,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №278 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№513
სარეგისტრაციო კოდი
010.320.040.22.026.013.339
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 94, 29/07/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.026.013.339

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №513

2009 წლის 29 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №278 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №278 ბრძანებით (სსმ III, 23.05,08წ., №75, მუხლი 819) დამტკიცებულ დამატებით საკვალიფაკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) უმაღლესი განათლება (სამართალმცოდნეობა, საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტოლოგია, ისტორია, სახელმწიფოს მართვა, სოციოლოგია);

ბ) სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 3 წელი შესაბამის სფეროში;

გ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

გ.ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ.გ) საქართველოს შრომის კოდექსი;

გ.დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.ე) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.ვ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.ზ) „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.თ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულება;

გ.ი) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის №18 ბრძანება;

გ.კ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანება;

დ) სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

ე) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.“;

ბ) მე-7 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ა) უმაღლესი განათლება (სამართალმცოდნეობა, საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტოლოგია, ისტორია, სახელმწიფოს მართვა, სოციოლოგია);

ბ) სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 2 წელი შესაბამის სფეროში;“;

გ) მე-7 პუნქტის “გ.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“გ.ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის №18 ბრძანება;“;

დ) მე-8 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ა) უმაღლესი განათლება (სამართალმცოდნეობა, საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტოლოგია, ისტორია, სახელმწიფოს მართვა, სოციოლოგია);

ბ) სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 1 წელი შესაბამის სფეროში;“;

ე) მე-8 პუნქტის „გ.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის №18 ბრძანება;“;

ვ) მე-9 პუნქტის “ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ა) უმაღლესი განათლება (სამართალმცოდნეობა, საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტოლოგია, ისტორია, სახელმწიფოს მართვა, სოციოლოგია);“;

ზ) მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნეს;

თ) მე-9 პუნქტის „გ.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“გ.ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის №18 ბრძანება;“;

ი) მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ა) უმაღლესი განათლება (სამართალმცოდნეობა, საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტოლოგია, ისტორია, სახელმწიფოს მართვა, სოციოლოგია);“;

კ) მე-10 პუნქტის „ბ“ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ლ) მე-10 პუნქტის „გ.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გ.ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის №18 ბრძანება;“.

2. მე-4 მუხლს დაემატოს მე-12, მე-13, მე-14 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

“12. საერთაშორისო სამართლის სამმართველოს უფროსი:

ა) უმაღლესი განათლება (საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობები ან სამართალმცოდნეობა);

ბ) სპეციალობით/კვალიფიკაციით მუშაობის სულ მცირე 3 წლის სტაჟი;

გ) ინგლისური ენის ცოდნა (უპირატესობად ჩაითვლება დამატებით სხვა დასავლეთ ევროპული ან აღმოსავლური ქვეყნის უცხო ენის ცოდნა);

დ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

დ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

დ.ბ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ.გ) „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ.დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ.ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

დ.ვ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ.ზ) „საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ ვენის 1969 წლის კონვენცია“;

დ.თ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულება“;

დ.ი) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის №18 ბრძანება;

ე) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.

13. საერთაშორისო სამართლის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი განათლება (საერთაშორისო სამართალი ან სამართამცოდნეობა);

ბ) სპეციალობით/კვალიფიკაციით მუშაობის 1 წლის გამოცდილება;

 გ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

 გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

 გ.ბ) „საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ ვენის 1969 წლის კონვენცია;

 გ.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

 გ.დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

 გ.ე) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

 გ.ვ) „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი;

 გ.ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულება;

 გ.თ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის №18 ბრძანება;

 დ) ინგლისური ენის ცოდნა (უპირატესობად ჩაითვლება დამატებით სხვა დასავლეთ ევროპული ან აღმოსავლური ქვეყნის უცხო ენის ცოდნა);

 ე) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.

 14. საერთაშორისო სამართლის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი განათლება (საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობები ან სამართალმცოდნეობა);

ბ) სპეციალობით/კვალიფიკაციით მუშაობის სულ მცირე 6 თვის სტაჟი;

გ) ინგლისური ენის ცოდნა (უპირატესობად ჩაითვლება დამატებით სხვა დასავლეთ ევროპული ან აღმოსავლური ქვეყნის უცხო ენის ცოდნა);

დ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

დ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

 დ.ბ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ.გ) „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ.დ) „საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ ვენის 1969 წლის კონვენცია;

დ.ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

დ.ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ.ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულება;

დ.თ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის №18 ბრძანება;

ე) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.“.

3. მე-13 მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“7. საბიუჯეტო სამმართველოს საფინანსო პოლიტიკის განყოფილების უფროსი:

ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;

ბ) საფინანსო-ეკონიმიკური სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება;

გ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

გ.ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსი;

გ.გ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.ე)    „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.ვ) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.ზ) „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი (მიმდინარე წლის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული ნაწილი);

გ.თ) „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.ი) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.კ) „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.ლ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.მ) “საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.ნ) „საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.ო) „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.პ) „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.ჟ) „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულება;

გ.რ) „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულება;

გ.ს) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულება;

გ.ტ) „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 15 მარტის №153 ბრძანება (დანართები 13, 14, 15);

გ.უ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანება;

დ) ერთ-ერთი უცხო ენის (რუსული, ინგლისური, გერმანული) ცოდნა;

ე) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.“;

ბ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“15. საფინანსო სამმართველოს საოპერაციო განყოფილების მთავარი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;

ბ) საფინანსო-ეკონომიკური სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

გ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

გ.ბ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.დ) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.ე) „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი (მიმდინარე წლის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული ნაწილი);

გ.ვ) „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.ზ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.თ) „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.ი) „საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.კ) „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.ლ) „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულება;

გ.მ) „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულება;

გ.ნ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულება;

გ.ო) „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 15 მარტის №153 ბრძანება (დანართები 13, 14, 15);

გ.პ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბერის №1318 ბრძანებით დამტკიცებული “ინსტრუქცია სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ“;

გ.ჟ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბერის №1321 ბრძანებით დამტკიცებული “ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქცია“;

გ.რ) “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანება;

დ) ერთ-ერთი უცხო ენის (რუსული, ინგლისური, გერმანული) ცოდნა;

ე) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.“;

გ) მე-18 პუნქტის შემდეგ დაემატოს 181 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

“181. საფინანსო სამმართველოს ბუღალტერიის უფროსი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;

ბ) საფინანსო-ეკონომიკური სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

გ.ბ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.დ) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.ე) „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი (მიმდინარე წლის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული ნაწილი);

გ.ვ) „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.ზ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.თ) „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.ი) „საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.კ.) „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.ლ.) „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულება;

გ.მ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულება;

გ.ნ) „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 15 მარტის №153 ბრძანება (დანართები 13, 14, 15);

გ.ო) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბერის №1318 ბრძანებით დამტკიცებული „ინსტრუქცია სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ“;

გ.პ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბერის №1321 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქცია“;

გ.ჟ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანება;

დ) ერთ-ერთი უცხო ენის (რუსული, ინგლისური, გერმანული) ცოდნა;

ე) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.“;

დ) 26-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება ან პროფესიული განათლება და მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, პროფესიული განათლების შემთხვევაში პირს აგრეთვე უნდა ჰქონდეს მიღებული სრული ზოგადი განათლება;“;

ე) 26-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. ამოღებულ იქნეს მე-14 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები.

    მუხლი 2

ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 ვ. სიხარულიძე