სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.12.2011 ბოლო ცვლილება 01.11.2023
ნომერი
№637
სარეგისტრაციო კოდი
190040000.22.033.016291
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №637

2011 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-7 მუხლის მე-4 ნაწილისა და 31-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

1. დამტკიცდეს „სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესი“.

 2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011წლის 27აპრილის№259ბრძანება.

    მუხლი 2

 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

 დ. გვინდაძე

  სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესი

    მუხლი 1

1. სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე.

 2. ეს წესი განსაზღვრავს მხარჯავი დაწესებულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების,წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან სამართლებრივი აქტის საფუძველზე მხარჯავი დაწესებულებისთვის ან/და საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების პროგრამული კოდისთვის გამოყოფილი სახსრების, აგრეთვე საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების მექანიზმს.

 3. სახელმწიფო ბიუჯეტით მხარჯავი დაწესებულების ათვის განსაზღვრული პროგრამების ასიგნებებს შორის თანხების გ ა დანა წილება შეიძლება განხორციელდეს წლიური საბიუჯეტო კანონით მისთვის დამტკიცებული ასიგნებების საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული პროცენტის ფარგლებში.

 4. მხარჯავი დაწესებულებ ები ს ერთი პროგრამის ფარგლებში არსებული ქვეპროგრამების და საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების ასიგნებებ ი ს კვარტლებს, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის თანხების გადანაწილება (შემდგომში - გადანაწილება) შეიძლება განხორციელდეს ამ ბრძანებით დადგენილი წესით, შეუზღუდავად.

5. მხარჯავი დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი წინადადებისა და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან თანხები შეიძლება გადანაწილდეს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებზე, საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებისათვის დამტკიცებული ასიგნებების საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული პროცენტის ფარგლებში.

6. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად სამართლებრივი აქტის საფუძველზე საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელები დან გამოყოფილი სახსრების გადანაწილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით შესაძლებელია განხორციელდეს შეუზღუდავად.

7. წლიური საბიუჯეტო კანონის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადებში მიუღებლობის შემთხვევაში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში გადანაწილება უნდა განხორციელდეს ამ წესით განსაზღვრული მექანიზმის შესაბამისად.

8. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს პარლამენტს სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილებისათვის ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი უფლების გამოყენება შეუძლია შეუზღუდავად.

    მუხლი 2

1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ეფექტიანად ხარჯვის მიზნით მხარჯავი დაწესებულება გადანაწილების შესახებ მოთხოვნას (შემდგომში – მოთხოვნა) წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ხოლო საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების კვარტლებს, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის თანხების გადანაწილებაზე,საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თვის წარდგენილ მოთხოვნა ში აუცილებელია მოყვანილ იქნეს შესაბამისი დასაბუთება მხარჯავი დაწესებულების მიერ მოთხოვნილ გადანაწილებაზე. მხარჯავ დაწესებულებას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მოთხოვნის შინაარსსა და გადანაწილების მიზანშეწონილობაზე.

3. მხარჯავი დაწესებულება ვალდებულია მოთხოვნაში ცალკე გამიჯნოს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელები დან სამართლებრივი აქტით ამავე მხარჯავი დაწესებულებისთვის გამოყოფილი სახსრების გადანაწილებაზე ინფორმაცია თითოეული სამართლებრივი აქტის და ამ აქტის საფუძველზე გამოყოფილი სახსრების წყაროს მიხედვით.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენილ მოთხოვნაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, მხარჯავმა დაწესებულებამ სახელმწიფო ხაზინაში არ უნდა წარადგინოს „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანებით გათვალისწინებული ვალდებულებების და მოთხოვნის დოკუმენტ ებ ი იმ თანხებზე, რომლებზედაც არსებობს გადანაწილების მოთხოვნა.

5. სახელმწიფო ბიუჯეტით მხარჯავი დაწესებულების ათვის გამოყოფილი ასიგნებების კვარტლებს, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე მხარჯავი დაწესებულების მოთხოვნას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას 15 სამუშაო დღის ვადაში.

6. სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილებაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გადანაწილება ხორციელდება საბიუჯეტო კლასიფიკაციის იმ დეტალიზაციის დონეზე, რომელიც მხარჯავი დაწესებულებისთვის დამტკიცებულია სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ წლიური კანონით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ გადანაწილებ ით არ იცვლება საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებით განსაზღვრული ასიგნებების წლიური მოცულობა (ხორციელდება მხოლოდ კვარტლებს შორის ასიგნებების გადანაწილება), გადაწყვეტილების მიღებ აზე ასევე უფლებამოსილ ი ა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველ ი მოადგილე.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული გადანაწილების გარდა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალური ან/და ყოველთვიური განწერით მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გადანაწილებაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტი თავად იღებს გადაწყვეტილებას ან გადანაწილების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, შესაბამის წინადადებებს წარუდგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს.

8. ასიგნებების გადანაწილებაზე მიღებული დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტი ამზადებს ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ელექტრონული ფორმით და ახორციელებს ცვლილებას განწერით დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების მიზნით ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

9. ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობ ა ს ადასტურებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი ან/და საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და ამავე დეპარტამენტის სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველოს უფროსი. აღნიშნულ ცნობას ენიჭება თარიღი და ნომერი.

10. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის ელექტრონული ფორმით ასევე ზუსტდება საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებით გათვალისწინებული ასიგნებები.

11. განხორციელებული ცვლილებები მხარჯავი დაწესებულებისათვის ხელმისაწვდომი გახდება ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გადანაწილებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მხარჯავ დაწესებულებას ეცნობება წერილობით.