“ტექნიკური რეგლამენტის “საბაჟო ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დასვების სერტიფიკატის გაცემის წესის” დამტკიცების თაობაზე”
მიღების თარიღი 04.01.2010
ძალის დაკარგვა 20.06.2010
გამომცემი ორგანო ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.22.037.014.074
გამოქვეყნების წყარო სსმ, 3, 12/01/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (13)
| 1 | 2 |
| 10. გამოვლენილი უწესივრობები Defects noted | 11. უწესივრობების აღმოფხვრა Rectification of defects |
| ორგანო Authority | ბეჭედი Stamp |
| 10. გამოვლენილი უწესივრობები Defects noted | 11. უწესივრობების აღმოფხვრა Rectification of defects |
| 1. სატვირთო განყოფილების შემადგენელი ელემენტები: | 2. ჩამკეტი მოწყობილობები |
| 1.1 კედლები | |
| 1.2 იატაკი | |
| 1.3 კარები | |
| 1.4 ჭერი | |
| 1.5 დგარები | |
| 1.6 ჩარჩოები (თაღები) | |
| 1.7 განივები | |
| № | სერტიფი-კატის ნომერი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“ტექნიკური რეგლამენტის “საბაჟო ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დასვების სერტიფიკატის გაცემის წესის” დამტკიცების თაობაზე”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"Lucida Sans Unicode"; panose-1:2 11 6 2 3 5 4 2 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:LitNusx_LB;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 45.0pt 1.0in 42.55pt;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section2 {page:Section2;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.22.037.014.074
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის
ბრძანება №01
2010 წლის 4 იანვარი
ქ. თბილისი
ტექნიკური რეგლამენტის „საბაჟო ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების სერტიფიკატის გაცემის წესი“ დამტკიცების თაობაზე
„ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივნისის №128 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის პირველი მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ტექნიკური რეგლამენტი „საბაჟო ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების სერტიფიკატის გაცემის წესი“ №№1-4 დანართებთან ერთად.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ბოკუჩავა
ტექნიკური რეგლამენტი
„საბაჟო ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების სერტიფიკატის გაცემის წესი“
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ტექნიკური რეგლამენტი „საბაჟო ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების სერტიფიკატის გაცემის წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და მისი მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) საბაჟო ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე დაშვების სერტიფიკატის (შემდგომში – სერტიფიკატი) გაცემის (მათ შორის, დუბლიკატის), გაცემაზე უარის თქმის, მოქმედების ვადის გაგრძელების, გაუქმებისა და გამოყენების პირობებს.
2. სერტიფიკატის გაცემა, გაცემაზე უარის თქმა, მოქმედების ვადის გაგრძელება, დუბლიკატის გაცემა და გაუქმება ხორციელდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის (შემდგომში – ადმინისტრაცია) მიერ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს, ამ წესის მიზნებისათვის, გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალება – საქართველოში კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გამოიყენება ტვირთის საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვისათვის (მისაბმელის/ნახევარმისაბმელის ჩათვლით);
ბ) საბაჟო ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ავტოსატრანსპორტო საშუალების სატვირთო განყოფილებ(ებ)ის კონსტრუქციისა და მოწყობილობის შესაბამისობას „საერთაშორისო საგზაო გადაზიდვის წიგნაკის გამოყენებით ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვის შესახებ“ 1975 წლის 14 ნოემბრის საბაჟო კონვენციით (შემდგომში – ტირ კონვენცია) განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებთან და წარმოადგენს საბაჟო ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების საფუძველს;
გ) განმცხადებელი – პირი, რომელიც ფლობს ან/და ექსპლუატაციას უწევს ავტოსატრანსპორტო საშუალებას, ან მისი წარმომადგენელი, რომელიც სერტიფიკატის მისაღებად, მოქმედების ვადის გასაგრძელებლად მიმართავს განცხადებით ადმინისტრაციას;
დ) ტირ კარნეტი – საერთაშორისო საბაჟო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ყველა საბაჟო გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდის საერთაშორისო გარანტიის არსებობას და უზრუნველყოფს საბაჟო პროცედურების გამარტივებასა და დაჩქარებას საბაჟო ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვისას;
ე) ავტოსატრანსპორტო საშუალების ძირითადი მახასიათებლები – ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული სერტიფიკატის 1–6 პუნქტებით გათვალისწინებული მახასიათებლები.
მუხლი 3🔗. მოთხოვნები ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმართ საბაჟო ლუქების გამოყენებით ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვაზე დაშვებისათვის
1. საბაჟო ლუქების გამოყენებით ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვაზე დაიშვება ის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის სატვირთო განყოფილება(ები) კონსტრუირებული და მოწყობილია ისეთნაირად, რომ:
ა) შეუძლებელი იყოს დალუქული სატვირთო განყოფილებ(ებ)იდან ტვირთის ამოღება, ასევე მათში ტვირთის დატვირთვა საბაჟო ლუქების ან/და კონსტრუქციის დაზიანების შესამჩნევი კვალის დატოვების გარეშე;
ბ) შეუძლებელი იყოს საიდუმლო სათავსოების არსებობა ტვირთის დამალვისათვის;
გ) შესაძლებელი იყოს საბაჟო ლუქების მარტივად და საიმედოდ დადება;
დ) ადვილი მისადგომი იყოს საბაჟო დათვალიერებისათვის ტვირთისათვის განკუთვნილი ყველა ადგილი.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოთხოვნების შესასრულებლად ავტოსატრანსპორტო საშუალების სატვირთო განყოფილებ(ებ)ის კონსტრუქცია და მოწყობილობა უნდა შეესაბამებოდეს ტირ კონვენციის მე-2 დანართით გათვალისწინებულ ტექნიკურ პირობებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ, რომლებიც დაიშვებიან ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვაზე საბაჟო ლუქების გამოყენებით.
მუხლი 4🔗. სერტიფიკატის დამზადების, გაცემის პირობები და პროცედურები
1. სერტიფიკატის ბლანკი იბეჭდება ტიპოგრაფიული წესით ორად დაკეცილ A3 ფორმატის თეთრ ქაღალდზე, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ამ წესის №1 დანართში მოყვანილი ნიმუშის მიხედვით. სერტიფიკატს გააჩნია ნომერი, რომელიც შედგება 7 არაბული ციფრისაგან, რომელთაგან პირველი სამი აღნიშნავს „საბაჟო ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაშვების სერტიფიკატების უწყებრივ რეესტრში“ (დანართი №4) (შემდგომში – რეესტრი) რეგისტრაციის ნომერს, ხოლო დანარჩენი ოთხი სერტიფიკატის გაცემის წელს.
2. სასერტიფიკაციო პროცედურები ხორციელდება სამ ეტაპად:
ა) I ეტაპი – წინასასერტიფიკაციო პროცედურა, რომელიც მოიცავს:
ა.ა) განცხადებისა და თანდართული საბუთების ადმინისტრაციაში წარდგენას;
ა.ბ) ადმინისტრაციის მიერ განცხადებისა და თანდართული საბუთების წინასწარ განხილვას და შეფასებას;
ბ) II ეტაპი – ადმინისტრაციის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმება, მისი ტირ კონვენციით გათვალისწინებულ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით;
გ) III ეტაპი – ადმინისტრაციის მიერ გადაწყვეტილების მიღება და სერტიფიკატის გაცემა (მოქმედების ვადის გაგრძელება) ან გაცემაზე (მოქმედების ვადის გაგრძელებაზე) უარის თქმა.
3. განმცხადებელმა სერტიფიკატის მისაღებად (მოქმედების ვადის გასაგრძელებლად) ადმინისტრაციას უნდა წარუდგინოს განცხადება საბაჟო ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების სერტიფიკატის გაცემის (მოქმედების ვადის გაგრძელების) შესახებ (დანართი №2), რომელსაც თან უნდა ახლდეს:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) ფოტოსურათები ან ნახაზები, ავტოსატრანსპორტო საშუალების უკანა (სარეგისტრაციო ნომრის ჩვენებით) და გვერდითი ხედებით, აგრეთვე წინა ხედითაც, თუ წინა მხარეს გააჩნია აღდგენილი (გარემონტებული) ნაწილები;
გ) მოქმედი სერტიფიკატის, თუ განმცხადებელი ითხოვს სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებას.
4. განცხადება სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განმცხადებლის მიერ უნდა იქნეს წარდგენილი ადმინისტრაციაში მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე არა უგვიანეს თორმეტი დღით ადრე მაინც. ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაცია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
5. განმცხადებლის მიმართვის საფუძველზე, ადმინისტრაცია, განცხადების ადმინისტრაციაში რეგისტრაციის დღიდან 3 დღის ვადაში ახორციელებენ განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ წესის, ტირ კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას.
6. განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ წესის, ტირ კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, ადმინისტრაცია განცხადების ადმინისტრაციაში რეგისტრაციის დღიდან 10 დღის ვადაში, ახორციელებს ავტოსატრანსპორტო საშუალების სატვირთო განყოფილებ(ებ)ის კონსტრუქციისა და მოწყობილობის შემოწმებას, მათი ტირ კონვენციის მე-2 დანართში მოყვანილ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის დასადგენად.
7. ავტოსატრანსპორტო საშუალების სატვირთო განყოფილებ(ებ)ის კონსტრუქციისა და მოწყობილობის შემოწმების შედეგები ფორმდება საბაჟო ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დასაშვებად შესაბამისობის შეფასების ოქმით (დანართი №3).
8. ავტოსატრანსპორტო საშუალების სატვირთო განყოფილებ(ებ)ის კონსტრუქციისა და მოწყობილობის ამ წესით, ტირ კონვენციითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, ადმინისტრაცია განმცხადებელს მიუთითებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განსაზღვრავს ვადას (რომელიც არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები), რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და ადმინისტრაციაში წარადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი ან წერილობითი ინფორმაცია, რომლის წარდგენიდან 2 დღის ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალება ხელმეორედ მოწმდება ადმინისტრაციის მიერ და ფორმდება საბაჟო ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დასაშვებად შესაბამისობის შეფასების (დანართი №3) ოქმი.
9. ადმინისტრაცია, წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების სატვირთო განყოფილებ(ებ)ის შესაბამისობის შეფასების შემდეგ განიხილავს მის შედეგებს და ღებულობს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გაცემის (მოქმედების ვადის გაგრძელების) ან გაცემაზე (მოქმედების ვადის გაგრძელებაზე) უარის თქმის თაობაზე.
10. სერტიფიკატის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ადმინისტრაციის მიერ ივსება სერტიფიკატის (დანართი №1) 1–7 პუნქტები, ხოლო მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – სერტიფიკატის მე-9 პუნქტი. ადმინისტრაციის მიერ გაცემული სერტიფიკატის მე-8 პუნქტი არ ივსება, რადგანაც საქართველოს კანონმდებლობით ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას. სერტიფიკატი რეესტრში გატარების შემდეგ გაიცემა განმცხადებელზე, ხოლო სერტიფიკატის ასლი ინახება ადმინისტრაციაში.
11. სერტიფიკატი გაიცემა (მისი მოქმედების ვადა გაგრძელდება), ადმინისტრაციის მიერ სერტიფიკატის გაცემის (მოქმედების ვადის გაგრძელების) თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში.
12. ადმინისტრაცია არ გასცემს სერტიფიკატს (არ აგრძელებს სერტიფიკატის მოქმედების ვადას), თუ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების სატვირთო განყოფილებ(ებ)ის კონსტრუქცია და მოწყობილობა არ აკმაყოფილებს ამ წესით, ტირ კონვენციითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და ადმინისტრაციის მიერ გამოვლენილი ნაკლოვანებები არ იქნა გამოსწორებული ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილ ვადაში.
13. ადმინისტრაციამ სერტიფიკატის გაცემის, აგრეთვე, დუბლიკატის გაცემის, მოქმედების ვადის გაგრძელების ან გაუქმების შესახებ მონაცემები შეაქვს რეესტრში, გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში.
14. ნებისმიერ პირს უფლება აქვს გაეცნოს რეესტრში არსებულ მონაცემებს.
15. ადმინისტრაციის გადაწყვეტილება სერტიფიკატის გაცემის (მოქმედების ვადის გაგრძელების), გაცემაზე (მოქმედების ვადის გაგრძელებაზე) უარის თქმის ან გაუქმების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5🔗. სერტიფიკატის გამოყენება, დუბლიკატის გაცემა, მოქმედების ვადა, გაუქმება
1. სერტიფიკატი გამოყენებული უნდა იქნეს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის, რომელზედაც ის გაიცა.
2. სერტიფიკატი უნდა ინახებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებაში და მოთხოვნისთანავე წარედგინოს შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელს.
3. სერტიფიკატის დაკარგვის ან ისეთი დაზიანების შემთხვევაში, როდესაც მისი გამოყენება შეუძლებელია, მისმა მფლობელმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ადმინისტრაციას. ადმინისტრაცია ვალდებულია 2 დღის ვადაში გასცეს სერტიფიკატის დუბლიკატი დაკარგული (დაზიანებული) სერტიფიკატის მოქმედების ვადით. დაზიანებული სერტიფიკატი უბრუნდება ადმინისტრაციას.
4. სერტიფიკატი გაიცემა ორი წლის ვადით. სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება ადმინისტრაციის მიერ ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილი სასერტიფიკაციო პროცედურების დაცვით.
5. თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება დაზიანდა და გამოვლინდა ისეთი უწესივრობა, რომლის გამოც ეს ავტოსატრანსპორტო საშუალება ვერ აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, იგი, საბაჟო ლუქებით ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვისათვის დაიშვება გამოვლენილი უწესივრობის აღმოფხვრისა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული უწესივრობის არსებობისა და მისი აღმოფხვრის თაობაზე ჩანაწერებს სერტიფიკატის მე-10 და მე-11 პუნქტებში ახორციელებენ და უწესივრობის არსებობის შემთხვევაში მის აღმოფხვრამდე ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო ლუქების გამოყენებით გადაზიდვის განხორციელების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ ტირ კონვენციის მონაწილე ქვეყნების საბაჟო ორგანოები, ამ კონვენციის მე-3 დანართის მე-19–21 პუნქტების შესაბამისად.
7. სერტიფიკატი ძალადაკარგულად ითვლება და უქმდება თუ:
ა) გაუვიდა მოქმედების ვადა;
ბ) შეიცვალა ავტოსატრანსპორტო საშუალების ძირითადი მახასიათებლები;
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
დანართი №1
საბაჟო ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე
ავტოსატრანსპორტო საშუალების
დაშვების სერტიფიკატი
APPROVAL CERTIFICATE
of a road vehicle for the transport of goods
under Customs seal
სერტიფიკატი № 000/0000__________________________________
Certificate No
1975 წლის 14 ნოემბრის ტირ კონვენცია
TIR Convention of 14 November 1975
გაცემულია:
Issued by :
(გამცემი ორგანო)(Competent Authority)
1-
იდენტიფიკაცია IDENTIFICATION
სერტიფიკატი № Certificate No
რეგისტრაციის №
Registration No ____________________________________________________________
2. ავტოსატრანსპორტო საშუალების ტიპი
Type of vehicle ___________________________________________
3. შასის №
Chassis No ________________________________________________________________
4. მარკა (დამამზადებელი)
Trade mark (or name of manufacturer) _____________________________________________
5.სხვა მონაცემები
Other particulars ____________________________________________________________
6. დანართების რაოდენობა
Number of annexes _________________________________________________________
7. დაშვება *
APPROVAL*
ძალაშია
Valid until
ინდივიდუალური დაშვება
individual approval
დაშვება კონსტრუქციის ტიპის მიხედვით
approval by design type
ნებართვის № (საჭიროების შემთხვევაში)
Authorization No (if applicable) ____________________________________
ბეჭედი
Stamp
გაცემის ადგილი
Place ______________________________________________________
თარიღი
Date ____________________________________________________
ხელმოწერა
Signature ____________________________________________________
8. mflobeli (დამამზადებელი, მესაკუთრე ან ექსპლუატანტი) (მხოლოდ არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის)
HOLDER (manufacturer, owner or operator) (for unregistered vehicles only)
დასახელება (სახელი, გვარი) და მისამართი
Name and address ____________________________________________________________
___________________________________________________________
9. moqmedebis vadis gagrZeleba RENEWALS
ძალაშია
Valid until
მოქმედების ვადის
გაგრძელების ადგილი
Place
თარიღი
Date
ხელმოწერა
Signature
ბეჭედი
Stamp
*- mark applicable alternative with an «X»*- აღნიშნეთ «X»-ით შესაბამის უჯრაში
SeniSvnebi (ივსება კომპეტენტური ორგანოს მიერ)
REMARKS (reserved for the use of Competent Authorities)
სერტიფიკატი №
Certificate No
10. გამოვლენილი უწესივრობები
Defects noted
11. უწესივრობების აღმოფხვრა
Rectification of defects
ორგანო
Authority
ბეჭედი
Stamp
ორგანო
Authority
ბეჭედი
Stamp
ხელმოწერა
Signature
ხელმოწერა
Signature
10. გამოვლენილი უწესივრობები
Defects noted
11 უწესივრობების აღმოფხვრა
Rectification of defects
ორგანო
Authority
ბეჭედი
Stamp
ორგანო
Authority
ბეჭედი
Stamp
ხელმოწერა
Signature
ხელმოწერა
Signature
10. გამოვლენილი უწესივრობები
Defects noted
11. უწესივრობების აღმოფხვრა
Rectification of defects
ორგანო
Authority
ბეჭედი
Stamp
ორგანო
Authority
ბეჭედი
Stamp
ხელმოწერა
Signature
ხელმოწერა
Signature
12. სხვა შენიშვნები
Other remarks
მნიშვნელოვანი მითითებები
IMPORTANT NOTICE
1. თუ სერტიფიკატის გამცემი ორგანო საჭიროდ თვლის, სერტიფიკატს დანართის სახით თან უნდა დაერთოს მის მიერ დამოწმებული ფოტოსურათები ან ნახაზები. დანართების რაოდენობა მიეთითება ორგანოს მიერ სერტიფიკატის მე-6 პუნქტში.
When the authority which has granted the approval considers it necessary, photographs or diagrams authenticated by the authority shall be attached to the approval certificate. The number of those documents shall then be inserted by the competent authority, under item No.6 of the certificate.
2. სერტიფიკატის ორიგინალი (და არა მისი ფოტო ან ქსეროასლი) უნდა ინახებოდეს
ავტოსატრანსპორტო საშუალებაში.
The certificate shall be kept on the road vehicle. This must be the original of the certificate, not, however, a photocopy.
3. ავტოსატრანსპორტო საშუალება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ წარდგენილი უნდა იქნეს შესამოწმებლად და, საჭიროების შემთხვევაში, სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებთან ან, თუ რეგისტრირებული არ არის, იმ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებთან, სადაც ცხოვრობს მისი მესაკუთრე ან ექსპლუატანტი.
Road vehicles shall be produced every two years, for the purposes of inspection and of renewal of approval where appropriate, to the competent authorities of the country in which the vehicle is registered or, in the case of unregistered vehicles, of the country in which the owner or user is resident.
4. თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება არ შეესაბამება დაშვების პროცედურებით გათვალისწინებულ ტექნიკურ პირობებს, ტირ კარნეტის გამოყენებით ტვირთის გადაზიდვის განხორციელებამდე, იგი მოყვანილ უნდა იქნეს ისეთ მდგომარეობამდე, რომლის საფუძველზეც გაცემული იყო სერტიფიკატი, რომ ამგვარად კვლავ პასუხობდეს აღნიშნულ ტექნიკურ მოთხოვნებს.
If a road vehicle no longer complies with the technical conditions prescribed for its approval, it shall, before it can be used for the transport of goods under cover of TIR Carnets, be restored to the condition which had justified its approval so as to comply again with the said technical conditions.
5. ავტოსატრანსპორტო საშუალების ძირითადი მახასიათებლების შეცვლის შემთხვევაში სერტიფიკატი ძალას კარგავს და ტირ კარნეტის გამოყენებით ტვირთის გადაზიდვის განხორციელებამდე საჭიროა ახალი სერტიფიკატის მიღება კომპეტენტური ორგანოს მიერ.
If the essential characteristics of a road vehicle are changed, the vehicle shall cease to be covered by the approval and shall be re-approved by the competent authority before it can be used for the transport of goods under cover of TIR Carnets.
დანართი №2
საქართველოს რეგიონული განვითარებისა
და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციას
--------------------------------------------------------------------------------------
(განმცხადებლის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი)
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გთხოვთ გასცეთ/გააგრძელოთ მოქმედების ვადა (ქვეშ ხაზი გაესვას) -----------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(მეწარმის დასახელება, მისამართი, ტელეფონი)
საკუთრებაში/სარგებლობაში (ქვეშ ხაზი გაესვას) არსებულ ავტოსატრანსპორტო
საშუალებაზე ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(მარკა, ტიპი, სარეგისტრაციო ნომერი)
საბაჟო ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო
საშუალების დაშვების სერტიფიკატი/სერტიფიკატს.
განცხადებას თან ერთვის:
1. რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
2. ფოტოსურათები ან ნახაზები;
3. ----------------------------------------------------------------------------------------
(საბუთის დასახელება, ფურცლების რაოდენობა)
4. ----------------------------------------------------------------------------------------
(საბუთის დასახელება, ფურცლების რაოდენობა)
განმცხადებელი:
------------------------------------------ -------------------------------------------------
(ხელმოწერა) (თარიღი)
დანართი №3
საბაჟო ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე
ავტოსატრანსპორტო საშუალების დასაშვებად
შესაბამისობის შეფასების ოქმი №
ავტოსატრანსპორტო საშუალების მახასიათებლები:
1. მარკა, ტიპი:
2. საიდენტიფიკაციო ნომერი (შასის №)
3. სარეგისტრაციო ნომერი:
4. ავტოსატრანსპორტო საშუალების აღწერა (დანიშნულება, გარეგნული იერსახე და სხვა):
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შეფასების შედეგები 1,2:
1. სატვირთო
განყოფილების
შემადგენელი
ელემენტები:
2. ჩამკეტი
მოწყობილობები
4. ფანჯრები
6. დამცავი
ბრეზენტი
1.1 კედლები
2.1 ჩამრაზი
4.1 მტკიცე მასალისაგან
6.1 ნაკერები
1.2 იატაკი
2.2 საძრომის
ხუფი
4.2 შემინული
6.2 მასალა
1.3 კარები
2.3 მილტუჩი
7. დამაგრება
1.4 ჭერი
2.4 ბუნიკი და
გვარლი
5. იატაკი
1.5 დგარები
3. სავენტილაციო
და სადრენაჟო
ნახვრეტები
7.1 ლითონის
რგოლით
1.6 ჩარჩოები
(თაღები)
3.1 სავენტილაციო
5.1 მთლიანი
7.2 ყუნწით
1.7 განივები
3.2 სადრენაჟო
5.2 ტექნოლო-
ლოგიური
ნახვრეტით
7.3 თოკით ან
გვარლით
№
დასკვნა:
შეფასების თარიღი
შემფასებელი: ....................................................................................................... ხელმოწერა, სახელი, გვარი. ...................................................................................................................................
ხელმოწერა, სახელი, გვარი.
...................................................................................................................................
ხელმოწერა, სახელი, გვარი.
შენიშვნა:
1. არასაჭირო პუნქტი (ქვეპუნქტი) გადაიხაზოს;
2. მოთხოვნებთან შეუსაბამობის შეთხვევაში გადაიხაზოს უჯრა.
დანართი №4
საბაჟო ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაშვების სერტიფიკატების
უწყებრივი რეესტრი
№
სერტიფი-კატის
ნომერი
ავტოსატრან-სპორტო საშუალების მარკა
და ტიპი
VIN საიდენტი-ფიკაციო №
(შასის №)
ავტოსატრან-სპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი
ავტოსატრან-სპორტო საშუალების
მფლობელი
სერტიფი-კატის გაცემის თარიღი
მონაცემები სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების, გაუქმების ან მისი დუბლიკატის გაცემის თაობაზე
1
2
3
4
5
6
7
8