„სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№407
სარეგისტრაციო კოდი
190040000.22.033.017750
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/11/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №407

2023 წლის 1 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 30/12/2011, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.22.033.016291) დამტკიცებულ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.ა“ და „ბ2.ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების  ნაწილში“ (დანართი №2) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) მე-8  და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლა მოთხოვნას მისთვის დამტკიცებული ბიუჯეტის განწერაში ცვლილების შეტანის შესახებ წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრს, რომელიც ხარჯთაღრიცხვის ცვლილების შესაბამისი ელექტრონული ცნობით  ახორციელებს მოთხოვნილი ცვლილების ასახვას ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget), გარდა ამ მუხლის მე-9, 91 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

9. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლები მოთხოვნას, მათთვის დამტკიცებული ბიუჯეტის განწერაში ცვლილების შეტანის შესახებ, წარუდგენენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომელიც ხარჯთაღრიცხვის ცვლილების შესაბამისი ელექტრონული ცნობით  ახორციელებს მოთხოვნილი ცვლილების ასახვას ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget).“;

ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „91“ პუნქტი:

„91. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლები  მოთხოვნას მათთვის დამტკიცებული ბიუჯეტის განწერაში ცვლილების შეტანის შესახებ წარუდგენენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრს, რომელიც ხარჯთაღრიცხვის ცვლილების შესაბამისი ელექტრონული ცნობით  ახორციელებს მოთხოვნილი ცვლილების ასახვას ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget).“.

2. მე-2 მუხლის:

 ა) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1​1. ამ წესის პირველი მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სკოლების ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობებს ადასტურებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.“;

ბ) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „12“ პუნქტი:

„12. ამ წესის პირველი მუხლის 91 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სკოლების ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობებს ადასტურებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობების დადასტურების შემდგომ.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ნოემბრიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.11.2023.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 01.11.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №407. სარეგისტრაციო კოდი — 190040000.22.033.017750.
რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.11.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №407, 01.11.2023, სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017750 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.11.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5954929/