„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.12.2009 ძალადაკარგული 04.06.2015
ნომერი
№223
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.22.027.013.925
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 153, 17/12/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.027.013.925

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №223

2009 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსის და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 27 მაისის №100 ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი თ. ბურჯალიანი

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან 65 წლამდე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1.    უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის დიპლომი).

2.    ადამიანური რესურსების მართვაში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება.

3.    მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.

4.    ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.

5.    საოფისე კომპიუტერული პროგრამების და SPSS ან სხვა შესაბამისი სტატისტიკური/ანალიტიკური პროგრამის სრულყოფილი ცოდნა.

 

საკონკურსო თემატიკა:

1. საქართველოს კონსტიტუცია.

2. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

3. საქართველოს შრომის კოდექსი.

4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

5. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულება.

6. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №217 ბრძანება.