„საქართველოს სასჯელაღსრულების ორგანოთა მოსამსახურეების ფულადი ანაზღაურების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.000.22.038.013.843
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №818
2009 წლის 25 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულების ორგანოთა მოსამსახურეების ფულადი ანაზღაურების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 21 პუნქტისა და „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. განისაზღვროს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოთა მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოები ამ ბრძანების №1 დანართის შესაბამისად.
2. განისაზღვროს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოთა მოსამსახურეების სახელმწიფო სპეციალური წოდების დანამატი ამ ბრძანების №2 დანართის შესაბამისად.
3. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოს მოსამსახურის სასურსათო ულუფის კომპენსაცია განისაზღვროს თვეში 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით.
4. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის ფულადი სარგო განისაზღვროს თვეში 7(შვიდი) ლარის ოდენობით, ხოლო არასაყაზარმე პირობებში მყოფი სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის ფულადი სარგო განისაზღროს თვეში 66 (სამოცდაექვსი) ლარის ოდენობით. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს გადასცეს დამატებითი ფულადი ანაზღაურება.
5. თანამდებობრივი სარგოს კატეგორიების მინიჭებას ახორციელებს შესაბამისი თანამდებობის პირის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირი.
6. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
დანართი №1
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
| № | თანამდებობების დასახელება | I კატეგორია | II კატეგორია | III კატეგორია |
| 1 | თავმჯდომარე | 2520 | 2270 | 2045 |
| 2 | თავმჯდომარის მოადგილე | 2400 | 2160 | 1945 |
| 3 | თავმჯდომარის თანაშემწე | 2280 | 2050 | 1845 |
| 4 | სამსახურის უფროსი | 1800 | 1620 | 1460 |
| 5 | სამსახურის უფროსის მოადგილე | 1600 | 1455 | 1325 |
| 6 | შტაბის უფროსი | 1500 | 1365 | 1240 |
| 7 | განყოფილების უფროსი | 1200 | 1090 | 990 |
| 8 | საზოგადოებრივი მისაღების უფროსი | 1200 | 1090 | 990 |
| 9 | სამორიგეოს უფროსი | 1020 | 930 | 845 |
| 10 | კანცელარიის უფროსი | 1020 | 930 | 845 |
| 11 | მთავარი ინსპექტორი | 960 | 880 | 810 |
| 12 | უფროსი ინსპექტორი | 780 | 725 | 675 |
| 13 | ინსპექტორი | 685 | 640 | 600 |
| 14 | უფროსი მორიგე ინსპექტორი | 720 | 670 | 620 |
| 15 | უფროსი მორიგე ინსპექტორის თანაშემწე | 540 | 510 | 480 |
| 16 | უფროსი სოციალური მუშაკი | 780 | 725 | 675 |
| 17 | სოციალური მუშაკი | 685 | 640 | 600 |
| 18 | უფროსი სპეციალისტი | 780 | 725 | 675 |
| 19 | სპეციალისტი | 685 | 640 | 600 |
| 20 | მთავარი ბუღალტერი | 1800 | 1620 | 1460 |
| 21 | უფროსი ბუღალტერი | 1020 | 930 | 845 |
| 22 | ბუღალტერი | 805 | 750 | 700 |
| 23 | ტექნიკური მუშაკი | 600 | 565 | 530 |
| 24 | საწყობის გამგე | 840 | 780 | 725 |
| 25 | სამედიცინო სამსახურის უფროსი | 2125 | 2000 | 1800 |
| 26 | ექიმი | 937 | 855 | 800 |
| 27 | საქმისმწარმოებელი | 750 | 670 | 620 |
| 28 | მძღოლი | 400 | 350 | 300 |
| 29 | დამლაგებელი | 400 | 360 | 280 |
2. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საბადრაგო სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
| № | თანამდებობების დასახელება | I კატეგორია | II კატეგორია | III კატეგორია |
| 1 | სამსახურის უფროსი | 1800 | 1620 | 1460 |
| 2 | შტაბის უფროსი | 1080 | 980 | 890 |
| 3 | განყოფილების უფროსი | 900 | 835 | 780 |
| 4 | უფროსი ინსპექტორი | 720 | 670 | 620 |
| 5 | ინსპექტორი | 660 | 625 | 590 |
| 6 | კანცელარიის უფროსი | 780 | 725 | 675 |
| 7 | სამორიგეოს უფროსი | 780 | 725 | 675 |
| 8 | მორიგე ინსპექტორი | 660 | 625 | 590 |
| 9 | მორიგე ინსპექტორის თანაშემწე | 540 | 510 | 480 |
| 10 | ოცეულის მეთაური | 625 | 590 | 560 |
| 11 | ყარაულის უფროსი | 565 | 530 | 495 |
| 12 | ყარაულის უფროსის თანაშემწე | 515 | 490 | 465 |
| 13 | გუშაგი | 480 | 455 | 430 |
3. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
| № | თანამდებობების დასახელება | I კატეგორია | II კატეგორია | III კატეგორია |
| 1 | სამსახურის უფროსი | 2020 | 1820 | 1640 |
| 2 | უფროსის მოადგილე | 1600 | 1455 | 1325 |
| 3 | შტაბის უფროსი | 1600 | 1455 | 1325 |
| 4 | განყოფილების უფროსი | 1145 | 1040 | 945 |
| 5 | განყოფილების უფროსის მოადგილე | 1060 | 965 | 880 |
| 6 | უფროსი ინსპექტორი | 1060 | 965 | 880 |
| 7 | ინსპექტორი | 990 | 910 | 840 |
| 8 | უმცროსი ინსპექტორი | 925 | 850 | 780 |
| 9 | სპეციალისტი | 925 | 850 | 780 |
| 10 | მებრძოლი | 940 | 865 | 795 |
| 11 | ოპერატიული მორიგე ინსპექტორი | 990 | 910 | 840 |
4. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
| № | თანამდებობების დასახელება | I კატეგორია | II კატეგორია | III კატეგორია |
| 1 | განყოფილების უფროსი | 900 | 835 | 780 |
| 2 | განყოფილების უფროსის მოადგილე | 720 | 625 | 590 |
| 3 | ასეულის მეთაური | 660 | 625 | 590 |
| 4 | ასეულის მეთაურის თანაშემწე | 600 | 565 | 530 |
| 5 | ოცეულის მეთაური | 625 | 590 | 560 |
| 6 | ოცეულის მეთაურის მოადგილე | 565 | 530 | 495 |
| 7 | ოცეულის მეთაურის თანაშემწე | 540 | 510 | 480 |
| 8 | ყარაულის უფროსი | 565 | 530 | 495 |
| 9 | ყარაულის უფროსის თანაშემწე | 515 | 490 | 465 |
| 10 | საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის ინსპექტორი | 565 | 530 | 495 |
| 11 | უმცროსი ინსპექტორი | 505 | 480 | 455 |
| 12 | სპეციალისტი | 565 | 530 | 495 |
| 13 | ექიმი | 688 | 640 | 600 |
| 14 | საწყობის გამგე | 600 | 565 | 530 |
| 15 | ბუღალტერი | 600 | 565 | 530 |
| 16 | ტექნიკური მუშაკი | 480 | 455 | 430 |
| 17 | გუშაგი | 265 | 250 | 235 |
5. სასჯელაღსრულების დაწესებულების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
| № | თანამდებობების დასახელება | I კატეგორია | II კატეგორია | III კატეგორია |
| 1 | დირექტორი | 2280 | 2050 | 1845 |
| 2 | დირექტორის პირველი მოადგილე | 1680 | 1515 | 1360 |
| 3 | დირექტორის მოადგილე | 1400 | 1260 | 1135 |
| 4 | განყოფილების უფროსი | 1080 | 980 | 890 |
| 5 | კანცელარიის უფროსი | 960 | 880 | 810 |
| 6 | კადრების უფროსი | 960 | 880 | 810 |
| 7 | სკოლის დირექტორი | 960 | 880 | 810 |
| 8 | სკოლის დირექტორის მოადგილე | 840 | 780 | 725 |
| 9 | მასწავლებელი | 600 | 565 | 530 |
| 10 | უფროსი ინსპექტორი | 780 | 725 | 675 |
| 11 | ინსპექტორი | 685 | 640 | 600 |
| 12 | სპეციალისტი | 685 | 640 | 600 |
| 13 | კონტროლის უფროსი ინსპექტორი | 685 | 640 | 600 |
| 14 | კონტროლის ინსპექტორი | 600 | 565 | 530 |
| 15 | კონტროლიორი | 480 | 455 | 430 |
| 16 | ოპერატიული მორიგე ინსპექტორი | 780 | 725 | 675 |
| 17 | ოპერატიული მორიგე ინსპექტორის თანაშემწე | 685 | 640 | 600 |
| 18 | სოციალური მუშაკი | 685 | 640 | 600 |
| 19 | ფსიქოლოგი (პატიმართათვის) | 685 | 640 | 600 |
| 20 | ბიბლიოთეკის გამგე | 480 | 455 | 430 |
| 21 | ბუღალტერი | 780 | 725 | 675 |
| 22 | საწყობის გამგე | 840 | 780 | 725 |
| 23 | სასადილოს გამგე | 480 | 455 | 430 |
| 24 | ტექნიკური მუშაკი | 600 | 565 | 530 |
| 25 | არქივარიუსი | 600 | 565 | 530 |
| 26 | უფროსი ექიმი | 1000 | 900 | 820 |
| 27 | ექიმი | 688 | 640 | 600 |
| 28 | პროვიზორი | 375 | 350 | 320 |
| 29 | ექთანი | 375 | 350 | 320 |
6. მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
| № | თანამდებობის დასახელება | I კატეგორია | II კატეგორია | III კატეგორია |
| 1 | მთავარი ექიმი | 2 125 | 2000 | 1800 |
| 2 | მთავარი ექიმის მოადგილე | 1750 | 1600 | 1450 |
| 3 | განყოფილების უფროსი | 1060 | 930 | 845 |
| 4 | ლაბორატორიის უფროსი | 1060 | 930 | 845 |
| 5 | აფთიაქის გამგე | 1060 | 930 | 845 |
| 6 | ქირურგი ონკოლოგი | 750 | 670 | 620 |
| 7 | ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი | 750 | 670 | 620 |
| 8 | ექიმი ბაქტერიოლოგი | 750 | 670 | 620 |
| 9 | ექიმი რეაბილიტოლოგი | 750 | 670 | 620 |
| 10 | ფსიქოლოგი | 750 | 670 | 620 |
| 11 | მორიგე ექიმი | 750 | 670 | 620 |
| 12 | ზოგადი ქირურგი | 750 | 670 | 620 |
| 13 | უმცროსი ექიმი | 750 | 670 | 620 |
| 14 | ონკოლოგი | 750 | 670 | 620 |
| 15 | ტრავმატოლოგი | 750 | 670 | 620 |
| 16 | უროლოგი | 750 | 670 | 620 |
| 17 | პროქტოლოგი | 750 | 670 | 620 |
| 18 | ოფთალმოლოგი | 750 | 670 | 620 |
| 19 | ოტოლარინგოლოგი | 750 | 670 | 620 |
| 20 | ქიმიოთერაპევტი | 750 | 670 | 620 |
| 21 | თორაკალისტი | 750 | 670 | 620 |
| 22 | მორიგე ქირურგი | 750 | 670 | 620 |
| 23 | დღის ექიმი | 750 | 670 | 620 |
| 24 | ტრანსფუზიოლოგი | 750 | 670 | 620 |
| 25 | თერაპევტი | 750 | 670 | 620 |
| 26 | კარდიოლოგი | 750 | 670 | 620 |
| 27 | ნევროპათოლოგი | 750 | 670 | 620 |
| 28 | ენდოკრინოლოგი | 750 | 670 | 620 |
| 29 | ინფექციონისტი | 750 | 670 | 620 |
| 30 | ჰეპატოლოგი | 750 | 670 | 620 |
| 31 | დერმატოვენეროლოგი | 750 | 670 | 620 |
| 32 | ფტიზიოპულმონოლოგი | 750 | 670 | 620 |
| 33 | ფსიქიატრი | 750 | 670 | 620 |
| 34 | ნარკოლოგი | 750 | 670 | 620 |
| 35 | მორიგე ფსიქიატრი | 750 | 670 | 620 |
| 36 | ექიმი-ლაბორანტი | 750 | 670 | 620 |
| 37 | ექიმი-რენტგენოლოგი | 750 | 670 | 620 |
| 38 | ექოსკოპისტი | 1250 | 1090 | 990 |
| 39 | ენდოსკოპისტი | 1 250 | 1 090 | 990 |
| 40 | ექიმი-სტომატოლოგი | 1 250 | 1 090 | 990 |
| 41 | ექიმი-ფიზიოთერაპევტი | 750 | 670 | 620 |
| 42 | ფარმაცევტი | 1 060 | 930 | 845 |
| 43 | უფროსი ექთანი | 525 | 500 | 470 |
| 44 | მორიგე ექთანი | 438 | 400 | 380 |
| 45 | დღის ექთანი | 438 | 400 | 380 |
| 46 | ექთანი | 438 | 400 | 380 |
| 47 | საოპერაციოს უფროსი ექთანი | 525 | 500 | 470 |
| 48 | საოპერაციოს ექთანი | 438 | 400 | 380 |
| 49 | შესახვევის ექთანი | 438 | 400 | 380 |
| 50 | რეანიმაციის მორიგე ექთანი | 438 | 400 | 380 |
| 51 | ლაბორანტი | 438 | 400 | 380 |
| 52 | რენტგენ-ლაბორანტი | 500 | 480 | 440 |
| 53 | მორიგე რენტგენ-ლაბორანტი | 500 | 480 | 440 |
| 54 | პროვიზორი | 438 | 400 | 380 |
| 55 | მასაჟისტი | 438 | 400 | 380 |
| 56 | სტატისტიკოსი | 375 | 350 | 320 |
| 57 | დიეტ მედ-და | 438 | 400 | 380 |
| 58 | რეანიმაციის ექთანი | 438 | 400 | 380 |
| 59 | პროზექტორი | 438 | 400 | 380 |
| 60 | დიასახლისი | 375 | 350 | 320 |
| 61 | არქივარიუსი | 375 | 350 | 320 |
| 62 | სანიტარი | 338 | 310 | 290 |
7. ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
| № | თანამდებობის დასახელება | I კატეგორია | II კატეგორია | III კატეგორია |
| 1 | უფროსი ექიმი | 1 060 | 930 | 845 |
| 2 | ფტიზიატრიული განყ. უფროსი | 1 000 | 900 | 820 |
| 3 | ექიმი | 750 | 670 | 620 |
| 4 | ექთანი | 438 | 400 | 380 |
| 5 | ექიმი-რენტგენოლოგი | 750 | 670 | 620 |
| 6 | ექიმი-ლაბორანტი | 750 | 670 | 620 |
| 7 | მიმღების ექთანი | 438 | 400 | 380 |
| 8 | ექთანი-დიეტოლოგი | 525 | 500 | 470 |
| 9 | ლაბორანტი | 438 | 400 | 380 |
| 10 | რენტგენ-ლაბორანტი | 500 | 480 | 440 |
| 11 | მედიცინის სტატისტიკოსი | 375 | 350 | 320 |
| 12 | აფთიაქის გამგე | 1 000 | 900 | 820 |
| 13 | პროვიზორი | 438 | 400 | 380 |
დანართი№2
საქართველოს სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეთა სახელმწიფო სპეციალური წოდებისთვის ხელფასის დანამატი
| სპეციალური წოდება | დანამატი |
| გენერალ-მაიორი | 25 |
| პოლკოვნიკი | 22 |
| ვიცე-პოლკოვნიკი | 20 |
| მაიორი | 18 |
| კაპიტანი | 16 |
| უფროსი ლეიტენანტი | 14 |
| ლეიტენანტი | 12 |
| უმცროსი ლეიტენანტი | 10 |