„სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 30.12.2009
ძალაში შესვლა 01.01.2010
ძალის დაკარგვა 03.05.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №914
სარეგისტრაციო კოდი ორგანიზაციის, პროგრამის ან ღონისძიების დასახელება
გამოქვეყნების წყარო სსმ, 159, 30/12/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,227 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.12.2009 მიღება
01.01.2010 ძალაში შესვლა
03.05.2011 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
ორგანიზ. კოდი ორგანიზაციის, პროგრამის ან ღონისძიების დასახელება
წლიური თანხა I კვ.
საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლი გეგმა ნაზარდი ჯამით (I კვარტალი, 6 თვე,      9 თვე, წლიური)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Calibri","sans-serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Calibri","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:.2in; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 45.0pt 1.0in 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.014.054 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №914 2009 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ მე-7 მუხლის მე-4 პუნქტისა და 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:     მუხლი 1🔗 1. დამტკიცდეს: ა) „სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესი“ (დანართი №1); ბ) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობა“ (დანართი №2); გ) „სახელმწიფო ხაზინის ცნობა ფინანსური მდგომარეობის შესახებ“ (დანართი №3). 2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 მარტის №189 ბრძანება.     მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.  კ. ბაინდურაშვილი დანართი №1 სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის გადანაწილების წესი     მუხლი 1🔗 1. სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის გადანაწილების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 31-ე მუხლის საფუძველზე. 2. წესი განსაზღვრავს მხარჯავი დაწესებულების, აგრეთვე საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების მექანიზმს. 3. მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილება (შემდგომში – გადანაწილება) შეიძლება განხორციელდეს წლიური საბიუჯეტო კანონით მისთვის დამტკიცებული ასიგნებების „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით“ განსაზღვრული პროცენტის ფარგლებში. 4. მხარჯავი დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი წინადადებისა და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან თანხები შეიძლება გადანაწილდეს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებზე, საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებისათვის დამტკიცებული ასიგნებების „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით“ განსაზღვრული პროცენტის ფარგლებში. 5. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს შეუზღუდავად.  6. წლიური საბიუჯეტო კანონის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადებში მიუღებლობის შემთხვევაში „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ მე-13 მუხლის მიხედვით საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში გადანაწილება უნდა განხორციელდეს ამ წესით განსაზღვრული მექანიზმის შესაბამისად. 7. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს პარლამენტს მისთვის გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილებისათვის ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი უფლების გამოყენება შეუძლია შეუზღუდავად. 8. გადანაწილება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც მხარჯავი დაწესებულების დაქვემდებარებაში მყოფ საბიუჯეტო ორგანიზაციებს, ასევე მხარჯავი დაწესებულების ღონისძიებებს, პროგრამებსა და პროექტებს შორის.  9. ამ მუხლის მე-4, მე-5 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული გადანაწილება შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში. 10. გადანაწილება არ შეიძლება განხორციელდეს გასულ კვარტალებზე, გარდა წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ცვლილებებისა. 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით დაწესებული შეზღუდვა არ ვრცელდება: ა) საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებზე; ბ) წინა პერიოდში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის მიზნით საბიუჯეტო კლასიფიკაციის ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციის ვალდებულებების მუხლში ამავე კლასიფიკაციის, ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის და არაფინანსური აქტივების და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციის მუხლებიდან გადანაწილებაზე. აღნიშნული გადანაწილება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც მხარჯავი დაწესებულების დაქვემდებარებაში მყოფ საბიუჯეტო ორგანიზაციებს, ასევე მხარჯავი დაწესებულების ღონისძიებებს, პროგრამებსა და პროექტებს შორის.     მუხლი 2🔗 1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ეფექტიანად ხარჯვის მიზნით მხარჯავი დაწესებულება გადანაწილების შესახებ მოთხოვნას (შემდეგში – მოთხოვნა) წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ხოლო საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილებაზე წინადადებებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული შესაბამისი საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების განმკარგავი. 2. მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარედგინება წერილობითი ფორმით. წერილში აუცილებელია მოყვანილ იქნეს შესაბამისი დასაბუთება მხარჯავი დაწესებულების მიერ მოთხოვნილ გადანაწილებაზე. მხარჯავ დაწესებულებას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა წერილის შინაარსსა და გადანაწილების მიზანშეწონილობაზე. წერილს უნდა დაერთოს სახელმწიფო ხაზინის ცნობა ფინანსური მდგომარეობის შესახებ დანართი №3-ის შესაბამისად. 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენილ მოთხოვნაზე პასუხის მიღებამდე, მხარჯავმა დაწესებულებამ სახელმწიფო ხაზინაში არ უნდა წარადგინოს „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანებით გათვალისწინებული ვალდებულებების დოკუმენტი იმ თანხებზე, რომლებზედაც არსებობს მოთხოვნა. 4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტი განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არა უგვიანეს 15 სამუშაო დღისა საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს გადანაწილების თაობაზე. 5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანხმობის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტი ამზადებს ცვლილებას წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების შესახებ. 6. წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებები ზუსტდება ამ წესით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობით (ორ ეგზემპლარად) დანართი №2-ის შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება სახელმწიფო ხაზინას.  7. სახელმწიფო ხაზინა თანხების გაცემას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობით მხარჯავი დაწესებულებების დაზუსტებული გეგმის შესაბამისად. 8. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გადანაწილებაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ მხარჯავ დაწესებულებას ეცნობება წერილით.     მუხლი 3🔗  1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობით ასევე ზუსტდება საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებით გათვალისწინებული ასიგნებები. ამ შემთხვევაშიც წლიური გეგმის დაზუსტება და თანხების გაცემა ხორციელდება ამ წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად. 2. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან ასიგნებები გამოიყოფა შესაბამისი სამართლებრივი აქტით ან/და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დანართი №2 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობა №  20--- წლის ------ --------------- (მხარჯავი დაწესებულების ან საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების დასახელება, ორგ. კოდი)  (ცვლილების საფუძველი, თარიღი, ნომერი) (ცვლილების შინაარსი)                                                                                                   /ლარებში/ ორგანიზ. კოდი ორგანიზაციის, პროგრამის ან ღონისძიების დასახელება საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლის დასახელება ცვლილება (+ზრდა/-კლება) წლიური თანხა I კვ. II კვ. III კვ. IV კვ. სულ ჯამი დაფარვის ან სახსრების მიმართვის წყაროები: 1. დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნება. 2. საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი. 3. საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი. 4. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი. 5. წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა. 6. დანარჩენი ცვლილება. საბიუჯეტო დეპარტამენტის               საბიუჯეტო პოლიტიკისა და ნაერთი ბიუჯეტის უფროსი:                                                              ფორმირების სამმართველოს უფროსი: დანართი №3 სახელმწიფო ხაზინის ცნობა ფინანსური მდგომარეობის შესახებ რიცხვი –– თვე –– წელი –– ორგანიზაციული კოდი –– დასახელება –––– საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლი გეგმა ნაზარდი ჯამით (I კვარტალი, 6 თვე,      9 თვე, წლიური) ვალდებულება რესურსი მიმდინარე კვარტალის გეგმა  პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა                          შტამპი