„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-5 სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 20 დეკემბრის №794 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.01.2010 ძალადაკარგული 27.01.2010
ნომერი
№46
სარეგისტრაციო კოდი
120.340.000.22.026.014.124
გამოქვეყნების წყარო
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.014.124

საქართველოს თავდაცვის

მინისტრის ბრძანება №46

2010 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-5 სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 20 დეკემბრის №794 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

 „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-5 სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 20 დეკემბრის №794 ბრძანებაში (სსმ III, 24.12.2007წ., №182, მუხ. 2042) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

ა) მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ნატო-სა და უცხო ქვეყნების სამხედრო სტრუქტურებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო წარმომადგენელთა მუშაობის კოორდინირება;“;

ბ) მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

გ) მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ)    ნატო-სთან თანამშრომლობის ფარგლებში არსებული პროგრამების (ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამა (IPP), დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესი (PARP), ყოველწლიური ეროვნული პროგრამა (ANP) და სხვ.) სამხედრო შინაარსის კომპონენტების შემუშავება და მათი შემდგომი განხორციელების კოორდინაცია;“;

დ) მე-6 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმების შემუშავებაში და ამ გეგმებით გათვალისწინებული სამხედრო ღონისძიებების შესრულების მონიტორინგში მონაწილეობა;“;

ე) მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) მე-13 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ)     ნატო-ში ინტეგრაციის სამმართველო, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ახორციელებს ნატო-საქართველოს პროგრამების დაგეგმვას და მათი რეალიზაციის მონიტორინგს.“;

ზ) მე-14 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ძალთა დაგეგმვის განყოფილება, რომელიც უზრუნველყოფს სტრატეგიულ დაგეგმვას საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის ავითარებს საქართველოს შეიარაღებული ძალების სამომავლო სტრუქტურებს დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემის (PPBS) მეთოდების გათვალისწინებით და მონაწილეობს გაერთიანებული ოპერაციების დაგეგმვაში.“;

თ) მე-14 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ი) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 15. ნატოში ინტეგრაციის სამმართველოში შედის:

ა) ნატო-საქართველოს პროგრამების დაგეგმვის განყოფილება, რომელიც ახდენს დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესში (PARP) პარტნიორობის მიზნებით (PG) და ყოველწლიური ეროვნული პროგრამით (ANP) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გათვალისწინებული დაგეგმვის კოორდინირებას და შესრულების მონიტორინგს;

ბ) ნატო-საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამის (IPP) დაგეგმვისა და რეალიზაციის განყოფილება, რომელიც ახდენს ყოველწლიური ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამის (IPP) შემუშავებას და ამ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების კოორდინირებას და მონიტორინგს; მონაწილეობს ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმების შემუშავებაში.“.

    მუხლი 2.

 ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 28 იანვრიდან.

ბ. ახალაია