⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (10.02.2022)
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

„თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირთა გადაცემის (გადმოცემის) წესის დამტკიცების თაობაზე“

მიღების თარიღი 24.09.2009
ძალის დაკარგვა 10.02.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №187
სარეგისტრაციო კოდი 100.030.010.22.027.013.567
გამოქვეყნების წყარო სსმ, 116, 24/09/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,571 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.09.2009 მიღება
10.02.2022 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

„თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირთა გადაცემის (გადმოცემის) წესის დამტკიცების თაობაზე“ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.satauri, li.satauri, div.satauri { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-weight:bold;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:.2in; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:.2in; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in .75in 1.0in 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.030.010.22.027.013.567 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №187 2009 წლის 24 სექტემბერი ქ. თბილისი თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირთა გადაცემის (გადმოცემის) წესის დამტკიცების თაობაზე „თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირთა სასჯელის მოსახდელად იმ სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ, რომლის მოქალაქენიც ისინი არიან“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 19 ნოემბრის №754 ბრძანებულების მე-8 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირთა გადაცემის (გადმოცემის) თანდართული წესი. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მსჯავრდებულ პირთა გადაცემისა და გადმოცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 5 სექტემბრის №710 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ზ. ადეიშვილი თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირთა გადაცემის (გადმოცემის) წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი განსაზღვრავს თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ (შემდგომში – მსჯავრდებული) პირთა სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით იმ სახელმწიფოსათვის გადაცემის პირობებს, რომლის მოქალაქენიც ისინი არიან. 2. საქართველოს სასამართლოების მიერ მსჯავრდებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გადაცემის (შემდგომში – გადაცემა) ან უცხო სახელმწიფოში მსჯავრდებულ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირთა გადმოცემის (შემდგომში – გადმოცემა) თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).  3. საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, მსჯავრდებულთა გადაცემისა და გადმოცემის საკითხებზე უცხო სახელმწიფოებთან ურთიერთობას, აგრეთვე მსჯავრდებულთა გადაცემისა და გადმოცემის შესახებ საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის სათანადო პროცედურების განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო (შემდგომში – სამმართველო). 4. მსჯავრდებულის გადაცემა (გადმოცემა) შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მის მიმართ გამოტანილი სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. 5. მსჯავრდებულის გადაცემის (გადმოცემის) საკითხის განხილვის დაწყების საფუძველს წარმოადგენს: ა) იმ ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა (შემდგომში – შუამდგომლობა), რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული/იმ ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა, რომლის სასამართლოს განაჩენის საფუძველზეც მოხდა პირის მსჯავრდება; ბ) მსჯავრდებულის, მისი ახლო ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადება (შემდგომში – განცხადება). 6. მსჯავრებულ პირთა გადაცემის (გადმოცემის) საკითხის განხილვის პროცესში სამმართველო მოიპოვებს შემდეგ დოკუმენტებს: ა) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის დამოწმებული ასლი; ბ) დოკუმენტი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ; გ) განაჩენის გამომტანი სასამართლოს ზემდგომი სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) დოკუმენტი მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდილი ნაწილის შესახებ; ე) დოკუმენტი მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოუხდელი ნაწილის თაობაზე; ვ) სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლის ტექსტი, რომლის საფუძველზეც პირი იქნა მსჯავრდებული; ზ) მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობა გადაცემაზე (გადმოცემაზე) (თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული), ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მას არ შეუძლია გამოხატოს თავისი ნება – მისი ახლო ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა; თ) ცნობა მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; ი) მიმღები ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; კ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსაზრება მსჯავრდებულის გადაცემის (გადმოცემის) მიზანშეწონილობის თაობაზე. 7. გადაცემა (გადმოცემა) არ განხორციელდება, თუ: ა) იმ ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული და რომელიც ითხოვს მსჯავრდებულის გადაცემას (გადმოცემას), ქმედება, რომლისთვისაც პირი მსჯავრდებულია, არ წარმოადგენს დანაშაულს, ან არ იწვევს სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით; ბ) არ არსებობს მსჯავრდებულის თანხმობა (თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული), ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მას არ შეუძლია თავისუფლად გამოხატოს თავისი ნება ასაკის, ფიზიკური მდგომარეობის ან გონებრივი შეზღუდვის გამო – მისი ახლო ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა; გ) გადაცემის (გადმოცემის) შესახებ მოთხოვნის მიღების მომენტისათვის მსჯავრდებულის მიერ მოსახდელი თავისუფლების აღკვეთის დარჩენილი ვადა შეადგენს 6 თვეზე ნაკლებს. გამონაკლის შემთხვევაში სახელმწიფოები შეიძლება შეთანხმდნენ გადაცემაზე (გადმოცემაზე) იმ შემთხვევაშიც, როდესაც მოსახდელი სასჯელის დარჩენილი ვადა შეადგენს 6 თვეზე ნაკლებს; დ) ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება მხარეთა შორის გადაცემის (გადმოცემის) თაობაზე. 8. მსჯავრდებულის გადაცემაზე (გადმოცემაზე) განცხადება (შუამდგომლობა) შეიძლება არ დაკმაყოფილდეს, თუ: ა) გადაცემა (გადმოცემა) საფრთხეს უქმნის საქართველოს საზოგადოებრივ წესრიგს, ეწინააღმდეგება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და უშიშროების ინტერესებს; ბ) გადატვირთულია საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებები; გ) მსჯავრდებულს არ მოუხდია სასჯელის ნახევარი, თუ საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს შორის არ არის მიღწეული სხვაგვარი შეთანხმება; დ) დაინტერესებულ პირთა მიერ უარი ითქვა მსჯავრდებულის გადაცემისათვის (გადმოცემისათვის) საჭირო ხარჯების გაღებაზე.     მუხლი 2🔗. საქართველოს სასამართლოების მიერ მსჯავრდებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გადაცემა 1. შემოსული შუამდგომლობის/განცხადების მიღების შემდეგ სამმართველო საქართველოს შესაბამისი უწყებებიდან მოიპოვებს ამ წესის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს და ცნობას მსჯავრდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე. 2. სამმართველო მსჯავრდებულის განცხადების მიღების შემდეგ ადგენს შუამდგომლობას იმ ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს წინაშე, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული. 3. სამმართველო გადაცემის საკითხის განხილვის პროცესში მოპოვებული დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე ადგენს დასკვნას მსჯავრდებულის გადაცემის მიზანშეწონილობის თაობაზე, რომელსაც წარუდგენს მინისტრის მიერ უფლებამოსილ პირს. 4. მსჯავრდებულის გადაცემის თაობაზე საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში მსჯავრდებულის გადაცემა ხდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე. 5. მსჯავრდებულის გადაცემის თაობაზე საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შემთხვევაში სამმართველო აცნობებს შუამდგომლობის აღმძვრელ მხარეს/განმცხადებელს შუამდგომლობის/განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 6. მსჯავრდებულის გადაცემის თაობაზე ბრძანების გამოცემიდან 5 დღის ვადაში სამმართველო წერილობით აცნობებს იმ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული, აგრეთვე მიმართავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მსჯავრდებულის გადაცემის პროცედურების განხორციელებისათვის. 7. თუ გადაცემული მსჯავრდებულის მიმართ საქართველოში გამოტანილი განაჩენი შეიცვალა ან გაუქმდა ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ან ამ პირს შეეხო საქართველოში გამოცემული ამნისტიის ან შეწყალების აქტი, სამმართველომ ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს იმ სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, რომელსაც გადაეცა მსჯავრდებული. 8. თუ განაჩენი გაუქმდა და ხელახლა დაიწყო საქმის გამოძიება ან სასამართლო განხილვა, კომპეტენტური ორგანოს მიერ სათანადო შუამდგომლობის აღძვრის შემთხვევაში სამმართველო შესაბამისი გადაწყვეტილების ასლს და სხვა აუცილებელ დოკუმენტებს უგზავნის იმ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს, რომელსაც გადაეცა მსჯავრდებული.     მუხლი 3🔗. უცხო სახელმწიფოში მსჯავრდებულ საქართველოს მოქალაქეთა (საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირთა) გადმოცემა 1. მსჯავრდებულის გადმოცემის საკითხის განხილვის დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის ან უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის წარდგენილი განცხადება ან შუამდგომლობა. 2. დაინტერესებული პირის განცხადებას/შუამდგომლობას თან უნდა დაერთოს: ა) მსჯავრდებულის სრული საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი/ადგილი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემები და სხვა ინფორმაცია); ბ) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მსჯავრდებულის საქართველოს მოქალაქეობას ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსს; გ) განმცხადებლისათვის გადმოსაყვანი მსჯავრდებულის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ახლო ნათესავია – შესაბამისი ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი. 3. უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობის ან დაინტერესებული პირის განცხადების მიღებისთანავე სამმართველო უცხო სახელმწიფოს შესაბამისი უწყებებიდან გამოითხოვს ამ წესის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს. 4. თუ გადმოცემის პროცედურის დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება, სამმართველო ადგენს პირველად შუამდგომლობას უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს წინაშე პირის გადმოცემის საკითხის განხილვის დაწყების თაობაზე. პირველადი შუამდგომლობა მოიცავს გადმოცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის საჭირო დოკუმენტების თხოვნას და არ წარმოადგენს შუამდგომლობას გადმოცემის შესახებ. 5. თუ გადმოცემის პროცედურა უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობით ხორციელდება და შუამდგომლობა არ შეიცავს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ ყველა დოკუმენტსა და მონაცემებს ან/და მოწოდებული მასალა არ არის საკმარისი გადმოცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, სამმართველო უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსგან გამოითხოვს საჭირო მასალებს. 6. სამმართველო საჭიროების შემთხვევაში დაინტერესებული პირისაგან იღებს წერილობით დასტურს მსჯავრდებულის გადმოცემისათვის საჭირო ხარჯების გაღების თაობაზე, რომელიც სხვა დოკუმენტებთან ერთად მსჯავრდებულის გადმოცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ეგზავნება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს. 7. მოპოვებული დოკუმენტების საფუძველზე სამმართველო ადგენს დასკვნას საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ამ წესის მოთხოვნათა შესაბამისად მსჯავრდებულის გადმოცემის შესაძლებლობის შესახებ, რომელიც მტკიცდება მინისტრის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ. 8. უარყოფითი დასკვნის შედგენის შემთხვევაში, შესაბამისი საფუძვლების მითითებით, 1 კვირის ვადაში ეცნობება დაინტერესებულ პირს ან შუამდგომლობის აღმძვრელ მხარეს.   9. თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნა დადებითია, მისი დამტკიცებიდან 1 კვირის ვადაში სამმართველო საქართველოში აღსასრულებელ განაჩენს მსჯავრდებულის გადმოცემასთან დაკავშირებულ სხვა დოკუმენტებთან ერთად გადაუგზავნის შესაბამის სასამართლოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 619-ე და 620-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების მიზნით. 10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 620-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შესაბამისი სასამართლოდან მიღებული განჩინების (დადგენილების) ასლი თარგმანთან ერთად ეგზავნება უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს. სასამართლოს განჩინების (დადგენილების) ასლს უნდა დაერთოს შუამდგომლობა გადმოცემის შესახებ. 11. იმ შემთხვევაში, თუ უცხო სახელმწიფო დაადასტურებს სურვილს მსჯავრდებულის გადმოცემის თაობაზე, სამმართველო ამზადებს მინისტრის ბრძანების პროექტს მსჯავრდებულის გადმოცემის შესახებ. 12. მინისტრის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სამმართველო ბრძანებას მსჯავრდებულის გადმოცემის პროცედურების განხორციელებისათვის უგზავნის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს. 13. უცხო სახელმწიფოში ამნისტიის ან შეწყალების აქტით, შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილებით ან გადმოცემული მსჯავრდებულის სხვა კანონიერი საფუძვლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან/და სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ განაჩენის გამომტანი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსაგან ინფორმაციისა და სათანადო დოკუმენტაციის მიღებისთანავე, სამმართველო დაუყოვნებლივ მიმართავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების თხოვნით.     მუხლი 4🔗. მსჯავრდებულ პირთა ტრანზიტით გადაყვანა 1. უცხო სახელმწიფოს მიერ მესამე სახელმწიფოსათვის გადასაცემი მსჯავრდებულის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაყვანასთან დაკავშირებულ საკითხებს წყვეტს სამმართველო. 2. მსჯავრდებულის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაყვანის თაობაზე სამინისტროს შუამდგომლობით მიმართავს მსჯავრდებულის გადამყვანი ქვეყნის კომპეტენტური ორგანო. 3. საქართველოსათვის გადმოსაცემი მსჯავრდებულის სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაყვანის თაობაზე ამ სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.