„შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკის ჩანაცვლების მიზნით მათი ღირებულების შეფასების და მიმწოდებლისათვის გადაცემის (დაბრუნების) წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 24 ნოემბრის №1–1/2688 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/2889
სარეგისტრაციო კოდი
040.110.040.22.024.013.954
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 157, 25/12/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.110.040.22.024.013.954

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/2889

2009 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

„შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკის ჩანაცვლების მიზნით მათი ღირებულების შეფასების და მიმწოდებლისათვის გადაცემის (დაბრუნების) წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 24 ნოემბრის №1–1/2688 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკის ჩანაცვლების მიზნით მათი ღირებულების შეფასების და მიმწოდებლისათვის გადაცემის (დაბრუნების) წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 24 ნოემბრის №1–1/2688 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 01.12.2008, №170, მუხ.1747) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკით ჩანაცვლების მიზნით მათი ღირებულების შეფასების და მიმწოდებლისათვის დაბრუნების ან მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზების განმახორციელებელი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ “.

ბ) ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების“ მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:“

გ) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს თანდართული წესი „შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკით ჩანაცვლების მიზნით მათი ღირებულების შეფასების და მიმწოდებლისათვის დაბრუნების ან მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზების განმახორციელებელი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“.

დ) ბრძანებით დამტკიცებული წესის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკით ჩანაცვლების მიზნით მათი ღირებულების შეფასების და მიმწოდებლისათვის დაბრუნების ან მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზების განმახორციელებელი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემის წესი“.

ე) წესის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით და განსაზღვრავს შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკით ჩანაცვლების მიზნით მათი ღირებულების შეფასების და მიმწოდებლისათვის დაბრუნების ან მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზების განმახორციელებელი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემის პირობებს.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემსყიდველ ორგანიზაციას (შემდგომში – შემსყიდველი ორგანიზაცია) უფლება აქვს შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, თუ ხორციელდება შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკით ჩანაცვლება მათი მიმწოდებლებისათვის დაბრუნების ან მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზების განმახორციელებელი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემის მიზნით.

3. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალების და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკით ჩანაცვლებას მათი მიმწოდებლებისათვის დაბრუნების ან მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზების განმახორციელებელი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემის გზით ახორციელებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილი პირობებით“.

ვ) წესის მე-2 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2.

შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკით ჩანაცვლების მიზნით მათი ღირებულების შეფასების და მიმწოდებლისათვის დაბრუნების ან მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზების განმახორციელებელი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემის წესი და პირობები“.

ზ) წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკით ჩანაცვლების შემთხვევაში ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ღირებულების ნაწილი ანაზღაურდება შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის მიმწოდებლისათვის დაბრუნების ან მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზების განმახორციელებელი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემის გზით“.

თ) წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ღირებულება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განისაზღვრება მისი ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის მიმწოდებლისათვის დაბრუნების ან მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზების განმახორციელებელი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემის მომენტისათვის არსებული საბაზრო ღირებულებით. საბაზრო ღირებულება დგინდება დამოუკიდებელი ექსპერტის ან აუდიტის დასკვნით“.

ი) წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალების და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკით ჩანაცვლების მიზნით მათი მიმწოდებლისათვის დაბრუნების ან მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზების განმახორციელებელი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემის მიზნით ფორმდება შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. პოლოლიკაშვილი