„საქართველის შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველის შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და ლოგოს შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.013.897
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №1517
2009 წლის 14 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველის შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველის შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და ლოგოს შესახებ
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ფორმის ტანსაცმელი, ატრიბუტიკა და ლოგო დანართის შესაბამისად.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
დანართი
პლანშეტი 1
მამაკაცის ყოველდღიური საზაფხულო ფორმა – მოკლემკლავიანი ღია რუხი ფერის მაისური; შავი ფერის შარვალი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
პლანშეტი 2
მამაკაცის ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა – ღია რუხი ფერის გრძელმკლავიანი პერანგი; შავი ფერის შარვალი; შავი ფერის ჰალსტუხი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
პლანშეტი 3
მამაკაცის ყოველდღიური საზაფხულო ფორმა – მოკლემკლავიანი ღია რუხი ფერის მაისური; შავი ფერის შარვალი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
პლანშეტი 4
მამაკაცის სპეციალური უნიფორმა – შავი ფერის შარვალი; ღია რუხი ფერის გრძელსახელოებიანი პერანგი; მუქი რუხი ფერის ჟილეტი; შავი ფერის ჰალსტუხი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
პლანშეტი 5
მამაკაცის ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა – ღია რუხი ფერის გრძელმკლავიანი პერანგი; მუქი რუხი ფერის ჟაკეტი; შავი ფერის შარვალი; შავი ფერის ჰალსტუხი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
პლანშეტი 6
მამაკაცის ყოველდღიური ზამთრის ფორმა – ღია რუხი ფერის გრძელმკლავიანი პერანგი; მუქი რუხი ფერის ჟაკეტი; შავი ფერის შარვალი; შავი ფერის ქურთუკი; შავი ფერის ჰალსტუხი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
პლანშეტი 7
მამაკაცის ყოველდღიური ზამთრის ფორმა – ღია რუხი ფერის გრძელმკლავიანი პერანგი; მუქი რუხი ფერის ჟაკეტი; შავი ფერის შარვალი; შავი ფერის ქურთუკი; შავი ფერის ჰალსტუხი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
პლანშეტი 8
ქალის ყოველდღიური საზაფხულო ფორმა – მოკლემკლავიანი ღია რუხი ფერის მაისური; შავი ფერის შარვალი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
პლანშეტი 9
ქალის ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო სამსახურებრივი ფორმა – ჩაშვებული ღია რუხი ფერის გრძელმკლავიანი პერანგი; შავი ფერის შარვალი; ღია რუხი ფერის ყელსახვევი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
პლანშეტი 10
ქალის ყოველდღიური ზამთრის სამსახურებრივი ფორმა – ჩაშვებული ღია რუხი ფერის გრძელმკლავიანი პერანგი; მუქი რუხი ფერის ჟაკეტი; შავი ფერის შარვალი; შავი ფერის ქურთუკი, ღია რუხი ფერის ყელსახვევი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი 11
1. სამკლაურის ემბლემა – წარმოადგენს ჰერალდიკურ მრგვალ ფარს. ფარის ვერცხლის (შავ) ველზე გამოსახულია ჰერალდიკური ფარი. ფარი გაკვეთილია ორ ნაწილად; პირველ ნაწილზე მეწამულ (წითელ) ველზე გამოსახულია გადაჯვარედინებული ოქროს გრაგნილი და საწერი ფრთა. მეორე ლურჯ ველზე გამოსახულია ოქროს ლომი; ფარს გარს აკრავს ლაჟვარდის ფერი (ლურჯი) არშია – სადევიზე ბაფთა, რომელზედაც არის ოქროს ფერი (ყვითელი) წარწერა: „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“ და ოქროს ჰერალდიკური ჯვარი.
2. ღილკილო – წარმოადგენს ფორმის ტანსაცმლის საყელოს საბნევს, რომელზეც გამოსახულია გადაჯვარედინებული ოქროს გრაგნილი და საწერი ფრთა
პლანშეტი 12
წოდების აღნიშვნები – სამხრეებისა და სამკლავე დანაკერების (შევრონი) სახით
პლანშეტი 13
სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ლოგო – წარმოადგენს ჰერალდიკურ მრგვალ ფარს. ფარის ვერცხლის (თეთრ) ველზე გამოსახულია ჰერალდიკური ფარი. ფარი გაკვეთილია ორ ნაწილად; პირველ ნაწილზე მეწამულ (წითელ) ველზე გამოსახულია გადაჯვარედინებული ოქროს გრაგნილი და საწერი ფრთა. მეორე ლურჯ ველზე გამოსახულია ოქროს ლომი; ფარს გარს აკრავს ლაჟვარდის ფერი (ლურჯი) არშია – სადევიზე ბაფთა, რომელზედაც არის ოქროს ფერი (ყვითელი) წარწერა: „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“ და ოქროს ჰერალდიკური ჯვარი.