,,სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
- სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ 11.01.2007
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №124
2007 წლის 16 ივნისი
ქ. თბილისი
„სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-17 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებით (სსმ III, 2007წ., №5, მუხლი 35) დამტკიცებულ „საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობაში, მისი დანიშვნა-გაცემის წესსა და პრინციპებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო
საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო 2007 წლის 1 ივლისამდე არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, ხოლო 2007 წლის 1 ივლისიდან – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური სუბსიდიების სააგენტო, რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტასა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა რეგულირებას.“.
2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობა და მიმღებ პირთა წრე
საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება აქვთ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრულ, ქვემოთ მოყვანილ კატეგორიას მიკუთვნებულ პირებს შემდეგი ოდენობით:
ა) მეორე მსოფლიო ომის ინვალიდებს, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ინვალიდებს – ყოველთვიურად 44 ლარი;
ბ) 70 წელს გადაცილებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს – ყოველთვიურად 44 ლარი;
გ) მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ქვრივებს – ყოველთვიურად 22 ლარი;
დ) ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა შვილებს 18 წლის ასაკამდე, აგრეთვე შრომისუუნარო მშობლებს/მეუღლეს/შვილებს (თითოეულ ოჯახს) – ყოველთვიურად 44 ლარი;
ე) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებთან გათანაბრებულ პირებს – ყოველთვიურად 22 ლარი;
ვ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეეებს, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს – ყოველთვიურად 22 ლარი;
ზ) სამხედრო ძალების ვეტერანებს – ყოველთვიურად 22 ლარი;
თ) ჩერნობილში ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციისას დაინვალიდებულ პირებს – ყოველთვიურად 7 ლარი;
ი) ჩერნობილში ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებს – ყოველთვიურად 7 ლარი;
კ) პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარე-ბულ პირებსა და მათი ოჯახების შრომისუუნარო წევრებს – ყოველთვიურად 7 ლარი;
ლ) მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა პირების ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილებს – ყოველთვიურად 22 ლარი;
მ) ომისა და ომის შემდგომ პერიოდში დაღუპული (უგზო-უკვლოდ დაკარგული, გარდაცვლილი) მეორე მსოფლიო ომის ინვალიდებისა და მონაწილეების, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში დაღუპული (უგზო-უკვლოდ დაკარგული, გარდაცვლილი), აგრეთვე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი ვეტერანების ოჯახის შრომისუუნარო მშობლებს, მეუღლეს, შვილებსა და 18 წლის ასაკამდე შვილებს (თითოეულ ოჯახს) – ყოველთვიურად 22 ლარი;
ნ) ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შედეგად მარჩენლის დაკარგვისათვის პენსიის მიმღებ ოჯახებს – ყოველთვიურად 7 ლარი;
ო) ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს – ყოველთვიურად 44 ლარი;
პ) ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაღუპულთა შრომისუუნარო მშობლებს, შრომისუუნარო მეუღლეს, რომელიც შემდეგ აღარ დაქორწინებულა, არასრულწლოვან შვილს ან/და ნაშვილებს – ყოველთვიურად 44 ლარი;
ჟ) ქ. თბილისში 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებულ პირებს – ყოველთვიურად 22 ლარი.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 1 ივლისიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი