„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
- სოციალური დახმარების შესახებ 28.07.2006
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №348 |
|
2018 წლის 29 ივნისი ქ. თბილისი |
1. მე-5 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საარსებო შემწეობის გაცემა ჩერდება ოჯახის განმეორებითი შეფასების პერიოდში, გარდა ამ მუხლის 41 პუნქტისა და ამ წესის მე-11 მუხლის მე-18 პუნქტისა. გადამოწმების შედეგად, მინიჭებული სარეიტინგო ქულის საფუძველზე, ოჯახს უგრძელდება (აღუდგება) ან უწყდება საარსებო შემწეობა. თუ გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე, ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის გაცემა აღუდგება შეჩერების თვიდან.“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. 2018 წლის 1 ივნისის შემდეგ ოჯახში განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილების – ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების შემთხვევაში, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების შემდეგ სპეციალური ფორმის დოკუმენტის – ოჯახის დეკლარაციის მონაცემთა ბაზაში განთავსებამდე ოჯახს გადაუანგარიშდება დანიშნული საარსებო შემწეობა, ოჯახის გარდაცვლილი წევრ(ებ)ის კუთვნილი თანხის გამოკლებით. თუ გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე, ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის გაცემა გაუგრძელდება გადამოწმების შედეგად ოჯახის წევრთა რაოდენობიდან და მინიჭებული სარეიტინგო ქულის ოდენობიდან გამომდინარე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მინიჭებული სარეიტინგო ქულა აღემატება ამ წესით დადგენილ ზღვრულ ოდენობას, ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების შემთხვევაში, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების შემდეგ სპეციალური ფორმის დოკუმენტის – ოჯახის დეკლარაციის მონაცემთა ბაზაში განთავსებამდე გაცემული საარსებო შემწეობა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.“.
2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) ოჯახში განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილების – ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების შემთხვევაში, ავტომატურად გადაუანგარიშოს დანიშნული საარსებო შემწეობა ოჯახს, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასებამდე და სპეციალური ფორმის დოკუმენტის – ოჯახის დეკლარაციის მონაცემთა ბაზაში განთავსებამდე ოჯახის გარდაცვლილი წევრ(ებ)ის კუთვნილი თანხის გამოკლებით.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.06.2018.
- როდის იქნა მიღებული „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.06.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №348. სარეგისტრაციო კოდი — 280120000.10.003.020663.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.06.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №348, 29.06.2018, სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.020663 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4241193/