„ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№35
სარეგისტრაციო კოდი
430210000.10.003.021050
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/02/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №35

2019 წლის 8 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქარ­თვე­ლოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/09/2015,  430210000.10.003.018862) და დადგენილების:

1. პირველი მუხლის:

 ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „8. საჯარო სკოლებს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დადგენილი წესით და ოდენობით, ყოველთვიურად გამოეყოფა დაფინანსება:

ა) უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი;

ბ) წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი;

გ) მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი;

დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში (შემდგომში – სქემა) განაწილებულ მასწავლებელს სქემაში განაწილებამდე მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე ეძლეოდა დანამატი/დანამატები (გარდა კლასკომპლექტით სწავლების დანამატის, არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართულის, როგორც მეორე ენის, საქართველოს ისტორიის, საქართველოს გეოგრაფიის სწავლების დანამატის, კლასის დამრიგებლობის დანამატის, მოსწავლეებისათვის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსის წარმართვის დანამატისა და სრულზე მეტი დატვირთვისათვის, კვირაში 19-დან 25 საგაკვეთილო საათის ჩათვლით, მასწავლებლის სრული განაკვეთის თანამდებობრივ სარგოზე არსებული დანამატისა), რის გამოც მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე გასაცემი აღნიშნული დანამატის/დანამატების ჯამური ოდენობა მეტია სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატზე, რადგან სქემაში  მასწავლებლად განაწილების შემდგომ მას უნარჩუნდება მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე გასაცემი დანამატის ის ოდენობა, რომელიც ეძლეოდა მას სქემაში განაწილებამდე.“;

ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. საჯარო სკოლას, ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსებისა და ამავე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, ყოველთვიურად გამოეყოს დაფინანსება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპენსიო შენატანისთვის, დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით.“;

გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „9. იმ საჯარო სკოლების ნუსხას, რომელთაც ამ მუხლის პირველი,  მე-4 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული დაფინანსების გარდა, ესაჭიროებათ დამატებით დაფინანსება, შესაბამის დამატებითი დაფინანსების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.“;

დ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სამედიცინო კაბინეტის ფუნქციონირების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შერჩეულ საჯარო სკოლებს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული  დაფინანსების  გარდა,  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, ყოველთვიურად გამოეყოფა დამატებითი დაფინანსება საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო კაბინეტში დასაქმებული თითოეული შტატგარეშე მოსამსახურის  შრომის  ანაზღაურებისათვის  395  ლარის  ოდენობითა და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპენსიო შენატანისთვის, დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით.“.

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. ყოველ წელს კერძო სკოლებზე გასაცემი ვაუჩერის ოდენობას დააკლდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალების ბეჭდვისა და აკინძვის ღირებულების პროპორციული თანხა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრსა და კერძო სკოლას შორის გაფორმებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალების მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე