,,2007/08 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.07.2007 ბოლო ცვლილება 08.03.2008
გამომცემი ორგანო
ნომერი
№139
სარეგისტრაციო კოდი
430.210.000.10.003.000.780
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 101, 16/07/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

,,2007/08 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის
დადგენილება №139
2007 წლის 11 ივლისი
ქ. თბილისი
2007/08 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1
სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის მიზნით „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 81-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 88-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
1. 2007/08 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობები განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) მაქსიმალური ოდენობა – 1500 ლარი;
ბ) საშუალო ოდენობა – 1250 ლარი;
გ) მინიმალური ოდენობა – 1000 ლარი.
2. თუ სტუდენტმა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა, კერძო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის ამ დაწესებულების მიერ დადგენილ სწავლის საფასურს სახელმწიფო ფარავს მხოლოდ სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში.
3. 2007/08 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობები კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის დასაფინანსებლად განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) მაქსიმალური ოდენობა – სწავლის საფასურის 70 პროცენტი, მაგრამ არა უმეტეს 1050 ლარისა;
ბ) საშუალო ოდენობა – სწავლის საფასურის 50 პროცენტი, მაგრამ არა უმეტეს 750 ლარისა;
გ) მინიმალური ოდენობა – სწავლის საფასურის 30 პროცენტი, მაგრამ არა უმეტეს 450 ლარისა.
4. სრული და ნაწილობრივი ოდენობის გრანტები გაიცემა შემდეგი თანხის მოცულობების ფარგლებში:
ა) სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის დაფინანსებისათვის – 1 500 000 ლარი;
ბ) სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მაქსიმალური ოდენობის დაფინანსებისათვის – 1 500 000 ლარი;
გ) სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის საშუალო ოდენობის დაფინანსებისათვის – 1 500 000 ლარი;
დ) სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მინიმალური ოდენობის დაფინანსებისათვის – 2 000 000 ლარი.
5. ამ დადგენილების მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 2 000 000 ლარი მოიცავს:
ა) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სტუდენტთა სოციალური პროგრამით დაფინანსებას 390 000 (სამას ოთხმოცდაათი ათასი) ლარს;
ბ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-80 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დაფინანსებას – 130 000 (ას ოცდაათი ათასი) ლარამდე, რომელიც გაიცემა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული სპეციალური სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად.
6. იმ აბიტურიენტთა დაფინანსება, რომლებმაც აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობებისათვის გამოყოფილი თანხა – განხორციელდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მაქსიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში სრული გრანტისათვის გამოყოფილი თანხის დარჩენილი ნაწილი ემატება ნაწილობრივი გრანტის მაქსიმალური ოდენობისათვის გამოყოფილ თანხას.
7. იმ აბიტურიენტთა დაფინანსება, რომელთაც აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსე-ბისათვის საკმარისი არ არის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მაქსიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხა – განხორციელდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის საშუალო ოდენობისათვის გამოყოფი-ლი თანხიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში ნაწილობრივი გრანტის მაქსიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხის დარჩენილი ნაწილი ემატება ნაწილობრივი გრანტის საშუალო ოდენობისათვის გამოყოფილ თანხას.
8. იმ აბიტურიენტთა დაფინანსება, რომელთაც აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსე-ბისათვის საკმარისი არ არის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის საშუალო ოდენობისათვის გამოყოფილი თანხა – განხორციელდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მინიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხიდან კანონმდბლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში ნაწილობრივი გრანტის საშუალო ოდენობისათვის გამოყოფილი თანხის დარჩენილი ნაწილი ემატება ნაწილობრივი გრანტის მინიმალური ოდენობისათვის გამოყოფილ თანხას.
9. ის აბიტურიენტები, რომელთაც აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მინიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხა, დაფინანსებას არ მიიღებენ.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი