„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის საკადრო რესურსების მართვის სამმართველოს მრჩევლის (I და II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.10.2009 ძალადაკარგული 04.06.2015
ნომერი
№208
სარეგისტრაციო კოდი
010.320.040.22.027.013.703
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 134, 30/10/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.027.013.703

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №208

2009 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის საკადრო რესურსების მართვის სამმართველოს მრჩევლის (I და II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსის და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 27 მაისის №100 ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის საკადრო რესურსების მართვის სამმართველოს მრჩევლის (I და II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის საკადრო რესურსების მართვის სამმართველოს მრჩევლის (I და II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან 65 წლამდე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2. საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის საკადრო რესურსების მართვის სამმართველოს მრჩევლის (I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება (სასურველია ფსიქოლოგი ან სოციოლოგი);

ü  ადამიანური რესურსების მართვის სფეროში არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;

ü  ინგლისური ენის ცოდნა _ (სასურველია სხვა უცხო ენების ცოდნა);

ü  საოფისე კომპიუტერული პროგრამების და SPSS-ის ცოდნა.

 

საკონკურსო თემატიკა:

საქართველოს კონსტიტუცია;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

საქართველოს შრომის კოდექსი;

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულება;

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №67 ბრძანება.

3. საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის საკადრო რესურსების მართვის სამმართველოს მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება (სასურველია ფსიქოლოგი ან სოციოლოგი);

ადამიანური რესურსების მართვის სფეროში არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;

ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია სხვა უცხო ენების ცოდნა);

საოფისე კომპიუტერული პროგრამების და SPSS-ის ცოდნა.

 

საკონკურსო თემატიკა:

საქართველოს კონსტიტუცია;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

საქართველოს შრომის კოდექსი;

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულება;

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №67 ბრძანება.