„უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის საყურადღებო ზონების ნუსხის დადგენის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №118
2007 წლის 16 ივნისი
ქ. თბილისი
,,უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის საყურადღებო ზონების ნუსხის დადგენის თაობაზე
1. ,,უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განისაზღვროს საყურადღებო ზონების ნუსხა:
ა) ავღანეთი
ბ) ანგილია
გ) ანტიგუა და ბარბუდა
დ) ბარბადოსი
ე) გვატემალა
ვ) გრენადა
ზ) გუამი
თ) დომინიკა
ი) ერაყი
კ) ვანუატუ
ლ) თერქს-ქაიქოსის კუნძულები
მ) ინდოეთი
ნ) ინდონეზია
ო) ირანი
პ) კაბო ვერდე
ჟ) კაიმანის კუნძულები
რ) კოლუმბია
ს) კუკის კუნძულები
ტ) ლიბანი
უ) ლიბერია
ფ) მარშალის კუნძულები
ქ) მიანმა (ბირმა)
ღ) მიკრონეზია
ყ) მონსერატი
შ) ნაურუ
ჩ) ნიგერია
ც) ნიუე
ძ) პაკისტანი
წ) პალაუ
ჭ) სამოა
ხ) სეიშელები
ჯ) სენტ-ლუსია
ჰ) სენტ-ვინსენტი და გრენადინები
ჰ.ა) სენტ-კრისტოფერი და ნევისი
ჰ.ბ) სირია
ჰ.გ) სუდანი
ჰ.დ) ტაიტი
ჰ.ე) ტაჯიკეთი
ჰ.ვ) ფილიპინები
ჰ.ზ) ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები
ჰ.თ) ჯიბუტი.
2. ეთხოვოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს სანდო წყაროზე დაყრდნობით მოამზადოს ანგარიში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა (ფულის გათეთრების) და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით არსებული პრობლემების შესახებ ზამოაღნიშნულ, აგრეთვე სხვა ზონებში და 2007 წლის 30 ნოემბრამდე წარმოუდგინოს საქართველოს მთავრობას.
3. ეთხოვოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ყოველწლიურად (წელიწადში ერთხელ მაინც) შეამოწმოს საყურადღებო ზონების ნუსხა და მასში დასაბუთებული ცვლილების აუცილებლობის შემთხვევაში წარმოუდგინოს საქართველოს მთავრობას.
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის საყურადღებო ზონების ნუსხის დადგენის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.09.2011.
- როდის იქნა მიღებული „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის საყურადღებო ზონების ნუსხის დადგენის თაობაზე“?
- „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის საყურადღებო ზონების ნუსხის დადგენის თაობაზე“ მიღებულია 16.06.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №118. სარეგისტრაციო კოდი — 080.240.000.10.003.000.759.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის საყურადღებო ზონების ნუსხის დადგენის თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 23.09.2011-დან.
- სად არის „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის საყურადღებო ზონების ნუსხის დადგენის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.09.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის საყურადღებო ზონების ნუსხის დადგენის თაობაზე“, №118, 16.06.2007, სარეგისტრაციო კოდი 080.240.000.10.003.000.759 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8536/