი

725,2

2

ორგანიზაციისა და მონიტორინგის ჯგუფის სახელფასო ფონდი

129,3

3

სხვა ხარჯი (მათ შორის, გაიდლაინების შექმნა, მივლინება, საწვავი, საკანცელარიო და სხვა)

100,0

 

სულ:

954,5

შენიშვნა:

ა) ჩანაცვლებითი მკურნალობის განსახორციელებ­ლად 11 სამედიცინო ბრიგადის ფუნქციონირების ქვეკომპონენტის განხორციელებისათვის გამოიყენება ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული პრეპარატი, რომელიც შეძენილია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, „2009 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 მარტის №119/ნ ბრძანების პირველი პუნქტის „ბ)“ ქვე­პუნ­ქტით დამტკიცებული დანართი №2 „მოსახ­ლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველ­ყოფის სახელმწიფო პროგრამის“ „ნარკომანიით დაავადებულთა ჩამანაცვლებელი ნარკოტიკით უზრუნ­ველ­­ყოფის კომპონენტის ფარგლებში“. აღნიშნული პრეპარატი გადაეცემა პროგრამის განმახორციელებელს;

ბ) ჩანაცვლებითი მკურნალობის განსახორციელებ­ლად 11 სამედიცინო ბრიგადის ფუნქციონირების ქვეკომპონენტის განხორციელებისას პაციენტის მხრიდან გათვალისწინებულია თანაგადახდა, რომელიც 1 ავად­მყოფზე 1 თვის განმავლობაში შეადგენს 150 ლარს.

თავი III

პროფესიულ დაავადებათა პრევენციის კომპონენტი

    მუხლი 9. კომპონენტის მიზანი

კომპონენტის მიზანია დასაქმებული მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა, პროფესიულ დაავადებათა იდენტიფიკაციისა და პრევენციის გზით.

    მუხლი 10. კომპონენტის ამოცანები

კომპონენტის ამოცანებია:

ა) შრომის პროცესში მოქმედი გარე ფაქტორების შეფასება (სამთო-სამადნო წარმოება – ჭიათურა, ცემენტის წარმოება);

ბ) პროფესიული ჯანმრთელობის კვლევა მიზნობრივ ჯგუფებში;

გ) მსხვილ საწარმოთა ინვენტარიზაცია და საინფორ­მაციო ბაზის სრულყოფა;

დ) დამსაქმებლისა და დასაქმებულის ინფორმირება პროფესიული ჯანმრთელობის რისკებისა და დაცვის შესახებ, მიზნობრივი ტრენინგების ჩატარება;

ე) პროფესიული ჯანმრთელობის ერთიანი ეპიდზე­დამ­ხედველობა;

ვ) გავრცელებული პროფესიული დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის სახელმძღვანელო სქემების შემუშავება (მარგანეცით ქრონიკული ინტოქ­სი­კაცია), შემუშავებული გაიდლაინების (ვიბრა­ციუ­ლი დაავადება, სილიკოზი) მიხედვით პროტოკო­ლების შემუშავება;

ზ) საწარმოებში ქიმიური უსაფრთხოების სისტემის შემუშავება;

თ) პროფესიული ჯანმრთელობის დაცვის სამართ­ლებ­რივი რეგულაციების ხელშეწყობა.

    მუხლი 11. მომსახურების შესყიდვა და განხორციელების მექანიზმები

პროფესიულ დაავადებათა პრევენციის კომპონენტით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

    მუხლი 12. ბიუჯეტი

„საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესა­ხებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომპო­ნენტის ბიუჯეტი განისაზღვრა 266.7 ათასი ლარით (დაფინანსების მეთოდი – გლობალ ბიუჯეტი).

თავი IV

გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენის კომპონენტი

    მუხლი 13. კომპონენტის მიზანი

კომპონენტის მიზანია თანდაყოლილი სიმახინჯეების დროული გამოვლენა.

    მუხლი 14. კომპონენტის ამოცანები

კომპონენტის ამოცანებია:

ა) ქ. თბილისის მასშტაბით გენეტიკურ პათოლოგიებ­ზე სკრინინგული გამოკვლევა სამმაგი ტესტ-სისტემით რისკის მქონე ორსულთა შემდეგ ჯგუფებში:

ა.ა) ქრომოსომული პათოლოგიის არსებობა ერთ-ერთ მშობელთან და/ან ოჯახის წევრთან;

ა.ბ) გენური პათოლოგიის არსებობა ერთ-ერთ მშობელთან და/ან ოჯახის წევრთან;

ა.გ) ნაადრევი ბავშვის დაბადება თანდაყოლილი განვითარების მანკით;

ა.დ) ანამნეზში მკვდრადშობადობა;

ა.ე) დაუდგენელი მიზეზით ნეონატალურ პერიოდში ახალშობილის სიკვდილი;

ა.ვ) ქალის ასაკი 35 და მეტი წლის;

ა.ზ) ინფექციური დაავადებები(აქტიური ციტომეგა­ლო­ვირუსი, ჰერპესი, ტოქსოპლაზმოზი, B და С ჰეპატიტი, წითელა);

ა.თ) აუტოსომ-დომინანტური ტიპის მემკვიდრული დაავადებების არსებობა მშობლებში;

ა.ი)აუტოსომ-რეცესიული დაავადებების ჰეტეროზი­გოტური მატარებლობა ორივე მშობელში;

ა.კ) ნაყოფის ულტრაბგერითი გამოკვლევით განვითარების მანკის ნიშნების აღმოჩენა;

ა.ლ) ორსულობის პერიოდში ძლიერმოქმედი წამლე­ბის მიღება;

ა.მ) ერთ-ერთი მშობლის ნარკომანია და ალკოჰო­ლიზმი;

ა.ნ) ხელოვნური განაყოფიერება;

ა.ო) მედიკამენტოზური და/ან ქიმიური ინტოქსიკაცია ორსულობის პირველი ტრიმესტრის დროს;

ა.პ) რადიაციის და სხვა დამაზიანებელი ფაქტორების ზემოქმედება ორსულობისას.

 ბ) სკრინინგით ვერიფიცირებული ორსულების ინვაზიური კვლევა (ამნიოცენტეზი) კარიოტიპირების მეთოდით.

    მუხლი 15. მომსახურების შესყიდვა და განხორციელების მექანიზმები

გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენის კომპონენტით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

    მუხლი 16. ბიუჯეტი და ანაზღაურების წესი

„საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომპონენ­ტის ბიუჯეტი განისაზღვრა 200,0 ათასი ლარით (დაფინანსების მეთოდი – გლობალ ბიუჯეტი).

 

თავი V

დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის ხელშეწყობის კომპონენტი

    მუხლი 17. კომპონენტის მიზანი

კომპონენტის მიზანია ავადობის აქტიური გამოვლენა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწ­ყობა.

    მუხლი 18. კომპონენტის ქვეკომპონენტები

კომპონენტის ქვეკომპონენტებია:

ა) სამკურნალო-პროფილაქტიკური გასინჯვების ქვეკომპონენტი;

ბ) ტრანსპლანტაციის რეესტრის წარმოების ქვეკომპონენტი;

გ) კიბოს რეესტრის წარმოების ქვეკომპოენენტი;

დ) ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევის ქვეკომპონენტი;

ე) სქესობრივად გადამდებ დაავადებათა პროფილაქ­ტიკის ქვეკომპონენტი;

ვ) ქალთა დისჰორმონული ოსტეოპოროზის პროფილაქტიკის ქვეკომპონენტი;

ზ) საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამა „პატ­რიო­ტით“ განსაზღვრული სამედიცინო ღონისძიებების უზრუნველყოფის ქვეკომპონენტი;

თ) ძუძუს კიბოს სკრინინგის ქვეკომპონენტი;

ი) ფოლის მჟავას დეფიციტით გამოწვეულ დაავადე­ბათა კვლევის ქვეკომპონენტი;

კ) შიდა ქართლის რეგიონიდან იძულებით გადაადგი­ლებულ 0-5 წლამდე ასაკის ბავშვთა გლობალური განვითარების ხელშეწყობის კომპონენტი.

    მუხლი 19. კომპონენტის ამოცანები

კომპონენტის ამოცანებია:

ა) ავადობის აქტიური გამოვლენის მიზნით საქართვე­ლოს მოსახლეობის სამკურნალო-პროფილაქტიკური (მათ შორის, ინსტრუმენტული) გასინჯვების ჩატარება ექიმ-სპეციალისტთა მიერ;

ბ) ორგანოთა ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე პაციენტთა საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირება და მუდმივი განახლება;

 გ) კიბოს რეესტრის წარმოება, კიბოსწინა დაავადებებისა და ავთვისებიანი სიმსივნეების ადრეული ფორმების გამოვლენა, ქვეყანაში ონკოდაავადებების აღრიცხვიანობის გაუმჯობესება;

დ) ქ. თბილისში დაბადებული ყველა ახალშობილის სმენის სკრინინგული გამოკვლევა;

ე) სქესობრივად გადამდებ დაავადებათა დიაგნოსტიკა რისკ-ჯგუფებში;

ვ) ქალთა დისჰორმონული ოსტეოპოროზის პროფი­ლაქტიკა დენსიტომეტრიის საშუალებით;

ზ) საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამა „პატ­რიოტით“ განსაზღვრული ღონისძიებების განხორციე­ლება;

თ) რეპროდუქციული ასაკის (40-69) ქალთა დაცვა ძუძუს კიბოსგან ავთვისებიანი სიმსივნის ადრეული გამოვლენის გზით;

ქვეკომპონენტის ფარგლებში გათვალისწინებულია პილო­ტურად იმერეთის, აჭარის და კახეთის რეგიონის რეპროდუქციული ასაკის ქალთა სკრინინგული გამოკ­ვლევა, რაც მოიცა ვ ს ექიმთან ვიზიტს, მამოგრაფიას, ექოს­კოპიას და ციტოლოგიურ კვლევას;

ი) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რეპროდუქ­ციული ასაკის (14 – 47) ქალებში ფოლიუმის მჟავის დეფიციტის გავრცელების დადგენა მიკრობიოლოგიური კვლევის მეთოდით;

კ) შიდა ქართლის რეგიონიდან იძულებით გადაადგი­ლებულ 0-5 წლამდე ასაკის მაღალი რისკის მქონე ბავ­შვთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, გაუმჯობესება და განვითარების ხელშეწყობა ბავშვზე მეთვალყურეობის ხელმისაწვდომი და მაღალხარისხიანი სერვისის უზრუნველყოფის გზით.

    მუხლი 20. მომსახურების შესყიდვა და განხორციელების მექანიზმები

დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის ხელშეწყობის კომპონენტით განსაზღვრული მომსახურე­ბის შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბა­მისად.

    მუხლი 21. ბიუჯეტი და ანაზღაურების წესი

„საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომპო­ნენტის ბიუჯეტი განისაზღვრა 710.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

 

 

ქვეკომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათას ლარებში)

ანაზღაურების წესი

ბენეფიციარები

1

სამკურნალო-პროფილაქტიკური გასინჯვების ქვეკომპონენტი

10.0

 

მიზნობრივი ჯგუფები

2

ტრანსპლანტაციის რეესტრის წარმოების ქვეკომპონენტი

25.0

გლობალ ბიუჯეტი

ქვეყნის მთელი მოსახლეობა

3

კიბოს რეესტრის წარმოების ქვეკომპონენტი

34.0

გლობალ ბიუჯეტი

ქვეყნის მთელი მოსახლეობა

4.

ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევის ქვეკომპონენტი

40.0

შესრულებული სამუშაოს მიხედვით, გამოკვლევების ფასი განისაზღვრება ცხრილი 3-ის შესაბამისად

ქ.თბილისში დაბადებული ყველა ახალშობილი

5

სქესობრივად გადამდებ დაავადებათა პროფილაქტიკის ქვეკომპონენტი

120.0

შესრულებული სამუშაოს მიხედვით, გამოკვლევების ფასი განისაზღვრება დანართის შესაბამისად (ცხრილი 4)

 რისკ ჯგუფები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე

6

ქალთა დისჰორმონული ოსტეოპოროზის პროფილაქტიკის ქვეკომპონენტი

20.0

გლობალ ბიუჯეტი

მიზნობრივი ჯგუფები

7

საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამა „პატრიოტით“ განსაზღვრული სამედიცინო ღონისძიებების უზრუნველყოფის ქვეკომპონენტი

50.0

 

 

8

ძუძუს კიბოს სკრინინგის ქვეკომპონენტი

261.0

შესრულებული სამუშაოს მიხედვით, გამოკვლევების ფასი განისაზღვრება გასაშუალოებული სტანდარტით და შეადგენს 24 ლარს თითოეულ გამოკვლეულ ქალზე

იმერეთის, აჭარის, კახეთის მოსახლეობა

9

ფოლის მჟავას დეფიციტით გამოწვეულ დაავადებათა კვლევის ქვეკომპონენტი

50,0

გლობალ ბიუჯეტი

მიზნობრივი ჯგუფები

10

შიდა ქართლის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ 0-5 წლამდე ასაკის ბავშვთა გლობალური განვითარების ხელშეწყობის კომპონენტი

100.0

გლობალ ბიუჯეტი

შიდა ქართლის რეგიონიდან იძულებით გადაადგი-ლებული 0-5 წლამდე ასაკის ბავშვები

 

სულ

710.0

 

 

 

ცხრილი 3. ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევა

 

ღონისძიების დასახელება

ერთეულის ფასი (ლარებში)

1

სმენის სკრინინგი

2,0

2

კომპიუტერული აუდიომეტრია

60

3

ტიმპანომეტრია

6

 

ცხრილი 4. სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა პროფილაქტიკის ქვეკომპონენტი

 

ღონისძიების დასახელება

ფასი

1

სიფილისის ექსპრეს-დიაგნოსტიკა დერმატოლოგიური პროფილის ავადმყოფებში (14-65 წლამდე)

5 ლარი

2

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკა რისკ ჯგუფებში (კონტაქტი, წყარო) (17-20 წლამდე)

31 ლარი

3

სხვა ხარჯი (მათ შორის, მივლინება, საწვავი, საკანცელარიო და სხვა)

10000 ლარი

შენიშვნა: 1. საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამა „პატრიოტით“ განსაზღვრული სამედიცინო ღონისძიებების უზრუნველყოფის ქვეკომპონენტის ფარგლებში განსაზღვრულია პატრიოტთა 6 ბანაკის მომსახურება 5 თვის განმავლობაში.

2. თითოეული ბანაკისათვის ყოველთვიურად შეისყიდება მედიკამენტები და სამედიცინო დანიშნულების საგნები (ცხრილი 5) არა უმეტეს 1000 ლარის ფარგლებში.

თითოეულ ბანაკს ყოველთვიურად ემსახურება ერთი ექიმი. ყოველთვიურად ექიმის სახელფასო ფონდი განისაზღვრება 600 ლარით.

 

ცხრილი 5. მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების ნუსხა

 

დასახელება

დოზა

ერთეული

რაოდენობა

1

იმოდიუმი

2მგ

კაფს.

30

2

ბარალგინი

5მლ

ამპ.

15

3

ბარალგინი

500მგ

ტაბ.

20

4

პარაცეტამოლი

500მგ

ტაბ.

30

5

სუპრასტინი

2% 1მლ

ამპ.

10

6

სუპრასტინი

25მგ

ტაბ.

20

7

სალბუტამოლის სულფატი-ინჰალაციური აეროზოლი

100მკგ200დ

ბალონი

2

8

კორვალოლი

25მლ

ფლაკონი

3

9

ვალერიანის წვეთები

30მლ

ფლაკონი

 3

10

დროტავერინის ჰ/ქ (ნო-შპა)

40მგ

ტაბ.

2 კოლოფი

11

კოფეინი

10% 1მლ

ამპ.

5

12

გააქტივებული ნახშირი

250მგ

ტაბ.

40

13

დექსამეტაზონი

4მგ/მლ

ამპ.

10

14

პრედნიზოლონი

30მგ/მლ

ამპ.

10

15

სპირტი

96%

1მლ

800

16

რეჰიდრონი

 

პაკეტი

20

17

ამოქსიცილინი

500მგ

ტაბ./კაფს.

30

18

ამინოკაპრონის მჟავა

5%-100მლ

ფლაკონი

1

19

წყალბადის ზეჟანგი

3% 40მლ

ფლაკონი

5

20.

ბამბა

 

 

 

21

აცეტილსალიცილის მჟავა

300მგ

ტაბლეტები

10

22

ქლორჰექსიდინის დიგლუკონატი

5%, 1ლ

ფლაკონი

1

23

იოდი

10%, 200მლ

ფლაკონი

1

24

ტეტრაციკლინი H CL

1%, 5მგ

თვალის მალამო

1

25

მარლის ბინტი

10X10სმ, 100%ბამბა, 8-ფენა, სტერილური,

ყუთი/100

1

26

მარლის ბინტი

10X10სმ, 12-ფენა, სტერილური

ყუთი/5

10

27

მარლის ბინტი

10X10სმ, სტერილური, პარაფინით

ყუთი/10

1

28

მარლის ლენტა

8სმX4მ, ინდივიდუალურად შეხვეული

 

8

29

ელასტიური ბინტი

8სმX4მ

 

2

30

ხელთათმანები სამედიცინო გასინჯვისათვის

ერთჯერადი, ლატექსი, არასტერილური

ყუთი/100

1

31

ლეიკოპლასტირი

2.5სმX5მ ცინკის ოქსიდატით

 

2

32

ლეიკოპლასტირი

7.5X5მ, ცინკის ოქსიდატით

 

1

33

საოპერაციო მაკრატელი

14 სმ

 

1

34

დანის ბასრი პირი

1

პაკეტი/5

1

35

ჰემოსტატიური ქირურგიული პინცეტი

კოხერი 14 სმ, სწორი, 1X2 კბილანით

ყუთი

1

36

კორცანგი

15.5 სმ

 

1

37

ფოლგაში შეხვეული 220X160სმ გადასაფარებელი rescue blanker)

 

 

1

38

ტუალეტის საპონი

100გრ

 

1

39

საპნის ყუთი

110X70X35მმ

 

1

40

უსაფრთხო ქინძისთავები

საშუალო ზომის (40მმ) სწორი, ნიკელით დაფარული

ყუთი

1

41

პირსახოცი

42X50 სმ, 100% ბამბა

 

1

42

მედიკამენტების ჩანთა

13X20სმ, პლასტიკი

პაკეტში/10

1

43

მრავალმხრივი დანიშნულების ჩანთა

40X32X20სმ

 

1

თავი VI

იმუნიზაციის კომპონენტი

    მუხლი 22. კომპონენტის მიზანი

კომპონენტის მიზანია მოსახლეობის დაცვა მართ­ვადი ინფექციებისაგან იმუნიზაციის გზით.

    მუხლი 23. კომპონენტის ამოცანები

კომპონენტის ამოცანებია:

ა) ვაქცინების შეძენა, შენახვა და გაცემა „ცივი ჯაჭვის“პრინციპების დაცვით;

ბ) შრატებისა და ვაქცინების სტრატეგიული მარაგის შესყიდვა, შენახვა, გაცემა (*ყვითელი ცხელების ვაქცინის გაცემისას პრიორიტეტი ენიჭებათ საზღვარგა­რეთ სამუშაო ვიზიტებით წამსვლელებს);

გ) იმუნოპროფილაქტიკის წარმოება.

    მუხლი 24. მომსახურების შესყიდვა და განხორციელების მექანიზმები

„იმუნიზაციის კომპონენტით“ გათვალისწინებული ვაქცინებისა და შპრიცების შესყიდვა განხორციელდეს გაეროს ბავშვთა ფონდის მეშვეობით, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, ხოლო აღნიშნული კომ­პო­ნენ­ტით გათვალისწინებული იმ ვაქცინებისა და შპრიცების, რომელთა შესყიდვა ვერ ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის მეშვეობით, შესყიდვა განხორ­ციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქარ­თველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 25. ბიუჯეტი და ანაზღაურების წესი

1. „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯე­ტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომ­პონენ­ტის ბიუჯეტი განისაზღვრა 1,899.6 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

ქვეკომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი (ათას ლარებში)

1

ვაქცინების შესყიდვა

1 429.6

2

სტრატეგიული შრატებისა და ვაქცინების შესყიდვა

10.0

3

აცრა-ვიზიტები

450.0

4

განბაჟების ხარჯები

10.0

 

სულ

1 899.6

2. იმუნიზაციით მოცვის მაჩვენებელი:

ა) ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში BCG, DPT-3, POLIO-3, მოცვა მინიმუმ 90% და HPB-3, მინიმუმ 80 %;

ბ) 1-დან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში DPT-4, POLIO-4 და MMR მოცვა მინიმუმ 90%;

გ) რევაქცინაცია 5-დან 6 წლამდე ასაკში DT, POLIO-5, MMR მოცვა მინიმუმ 90%.

(აუცილებელია ვაქცინებით რეგულარული უზრუნველყოფა )

დ) რევაქცინაცია 13-14 წლის ასაკში TD, MMR მოცვა მინიმუმ 90 %.

3. აცრა-ვიზიტის ღირებულება შეადგენს 1 ლარს.

თავი VII

უსაფრთხო სისხლის კომპონენტი

    მუხლი 26. კომპონენტის მიზანი

კომპონენტის მიზანია სოციალურად საშიში დაავა­დებების გავრცელების პრევენცია „უსაფრთხო სის­ხლით“ მოსახლეობის უზრუნველყოფის გზით.

    მუხლი 27. კომპონენტის ამოცანა

კომპონენტის ამოცანაა დონორული სისხლის დიაგნოსტირება B და C ჰეპატიტზე, აივ ინფექცია/შიდ­სზე ექსპრეს და იმუნოფერმენტული მეთოდით, ათაშანგზე.

    მუხლი 28. მომსახურების შესყიდვა და განხორციელების მექანიზმები

უსაფრთხო სისხლის კომპონენტით განსაზღვრუ­ლი მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელ­მწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მოთხოვ­ნათა შესაბამისად.

    მუხლი 29. ბიუჯეტი და ანაზღაურების წესი

1. „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯე­ტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრა 900,0 ათასი ლარით.

2. ანაზღაურება ხორციელდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით.

3. გამოკვლევების ფასი განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

დასახელება

ერთეულის ღირებულება

( ლარებში)

1

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (სკრინინგი 1)

31.53

2

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (სკრინინგი 2)

29.57

3

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (სკრინინგი 3)

34.00

4

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (სკრინინგი 4)

32.03

5

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (სკრინინგი 5)

33.89

6

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (სკრინინგი 6)

31.92

7

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (სკრინინგი 7)

36.35

8

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (სკრინინგი 8)

34.39

9

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (HBsAg-ის განსაზღვრა სისხლის შრატში დამადასტურებელი მეთოდით)

15.11

10

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (HCV საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლის შრატში იმუნობლოტინგის მეთოდით)

84.32

11

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (HCV რნმ თვისობრივი განსაზღვრა სისხლში PCR მეთოდით)

90.91

12

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (სისხლის გამოკვლევა მკრთალ სპიროქეტაზე იმუნოფლუორესცენციის მეთოდით)

4.12

13

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (შიდსის კონფირმაცია 1)

87.04

14

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (შიდსის კონფირმაცია 2)

84.68

15

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (შიდსის კონფირმაცია 3)

89.39

16

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (HBsAg-ის კონფირმაცია 1)

26.90

17

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (HBsAg-ის კონფირმაცია 2)

19.77

18

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (HBsAg-ის კონფირმაცია 3)

29.37

19

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (HCV-ის კონფირმაცია 1)

107.15

20

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (HCV-ის კონფირმაცია 2)

109.11

21

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (HCV-ის კონფირმაცია 3)

105.19

22

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (კონფირმაცია მკრთალ სპიროქეტაზე)

14.13

23

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (HBsAg-ის განსაზღვრა იმუნოფერმენტული ანალიზის მეთოდით)

4.67

24

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (HBsAg-ის განსაზღვრა სისხლის შრატში ექსპრეს მეთოდით)

7.13

25

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (HCV-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლის შრატში ექსპრეს მეთოდით)

10.44

26

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (HCV-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლის შრატში იფა მეთოდით)

12.40

27

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (ალანინამინოტრანსფერაზის (ALT) განსაზღვრა სისხლის შრატში)

3.39

28

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (სისხლში მკრთალი სპიროქეტის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა მიკროპრეციპიტაციის მეთოდით)

5.01

29

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (აივ ანტისხეულების განსაზღვრა სისხლის შრატში იფა მეთ ო დით)

6.07

30

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (აივ ანტისხეულების განსაზღვრა სისხლის შრატში ექსპრეს მეთიდით)

8.42

31

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (აივ ინფექციის კონფირმაციული დიაგნოსტიკა 1)

142.11

32

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (აივ ინფექციის კონფირმაციული დიაგნოსტიკა 2)

72.54

თავი VIII

ეპილეფსიის ადრეული დიაგნოსტიკისა და პრევენციის კომპონენტი

    მუხლი 30. კომპონენტის მიზანი

კომპონენტის მიზანია საქართველოს მოსახლეობის ეპილეფსიით ავადობისა და დაავადებიანობის შემცი­რება, დაავადებულთა რეაბილიტაცია და პრობლემის მართვა ეპილეფტოლოგიური მომსახურების სისტემის ფუნქციონირების გზით.

    მუხლი 31. კომპონენტის ამოცანები

კომპონენტის ამოცანებია:

ა) ეპილეფსიის დიაგნოსტიკა;

ბ) ეპილეფსიის რეესტრის წარმოება;

გ) ეპილეფსიის პროფილაქტიკა და სამედიცინო მომსახუ­რების გაიდლაინებისა და პროტოკოლების იმპლემენტაციის ხელშეწყობა.

    მუხლი 32. მომსახურების შესყიდვა და განხორციელების მექანიზმები

ეპილეფისიის ადრეული დიაგნოსტიკისა და პრევენ­ციის კომპონენტით განსაზღვრული მომსახურების შეს­ყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესა­ხებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამი­სად.

    მუხლი 33. ბიუჯეტი და ანაზღაურების წესი

„საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომპო­ნენტის ბიუჯეტი განისაზღვრა 214.5 ათასი ლარით (დაფინანსების მეთოდი – გლობალ ბიუჯეტი).