„ტექნიკური რეგლამენტის „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე“
მიღების თარიღი 18.11.2009
ძალაში შესვლა 23.12.2009
ძალის დაკარგვა 22.08.2011
გამომცემი ორგანო ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი
ნომერი №163
სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.47.052.013.809
გამოქვეყნების წყარო სსმ, 145, 25/11/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (10)
| 1 | 2 |
| 1. | ნახევარმისაბმელების ჩათვლით. |
| 2. | მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) ჩათვლით. |
| 3. | მისაბმელზე (ნახევარმისაბმელზე) არ ვრცელდება. |
| 4. | გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის C24.03 წესისა ან სხვა შესაბამისი ცვლილებების, ან 72/306/EEC დირექტივის ან სხვა შესაბამისი ცვლილებების შესაბამისად. |
| 5. | ტესტირების ჩატარების თარიღიდან მეთორმეტე თვის ბოლომდე. |
| 6. | B2-ს ან D-ს, E-ს, F-ს ან G-ს მნიშვნელობა დაშვების ჩამონათვალში. |
| 7. | ნახევარმისაბმელების საწევარს არ ეხება |
| □ | შთანთქმის კოეფიციენტის მნიშვნელობა 3,4 [მ-1] |
| № | სერტიფიკატის დასახელება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„ტექნიკური რეგლამენტის „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:GEO-LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"GEO-LitNusx","sans-serif";} p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.45pt; font-size:13.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:45.0pt 46.3pt .75in .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.47.052.013.809
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის
ბრძანება №163
2009 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
ტექნიკური რეგლამენტის „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე
საქართველოს კანონების „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივნისის №128 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის პირველი მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ტექნიკური რეგლამენტი „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის EСMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესი“, თანდართულ №№1-8 დანართებთან ერთად.
2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 26 ნოემბრის №146 ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტის – „მწვანე“, „უფრო მწვანე და უსაფრთხო“, „ევრო 3 უსაფრთხო“ და „ევრო 4 უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ხმაურის, გამონაბოლქვის, ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს.
გ. ბოკუჩავა
ტექნიკური რეგლამენტი
„სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის EСMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესი“
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ტექნიკური რეგლამენტი „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის EСMT-ს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების (ნახევარმისაბმელების) ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (შემდგომში – ECMT) კვოტების სისტემაში გამოყენებისათვის „ევრო 3 უსაფრთხო“, „ევრო 4 უსაფრთხო“, „ევრო 5 უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილის ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის, მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) ECMT-ის ტექნიკურ უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის, ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობის ECMT-ის ტესტის სერტიფიკატების გამცემ ორგანოებს, სერტიფიკატის გაცემის, გამოცვლის, გაუქმების, გამოყენების პირობებს.
2. 2006 წლიდან, ამ წესის ამოქმედებამდე, კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალების ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატები ინარჩუნებენ ძალას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იცვლება მათში მითითებული ხმაურისა და გამონაბოლქვის საბაზისო მონაცემები.
3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის (შემდგომში – ადმინისტრაცია) მიერ ამ წესით განსაზღვრული ECMT სერტიფიკატების გაცემა, გამოცვლა, გაცემაზე უარის თქმა, გაუქმება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თავი VI-ით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
წესში გამოყენებულ ტერმინებს და ცნებებს, ამ წესის მიზნებისათვის, გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელო-ბები:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალება – საქართველოში რეგისტრირებული ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალება, ან ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალება/საწევარი, მისაბმელი/ნახევარმისაბმელი) შეწყვილებული კომბინაცია, რომელშიც ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალება არის რეგისტრირებული საქართველოში და რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ტვირთების გადასაზიდად;
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ცენტრი (შემდგომში – ტესტირების ცენტრი) – საქართველოში რეგისტრირებული საწარმო, რომელიც ახორციელებს სამუშაოებს ECMT-ის უსაფრთხოების, ტექნიკური უსაფრთხოების და გზისთვის ვარგისობის მოთხოვნებთან ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობის შესატყვისობის დასადგენად და აკრედიტებულია დადგენილი წესით;
გ) განმცხადებელი – პირი, რომელიც სერტიფიკატ(ებ)ის მისაღებად მიმართავს განცხადებით ადმინისტრაციას;
დ) ECMT – ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენცია – სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაცია, დაარსებული 1953 წელს, რომლის წევრიც არის საქართველო 2000 წლის 1 ივნისიდან. ECMT-ის მინისტრთა საბჭოს სესიაზე (დუბლინი, 2006 წლის 17-18 მაისი) მიღებული დეკლარაციის შესაბამისად, ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენცია ტრანსფორმირებულ იქნა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმად (შემდგომში ITF);
ე) ECMT კვოტა – ECMT-ის წევრი ქვეყნისათვის ყოველწლიურად გამოყოფილი ნებართვების რაოდენობა, რომლის გამოთვლის პრინციპი განისაზღვრება ECMT-ის მინისტრთა საბჭოს მიერ;
ვ) „ევრო 3 უსაფრთხო“, „ევრო 4 უსაფრთხო“ ან „ევრო 5 უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილი (შემდგომში – სატვირთო ავტომობილი) – ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის ტექნიკური მდგომარეობა შეესატყვისება გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) შესაბამისი წესებისა (UNECE-ის კონკრეტული წესის რეკვიზიტები მოცემულია ამ წესის №№1-3 დანართებში მოყვანილ სერტიფიკატების ნიმუშებში) და/ან ევროსაბჭოს (EC) 96/96/EC დირექტივის „წევრი ქვეყნების იმ კანონების დაახლოებასთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირებას“ (მასში 2003/27/EC დირექტივით შეტანილი შესწორებების ან შემდგომში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით) დებულებებით მისთვის განსაზღვრულ ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების და გზისთვის ვარგისობის მოთხოვნებს;
ზ) ECMT სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სატვირთო ავტომობილის ან/და მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) ტექნიკური და უსაფრთხოების მდგომარეობის შესატყვისობას გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE-ის) შესაბამისი წესებისა და/ან ევროსაბჭოს (EC) 96/96/EC დირექტივის (მასში 2003/27/EC დირექტივით შეტანილი შესწორებების ან შემდგომში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით) დებულებებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან;
თ) ავტოსატრანსპორტო საშუალების ტესტირების ბარათი, ფირნიში – ტერმინები განიმარტება „აკრედიტაციის სისტემის ტექნიკური რეგლამენტის ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ცენტრების მიმართ წაყენებული მოთხოვნები – საკ.1.7:2007-ის დამტკიცების შესახებ“ სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2007 წლის 20 ივნისის №03 ბრძანების შესაბამისად.
მუხლი 3🔗. EჩMთ-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატების გამცემი ორგანოები
1. სატვირთო ავტომობილის ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატს (ნიმუში ქართულ ენაზე მოცემულია №1 დანართში) და/ან მისაბმელის ECMT-ის ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატს (ნიმუში ქართულ ენაზე მოცემულია №2 დანართში) ავსებენ და გასცემენ – ან:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი ან მწარმოებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი საქართველოში. ამ უკანასკნელ შემთხვევაში უფლებამოსილმა წარმომადგენელმა სერტიფიკატში უნდა მიუთითოს მწარმოებლის დასახელება, რომელსაც ის წარმოადგენს;
ბ) ადმინისტრაცია – იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში არ არის ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის უფლებამოსილი წარმომადგენლობა;
გ) ადმინისტრაცია და ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი ან საქართველოში მწარ-მოებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი ერთობლივად – იმ შემთხვევაში, როცა ყველა მოწყობილობა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მისი მწარმოებლის მიერ არ არის დამონტაჟებული.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სერტიფიკატები გაიცემა უვადოდ. სატვირთო ავტომობილის ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატი ექვემდებარება გამოცვლას (შემდგომში – გაცემა) იმ შემთხვევაში, თუ მასში მითითებული ხმაურისა და გამონაბოლქვის საბაზისო მონაცემები შეიცვალა.
მუხლი 4🔗. ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გამცემი ორგანო
1. სატვირთო ავტომობილების ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან და მისაბმელების ECMT-ის ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატებში განსაზღვრულ უსაფრთხოების მოთხოვნებთან ავტოსატრანსპორტო საშუალების შესატყვისობა უნდა შემოწმდეს წელიწადში ერთხელ გზისთვის ვარგისობის ტესტირების საშუალებით (ECMT-ის კვოტების სისტემაში გამოყენების შემთხვევაში) და დადასტურებული იქნეს ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობის ECMT-ის ტესტის სერტიფიკატით (ნიმუში ქართულ ენაზე მოცემულია №3 დანართში).
2. ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობის ECMT-ის ტესტის სერტიფიკატს ავსებს და გასცემს ადმინისტრაცია გზისთვის ვარგისობის ტესტირების საფუძველზე.
მუხლი 5🔗. ტესტირება და მისი შედეგების გაფორმება
1. ტესტირების ცენტრი, განმცხადებლის მიმართვის საფუძველზე, ახორციელებს სამუშაოებს სატვირთო ავტომობილის ECMT-ის უსაფრთხოების მოთხოვნებთან, მისამბელის (ნახევარმისაბმელების) ECMT-ის ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან და სატვირთო ავტომობილისა და მისაბმელის გზისთვის ვარგისობის მოთხოვნებთან შესატყვისობის დასადგენად.
2. ტესტირების ცენტრი ჩატარებული სამუშაოების შედეგებს აფორმებს შესაბამისი ოქმ(ებ)ით (დანართები №№5-7) და გასცემს მათ განმცხადებელზე. ოქმ(ებ)ის ასლები ინახება ტესტირების ცენტრში.
3. ტესტირების ცენტრი ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობის ტესტირების ოქმთან (ოქმებთან) ერთად განმცხადებელზე აგრეთვე გასცემს ასს-ის ტესტირების ბარათს და ფირნიშს.
4. სერტიფიკატ(ებ)ის მისაღებად ტესტირების ოქ(მე)ბი განმცხადებელმა უნდა წარუდგინოს ადმი-ნისტრაციას.
5. გზისთვის ვარგისობის შემდეგი ტესტი უნდა ჩატარდეს ტესტირების ჩატარების თარიღიდან მეთორმეტე თვის ბოლომდე.
მუხლი 6🔗. სასერტიფიკაციო პროცედურები, სერტიფიკატების გაცემის პირობები და ვადები
1. სასერტიფიკაციო პროცედურები ხორციელდება სამ ეტაპად:
ა) I ეტაპი – წინასასერტიფიკაციო პროცედურა, რომელიც მოიცავს:
ა.ა) განცხადებისა და თანდართული საბუთების ადმინისტრაციაში წარდგენას;
ა.ბ) ადმინისტრაციის მიერ განცხადებისა და თანდართული საბუთების წინასწარ განხილვას და შესა-ბამისობის დადგენას;
ა.გ) ამ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების შეფასებას;
ბ) II ეტაპი – ადმინისტრაციის მიერ გადაწყვეტილების მიღება;
გ) III ეტაპი – სერტიფიკატის გაცემა.
2. განმცხადებელმა სერტიფიკატ(ებ)ის მისაღებად ადმინისტრაციას უნდა წარუდგინოს განცხადება ავტოსატრანსპორტო საშუალების სერტიფიკატის გაცემის შესახებ (დანართი №4), რომელსაც თან უნდა ახლდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დამა-დასტურებელი მოწმობის ასლი და:
ა) სატვირთო ავტომობილის ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატის მისაღებად:
ა.ა) ტესტირების ცენტრის მიერ გაცემული სატვირთო ავტომობილის ECMT-ის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ოქმი (დანართი №5);
ა.ბ) სატვირთო ავტომობილის ხმაურისა და გამონაბოლქვის სტანდარტებთან შესატყვისობის სერტიფიკატი, ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის მიერ გაცემული საბუთი სატვირთო ავტომობილის ხმაურისა და გამონაბოლქვის სტანდარტებთან შესატყვისობის თაობაზე;
ბ) მისაბმელის ECMT-ის ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატის მისაღებად – ტესტირების ცენტრის მიერ გაცემული მისაბმელის ECMT-ის ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ოქმი (დანართი №6);
გ) სატვირთო ავტომობილის გზისთვის ვარგისობის ECMT-ის ტესტის სერტიფიკატის მისაღებად:
გ.ა) ტესტირების ცენტრის მიერ გაცემული სატვირთო ავტომობილის და მისამბელის გზისთვის ვარგისობის ტესტირების ოქმი (დანართი №7);
გ.ბ) სატვირთო ავტომობილის ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატ(ებ)ის ასლ(ებ)ი;
დ) მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) გზისთვის ვარგისობის ECMT-ის ტესტის სერტიფიკატის მისაღებად:
დ.ა) ტესტირების ცენტრის მიერ გაცემული სატვირთო ავტომობილის და მისაბმელის გზისთვის ვარგისობის ტესტირების ოქმი (დანართი №7);
დ.ბ) მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) ECMT-ის ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატის ასლი.
3. ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების და თანდართული საბუთების შესაბამისობას ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან.
4. განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ წესის და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში ადმინისტრაცია განმცხადებელს მიუთითებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განსაზღვრავს ვადას (რომელიც არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები), რომლის განმავლობაშიც განცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი ან წერილობითი ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით.
5. განცხადების და თანდართული საბუთების ამ წესის და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისას, ადმინისტრაცია ახორციელებს მასში ასახული ინფორმაციის შეფასებას და მის საფუძველზე, დადგენილი წესით, ღებულობს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.
6. ECMT სერტიფიკატის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, განცხადების შესა-ბამისად, ივსება დადგენილი ფორმის ECMT სერტიფიკატ(ებ)ი (დანართი №1–№3) ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და ქართულ ენებზე. სერტიფიკატ(ებ)ი რეგისტრირდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების უწყებრივ სასერტიფიკაციო რეესტრში (დანართი №8), ხოლო მათი ასლები ინახება ადმინისტრაციაში. ECMT სერტიფიკატს აქვს სარეგისტრაციო ნომერი, რომელიც შედგება არაბული ციფრებისაგან და იგი ავტოსატრანსპორტო საშუალებების უწყებრივ სასერტიფიკაციო რეესტრში რეგისტრირებული სერტიფიკატის რიგითი ნომრის იდენტურია.
7. ადმინისტრაცია არ გასცემს ECMT სერტიფიკატს, თუ:
ა) განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები არ აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს და ადმინისტრაციის მიერ გამოვლენილი ნაკლოვანებები არ იქნა გამოსწორებული დადგენილ ვადაში;
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მონაცემები ან მისი ტესტირების შედეგები არ შეესაბამება UNECE შესაბამისი წესებითა და/ან 96/96/EC დირექტივით (მასში 2003/27/EC დირექტივით შეტანილი შესწორებების ან შემდგომში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით) მისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს.
8. ავტოსატრანსპორტო საშუალებების უწყებრივ სასერტიფიკაციო რეესტრში შეიტანება მონაცემები ECMT სერტიფიკატის გაცემის, მისი გაუქმების და დუბლიკატის გაცემის შესახებ. მონაცემები ავტოსატრანსპორტო საშუალებების უწყებრივ სასერტიფიკაციო რეესტრში შეტანილი უნდა იქნეს გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში.
9. ნებისმიერ პირს უფლება აქვს გაეცნოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების უწყებრივ სასერტიფიკაციო რეესტრში არსებულ მონაცემებს.
10. ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ECMT სერტიფიკატის გაცემაზე უარის ან გაუქმების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
11. ადმინისტრაციის მიერ გაცემული ECMT სერტიფიკატის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მისი დუბლიკატი, დაკარგული ან დაზიანებული სერტიფიკატის მოქმედების დარჩენილი ვადით, გაიცემა ადმინისტრაციის მიერ, სერტიფიკატის მფლობელის განცხადების ადმინისტრაციაში რეგისტრაციიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. დუბლიკატს ზედა მარჯვენა კუთხეში უკეთდება წარწერა „დუბლიკატი“.
მუხლი 7🔗. ECMT სერტიფიკატების გამოყენება
1. ECMT სერტიფიკატები გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის, რომელზედაც ის გაიცა.
2. ECMT სერტიფიკატები უნდა ინახებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებაში და მოთხოვნისთანავე წარედგინოს შესაბამისი კომპეტენტური მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელს.
3. იმ შემთხვევაში, თუ გამოიყენება ვადაგასული, ბათილი, ყალბი ECMT სერტიფიკატები, ან სერტიფიკატები, რომელიც გაცემული იყო სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის, უფლებამისილი ორგანოს წარმომადგენელი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოართვას ECMT სერტიფიკატ(ებ)ი.
4. ECMT სერტიფიკატის დაკარგვის შემთხვევაში მისმა მფლობელმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ადმინისტრაციას.
მუხლი 8🔗. ECMT სერტიფიკატის ბლანკები
ECMT სერტიფიკატის ბლანკები იბეჭდება:
ა) სატვირთო ავტომობილის ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატი – ღია მწვანე A4 ფორმატის ქაღალდზე, ბეჭდით ფურცლის ორივე გვერდზე (დანართი №1);
ბ) მისაბმელის ECMT-ის ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატი – ღია ყვითელ A4 ფორმატის ქაღალდზე (დანართი №2);
გ) სატვირთო ავტომობილის და მისაბმელის გზისთვის ვარგისობის ECMT-ის ტესტის სერტიფიკატი – სტანდარტულ თეთრ A4 ფორმატის ქაღალდზე (დანართი №3).
მუხლი 9🔗. ECMT სერტიფიკატის გაუქმება
ECMT სერტიფიკატის გაუქმების საფუძველია:
ა) სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასვლა;
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ან უსაფრთხოების, აგრეთვე გზისთვის ვარგისობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა;
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
დანართი №1
პირველი გვერდი
სერტიფიკატი N: --------------------------
სატვირთო ავტომობილის ECMT–ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატი
□ „EURO III უსაფრთხო“
□ „EURO IV უსაფრთხო“
□ „EURO V უსაფრთხო“
ავტოსატრანსპორტო საშუალების ტიპი და მარკა:
საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN):
ძრავის ტიპი / ნომერი:
ორგანო (ები)1,
–
რეგისტრაციის ქვეყნის კომპეტენტური ორგანო 2;
–
ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი ან მწარმოებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი საქართველოში, ან
–
რეგისტრაციის ქვეყნის კომპეტენტური ორგანო და ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი, ან საქართველოში მწარმოებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი ერთობლივად იმ შემთხვევაში, როცა ყველა მოწყობილობა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მისი მწარმოებლის მიერ არ არის დამონტაჟებული. 3
[კომპანიის და/ან ადმინისტრაციის დასახელება და ბეჭედი]
ამით ადასტურებს(ენ), რომ აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეესატყვისება გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) შესაბამისი წესებისა და/ან ევროსაბჭოს (EC) დირექტივების დებულებებს, როგორც აღნიშნულია ქვემოთ და ადასტურებს(ენ), რომ ამ სერტიფიკატში დატანილი მონაცემები სწორია.
ძრავის სიმძლავრე
□ □
გაზომილია: UNECE-ს R85.00 წესის ან სხვა შესაბამისი ცვლილებების შესაბამისად; ან 80/1269/EEC დირექტივის შესაბამისად, რომელიც შესწორებულია 1999/99/EC დირექტივით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.
მოთხოვნები ხმაურისა და გამონაბოლქვების მიმართ
□ □
ხმაურის სიდიდე გაზომილია: UNECE-ს R51.02 წესის ან სხვა შესაბამისი ცვლილებების შესაბამისად; ან 70/157/EEC დირექტივის შესაბამისად, რომელიც შესწორებულია 1999/101/EC დირექტივით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.
□ □
EURO III: გამონაბოლქვი გაზომილია: UNECE-ს R49.03 წესის (სტრიქონი A) შესაბამისად; ან 88/77/EEC დირექტივის შესაბამისად, რომელიც შესწორებულია 2001/27/EC დირექტივით (სტრიქონი A) ან 2005/55/EC დირექტივით (სტრიქონი A).4
□ □
EURO IV: გამონაბოლქვი გაზომილია ETC და ELR ტესტირების ციკლების მიხედვით: UNECE-ს R49.03 წესის (სტრიქონი B1) ან სხვა შესაბამისი ცვლილებების შესაბამისად; ან 88/77/EEC დირექტივის შესაბამისად, რომელიც შესწორებულია 2001/27/EC დირექტივით (სტრიქონი B1), ან 2005/55/EC დირექტივის შესაბამისად, რომელიც შესწორებულია 2005/78/EC დირექტივით (სტრიქონი B1) ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით. 5
□ □
EURO IV: გამონაბოლქვი გაზომილია ETC ტესტირების ციკლების მიხედვით: UNECE-ს R49.03 წესის (სტრიქონი B1) ან სხვა შესაბამისი ცვლილებების შესაბამისად; ან 88/77/EEC დირექტივის შესაბამისად, რომელიც შესწორებულია 2001/27/EC დირექტივით (სტრიქონი B1), ან 2005/55/EC დირექტივის შესაბამისად, რომელიც შესწორებულია 2005/78/EC დირექტივით (სტრიქონი B1) ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით. 5
□ □
EURO V: გამონაბოლქვი გაზომილია ETC და ELR ტესტირების ციკლების მიხედვით: UNECE-ს R49.04 წესის (სტრიქონი B2) ან სხვა შესაბამისი ცვლილებების შესაბამისად; ან 88/77/EEC დირექტივის შესაბამისად, რომელიც შესწორებულია 2001/27/EC დირექტივით (სტრიქონი B2), ან 2005/55/EC დირექტივის შესაბამისად, რომელიც შესწორებულია 2005/78/Eჩ დირექტივით (სტრიქონი B2) ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით. 6
□ □
EURO V: გამონაბოლქვი გაზომილია ETC ტესტირების ციკლების მიხედვით: UNECE-ს R49.04 წესის (სტრიქონი B2) ან სხვა შესაბამისი ცვლილებების შესაბამისად; ან 88/77/EEC დირექტივის შესაბამისად, რომელიც შესწორებულია 2001/27/EC დირექტივით (სტრიქონი B2), ან 2005/55/EC დირექტივის შესაბამისად, რომელიც შესწორებულია 2005/78/EC დირექტივით (სტრიქონი B2) ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით. 6
1.
წაშალეთ ზედმეტი დასახელება
2.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში არ არის ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის უფლებამოსილი წარმომადგენლობა.
3.
ამ შემთხვევაში პირველი ხელისმომწერი ავსებს მარცხენა სვეტს, ხოლო მეორე – მარჯვენას.
4.
A-ს მნიშვნელობა დაშვების ჩამონათვალში.
5.
B1-ს ან B-ს ან C-ს მნიშვნელობა დაშვების ჩამონათვალში.
6.
B2-ს ან D-ს, E-ს, F-ს ან G-ს მნიშვნელობა დაშვების ჩამონათვალში.
მე-2 გვერდი
უსაფრთხოების მოთხოვნები
ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილია შემდეგი მოწყობილობებით:
□ □
უკანა დამცავი მოწყობილობებით7 UNECE-ს R58.01 წესისა ან სხვა შესაბამისი ცვლილებების შესაბამისად; ან 70/221/EEC დირექტივის შესაბამისად, რომელიც შესწორებულია 2000/8/EC დირექტივით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.
□ □
გვერდითი დამცავი მოწყობილობებით7 UNECE-ს R73.00 წესის ან სხვა შესაბამისი ცვლილებების შესაბამისად; ან 89/297/EEC დირექტივის ან სხვა შესაბამისი ცვლილებების შესაბამისად.
□ □
უკანა ხედვის სარკით UNECE-ს R46.01 წესის ან სხვა შესაბამისი ცვლილებების შესაბამისად; ან 71/127/EEჩ დირექტივის შესაბამისად, რომელიც შესწორებულია 88/321/EEC ან 2003/97/EC დირექტივებით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.
□ □
EURO III და EURO IV: განათებისა და მაშუქი სასიგნალო მოწყობილობებით UNECE-ს R48.01 წესის ან სხვა შესაბამისი ცვლილებების შესაბამისად; ან 76/756/EEC დირექტივის შესაბამისად, რომელიც შესწორებულია 97/28/EC დირექტივით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.
□ □
EURO V: განათებისა და მაშუქი სასიგნალო მოწყობილობებით UNECE-ს R48.02 წესის ან სხვა შესაბამისი ცვლილებების შესაბამისად; ან 76/756/EEC დირექტივის შესაბამისად, რომელიც შესწორებულია 97/28/EC დირექტივით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.
□ □
ტაქოგრაფით, UNECE-ს AETR შეთანხმების (შესწორებებით),, ან საბჭოს (EEC) N 3821/85 წესის შესაბამისად, რომელიც შესწორებულია (EC) N 2135/98 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით, აგრეთვე კომისიის (EC) N 1360/2002 და N 432/2004 წესების ან სხვა შესაბამისი ცვლილებების შესაბამისად.
□ □
სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით, UNECE-ს ღ.89.00 წესის ან სხვა შესაბამისი ცვლილებების შესაბამისად; ან 92/24/EEC დირექტივის შესაბამისად, რომელიც შესწორებულია 2004/11/EC დირექტივით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.
□ □
უკანა შუქამრეკლავი ამოსაცნობი ნიშნებით მძიმეწონიანი და გრძელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის UNECE-ს R.70.01 წესის ან სხვა შესაბამისი ცვლილებების შესაბამისად.
□ □
მუხრუჭებით, მათ შორის ანტიბლოკირების სისტემით, UNECE-ს R13.09 წესის ან სხვა შესაბამისი ცვლილებების შესაბამისად; ან 71/320/EEC დირექტივის შესაბამისად, რომელიც შესწორებულია 98/12/EC დირექტივით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.
□ □
საჭის მართვის მოწყობილობით UNECE-ს N79.01 წესის ან სხვა შესაბამისი ცვლილებების შესაბამისად; ან 70/311/EEC დირექტივის შესაბამისად, რომელიც შესწორებულია 1999/7/EC დირექტივით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.
თბილისი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ადგილი თარიღი ხელმოწერა და ბეჭედი
7.
ნახევარმისაბმელების საწევარს არ ეხება
დანართი №2
სერტიფიკატი N: ------------------
მისაბმელის1 EჩMთ–ს ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატი
ავტოსატრანსპორტო საშუალების ტიპი და მარკა:
საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN):
ორგანო (ები)2
–
რეგისტრაციის ქვეყნის კომპეტენტური სამსახური3;
–
ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი ან მწარმოებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი საქართველოში, ან
–
რეგისტრაციის ქვეყნის კომპეტენტური ორგანო და ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი, ან საქართველოში მწარმოებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი ერთობლივად4 იმ შემთხვევაში, როცა ყველა მოწყობილობა ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის მიერ არ არის დამონტაჟებული.
[კომპანიის და/ან ადმინისტრაციის დასახელება, მისამართი]
ამით ადასტურებს(ენ), რომ აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეესატყვისება გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის შესაბამისი წესებისა და/ან ევროსაბჭოს (Eჩ) დირექტივების დებულებებს, და ადასტურებს(ენ), რომ ამ ფურცელზე დატანილი მონაცემები სწორია.
მისაბმელი აღჭურვილია შემდეგი მოწყობილობებით:
□ □
უკანა დამცავი მოწყობილობებით გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის R58.01 წესისა ან სხვა შესაბამისი ცვლილებების შესაბამისად; ან 70/221/EEC დირექტივის შესაბამისად, რომელიც შესწორებულია 2000/8/EC დირექტივით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.
□ □
გვერდითი დამცავი მოწყობილობებით გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის R73.00 წესის ან სხვა შესაბამისი ცვლილებების შესაბამისად; ან 89/297/EEC დირექტივის ან სხვა შესაბამისი ცვლილებების შესაბამისად.
□ □
განათებისა და მაშუქი სასიგნალო მოწყობილობებით გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის R48.01 წესის ან სხვა შესაბამისი ცვლილებების შესაბამისად; ან 76/756/EEC დირექტივის შესაბამისად, რომელიც შესწორებულია 97/28/EC დირექტივით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.
□ □
უკანა შუქამრეკლავი ამოსაცნობი ნიშნებით მძიმეწონიანი და გრძელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის R.70.01 წესის ან სხვა შესაბამისი ცვლილებების შესაბამისად.
□ □
მუხრუჭებით, მათ შორის მუხრუჭების ანტიბლოკირების სისტემით, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის R13.09 წესის ან სხვა შესაბამისი ცვლილებების შესაბამისად; ან 71/320/EEC დირექტივის შესაბამისად, რომელიც შესწორებულია 98/12/EC დირექტივით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.
თბილისი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ადგილი თარიღი ხელმოწერა და ბეჭედი
1.
ნახევარმისაბმელების ჩათვლით.
2.
წაშალეთ, რომელიც არ არსებობს.
3.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში არ არის ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის უფლებამოსილი წარმომადგენლობა.
4.
ამ შემთხვევაში პირველი ხელმომწერი ავსებს მარცხენა სვეტს, ხოლო მეორე – მარჯვენას.
დანართი №3
სერთიფიკატი N: -------------
სატვირთო ავტომობილის და მისაბმელის1 გზისთვის ვარგისობის EVMT–ის ტესტის სერტიფიკატი
სარეგისტრაციო ნომერი:
შესატყვისობის სერთიფიკატის ნომერი:
ავტოსატრანსპორტო საშუალების ტიპი და მარკა 2:
საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN):
ძრავის ტიპი / ნომერი 3:
[კომპანიის და/ან ადმინისტრაციის დასახელება, მისამართი]
დაწესებულება ან ორგანო, რომელიც შექმნილია მარეგისტრირებელ ქვეყანაში, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის 1997 წლის შეთანხმების, ან გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის R.E.1(TRANS/SC.1/294/Rev.5) შეჯამებული რეზოლუციის, მასში 2001 (TRANS/WP.1/2001/25) რეზოლუციით შეტანილი შესწორებების ან შემდგომში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, ან 96/96/EC დირექტივის, მასში 2003/27/EC დირექტივით შეტანილი შესწორებების ან შემდგომში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით შესრულების მიზნით,
წინამდებარით ადასტურებს, რომ აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეესაბამება ზემოთ აღნიშნული დოკუმენტებით დადგენილ მოთხოვნებს, შემდეგი მოწყობილობებისა და სისტემების სავალდებულო შემოწმების ჩათვლით:
□
სამუხრუჭო სისტემა (მათ შორის, ანტიბლოკირების სისტემა, რომელიც მისაბმელთან შეთავსებადია ან პირიქით)
□
საჭე და საჭის მოწყობილობა 3
□
ხილვადობა
□
მაშუქები, შუქამრეკლები და ელექტრო მოწყობილობა
□
ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება (საბურავების პროტექტორის მინიმალური სიღრმის ჩათვლით)
□
შასი და შასის ნაწილები (უკანა და გვერდითი დამცავი მოწყობილობების ჩათვლით)
□
სხვა მოწყობილობები, მათ შორის:
□
გამაფრთხილებელი სამკუთხედი 3
□
ტაქოგრაფი (არსებობა და ლუქების დაუზიანებლობა) 3
□
სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა 3
□
შთანთქმის კოეფიციენტი 3,4
ადგილი თარიღი ხელმოწერა და ბეჭედი
შენიშვნა: გზისთვის ვარგისობის შემდეგი ტესტი უნდა ჩატარდეს 5: – მდე
-------------------------------------------------------------------------------------------
1.
ნახევარმისაბმელების ჩათვლით.
2.
მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) ჩათვლით.
3.
მისაბმელზე (ნახევარმისაბმელზე) არ ვრცელდება.
4.
გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის C24.03 წესისა ან სხვა შესაბამისი ცვლილებების, ან 72/306/EEC დირექტივის ან სხვა შესაბამისი ცვლილებების შესაბამისად.
5.
ტესტირების ჩატარების თარიღიდან მეთორმეტე თვის ბოლომდე.
დანართი №4
ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციას
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ავტოსატრანსპორტო საშუალების სერტიფიკატის გაცემის შესახებ
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
განმცხადებლის დასახელება, მისამართი, ტელეფონი/ფაქსი
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
აცხადებს, რომ იგი ახორციელებს/სურვილი აქვს განახორციელოს (ქვეშ ხაზი გაესვას) საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვები ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი ნებართვის გამოყენებით, გააჩნია საკუთრებაში/სარგებლობაში (ქვეშ ხაზი გაესვას) ავტოსატრანსპორტო საშუალება
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
სატვირთო ავტომობილის, ნახევარმისაბმელის, მისაბმელის მარკა,
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
სარეგისტრაციო ნომერი, გამოშვების წელი
და ითხოვს გაიცეს მასზე ---------------------------------------------------------------------------------
სერტიფიკატი (სერტიფიკატები).
--------------------------------------------------------------------------------------------------------------
განცხადებას თან ერთვის:
------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
2. ---------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. ---------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
4. --------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
5. --------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
განმცხადებელი: / /
ბ.ა. „ ............“..................................................
თარიღი
დანართი №5
სატვირთო ავტომობილის ECMT–ს უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის
ოქმი №
□ “ EURO III უსაფრთხო” □ “ EURO IV უსაფრთხო” □ “ EURO V უსაფრთხო”
ავტოსატრანსპორტო საშუალების ტიპი და მარკა:
ავტოსატრ. საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN):
----------------------------------------------------------------------------------------------------
ტესტირების ცენტრის დასახელება და აკრედიტაციის მოწმობის №
როგორც ევროსაბჭოს 96/96EC დირექტივის მოთხოვნების მიხედვით ტესტის ჩასატარებლად სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი საწარმო ამ დოკუმენტით აცხადებს, რომ ქვემოთ მოყვანილი თარიღისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალება შეესატყვისება გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) შესაბამისი წესებისა და/ან ევროსაბჭოს (EС) დირექტივების მოთხოვნებს და ადასტურებს, რომ ამ ოქმში მოყვანილი მონაცემები სწორია.
ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილია შემდეგი მოწყობილობებით:
□
უკანა დამცავი მოწყობილობებით1 UNECE-ს R58.01 წესისა ან სხვა შესაბამისი ცვლილებების შესაბამისად; ან 70/221/EEC დირექტივის შესაბამისად, რომელიც შესწორებულია 2000/8/EC დირექტივით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.
□
გვერდითი დამცავი მოწყობილობებით1 UNECE-ს R73.00 წესის ან სხვა შესაბამისი ცვლილებების შესაბამისად; ან 89/297/EEC დირექტივის ან სხვა შესაბამისი ცვლილებების შესაბამისად.
□
უკანა ხედვის სარკით UNECE-ს R46.01 წესის ან სხვა შესაბამისი ცვლილებების შესაბამისად; ან 71/127/EEC დირექტივის შესაბამისად, რომელიც შესწორებულია 88/321/EEC ან 2003/97/EC დირექტივებით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.
□
EURO III და EURO IV: განათებისა და მაშუქი სასიგნალო მოწყობილობებით UNECE-ს R48.01 წესის ან სხვა შესაბამისი ცვლილებების შესაბამისად; ან 76/756/EEC დირექტივის შესაბამისად, რომელიც შესწორებულია 97/28/Eჩ დირექტივით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.
□
EURO V: განათებისა და მაშუქი სასიგნალო მოწყობილობებით UNECE-ს R48.02 წესის ან სხვა შესაბამისი ცვლილებების შესაბამისად; ან 76/756/EEC დირექტივის შესაბამისად, რომელიც შესწორებულია 97/28/EC დირექტივით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.
□
ტაქოგრაფით, UNECE-ს AEთღ შეთანხმების (შესწორებებით),, ან საბჭოს (EEC) N 3821/85 წესის შესაბამისად, რომელიც შესწორებულია (Eჩ) N 2135/98 წესით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით, აგრეთვე კომისიის (EC) N 1360/2002 და N 432/2004 წესების ან სხვა შესაბამისი ცვლილებების შესაბამისად.
□
სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით, UNECE-ს R.89.00 წესის ან სხვა შესაბამისი ცვლილებების შესაბამისად; ან 92/24/EEC დირექტივის შესაბამისად, რომელიც შესწორებულია 2004/11/EC დირექტივით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.
□
უკანა შუქამრეკლავი ამოსაცნობი ნიშნებით მძიმეწონიანი და გრძელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის UNECE-ს R.70.01 წესის ან სხვა შესაბამისი ცვლილებების შესაბამისად.
□
მუხრუჭებით, მათ შორის ანტიბლოკირების სისტემით, UNECE-ს R13.09 წესის ან სხვა შესაბამისი ცვლილებების შესაბამისად; ან 71/320/EEC დირექტივის შესაბამისად, რომელიც შესწორებულია 98/12/EC დირექტივით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.
□
საჭის მართვის მოწყობილობით UNECE-ს N79.01 წესის ან სხვა შესაბამისი ცვლილებების შესაბამისად; ან 70/311/EEC დირექტივის შესაბამისად, რომელიც შესწორებულია 1999/7/EC დირექტივით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.
ხელმოწერები:
გამომცდელი: ცენტრის ხელმძღვანელი:
––––––––––––––––––––––––––––––––
შემოწმების თარიღი ბ.ა
------------------------------------------------
1. ნახევარმისაბმელების საწევარს არ ეხება
დანართი №6
მისაბმელის1 ECMT–ს ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის
ოქმი №
ავტოსატრანსპორტო საშუალების ტიპი და მარკა:
საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN):
...........................................................................................................................................................
ტესტირების ცენტრის დასახელება და აკრედიტაციის მოწმობის №
როგორც დირექტივის 96/96EC მოთხოვნების მიხედვით ტესტის ჩასატარებლად სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი საწარმო ამ დოკუმენტით აცხადებს, რომ ქვემოთ მოყვანილი თარიღისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალება შეესატყვისება გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის წესების და/ან ევროსაბჭოს დირექტივების დებულებებს და ადასტურებს, რომ ამ ოქმში მოყვანილი მონაცემები სწორია.
მისაბმელი აღჭურვილია შემდეგი მოწყობილობებით:
□
უკანა დამცავი მოწყობილობებით გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ღ58.01 წესის ან სხვა შესაბამისი ცვლილებების შესაბამისად; ან 70/221/EEC დირექტივის შესაბამისად, რომელიც შესწორებულია 2000/8/EC დირექტივით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.
□
გვერდითი დამცავი მოწყობილობებით გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის R73.00 წესის ან სხვა შესაბამისი ცვლილებების შესაბამისად; ან 89/297/EEC დირექტივის ან სხვა შესაბამისი ცვლილებების შესაბამისად.
□
განათებისა და მაშუქი სასიგნალო მოწყობილობებით გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის R48.02 წესის ან სხვა შესაბამისი ცვლილებების შესაბამისად; ან 76/756/EEC დირექტივის შესაბამისად, რომელიც შესწორებულია 97/28/ECდირექტივით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.
□
უკანა შუქამრეკლავი ამოსაცნობი ნიშნებით მძიმეწონიანი და გრძელი ავტოსატრანპორტო საშუალებებისთვის გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის R70.01 წესის ან სხვა შესაბამისი ცვლილებების შესაბამისად.
□
მუხრუჭებით, მათ შორის მუხრუჭების ანტიბლოკირების სისტემით, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის R13.09 წესის ან სხვა შესაბამისი ცვლილებების შესაბამისად; ან 71/320/EEC დირექტივის შესაბამისად, რომელიც შესწორებულია 98/12/EC დირექტივით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით.
ხელმოწერები:
გამომცდელი: ცენტრის ხელმძღვანელი:
–––––––––––––––––––––––––––––
შემოწმების თარიღი ბ.ა
-----------------------------------------------
1. ნახევარმისაბმელის ჩათვლით
დანართი №7
სატვირთო ავტომობილის და მისაბმელის1 გზისთვის ვარგისობის ტესტირების
ოქმი № .............
სარეგისტრაციო ნომერი:
შესატყვისობის სერტიფიკატის ნომერი:
ავტოსატრანსპორტო საშუალების ტიპი და მარკა2:
საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN):
ძრავის ტიპი/ნომერი:
..................................................................................................................................................................
ტესტირების ცენტრის დასახელება, მისამართი და აკრედიტაციის მოწმობის №
როგორც რეგისტრაციის ქვეყანაში 96/96/EC დირექტივის, მასში 2003/27/EC დირექტივით ან სხვა შესაბამისი ცვლილებებით შეტანილი შესწორებების გათვალისწინებით, შესრულების მიზნით შექმნილი და ტესტის ჩასატარებლად სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი საწარმო, ამ ოქმით ადასტურებს, რომ ზემომოყვანილი ავტოსატრანსპორტო საშუალება შეესაბამება ზემოთ აღნიშნული დოკუმენტებით დადგენილ მოთხოვნებს, შემდეგი მოწყობილობებისა და სისტემების სავალდებულო შემოწმების ჩათვლით:
□
სამუხრუჭო სისტემა (მათ შორის, ანტიბლოკირების სისტემა, რომელიც მისაბმელთან შეთავსებადია ან პირიქით)
□
საჭე და საჭის მოწყობილობა 3
□
ხილვადობა
□
მაშუქები, შუქამრეკლები და ელექტრო მოწყობილობა
□
ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება (საბურავების პროტექტორის მინიმალური სიღრმის ჩათვლით)
□
შასი და შასის ნაწილები (უკანა და გვერდითი დამცავი მოწყობილობების ჩათვლით)
□
სხვა მოწყობილობები, მათ შორის:
□
გამაფრთხილებელი სამკუთხედი 3
□
ტაქოგრაფი (არსებობა და ლუქების დაურღვევლობა) 3
□
სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა 3
□
შთანთქმის კოეფიციენტის მნიშვნელობა 3,4 [მ-1]
ხელმოწერები:
გამომცდელი: ცენტრის ხელმძღვანელი:
––––––––––––––––––––––––––––––––––
შემოწმების თარიღი
ბ.ა.
------------------------------------------------
1. ნახევარმისაბმელების ჩათვლით
2. მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) ჩათვლით
3. მისაბმელზე (ნახევარმისაბმელზე) არ ვრცელდება
4. გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის R24.03 წესის ან სხვა შესაბამისი ცვლილებების, ან 72/306/EEC დირექტივის ან სხვა შესაბამისი ცვლილებების შესაბამისად
დანართი №8
ავტოსატრანსპორტო საშუალებების
უწყებრივი სასერტიფიკაციო რეესტრი
№
სერტიფიკატის დასახელება
მფლობელის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება
მფლობე-ლის მისამართი
ავტოსატრანს-პორტო საშუალების ტიპი, მარკა და სარეგისტრაციო ნომერი
სერტიფი-კატის მოქმედე-ბის ვადა
მონაცემები სერტიფიკატის გაუქმების ან მისი დუბლიკატის გაცემის თაობაზე
ნომერი
გაცემის თარიღი
1
2
3
4
5
6
7
8