1. მხარეებს შეუძლიათ განსაზღვრონ საარბიტრაჟო წარმოების ენა (ენები). მხარეთა შეთანხმების არარსებობისას საარბიტრაჟო წარმოების ენას (ენებს) ადგენს არბიტრაჟი ყველა შესაბამისი გარემოების, მათ შორის, ხელშეკრულების ენის ჯეროვანი გათვალისწინებით. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მხარეთა შეთანხმება ან არბიტრაჟის გადაწყვეტილება ეხება აგრეთვე მხარეთა ნებისმიერ წერილობით განცხადებას, ზეპირ მოსმენას, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, დადგენილებას და საარბიტრაჟო წარმოებაში გამოყენებულ ნებისმიერ სხვა საბუთს.
2. არბიტრაჟმა შეიძლება დაადგინოს, რომ ყოველგვარ დოკუმენტურ მტკიცებულებას თან უნდა ახლდეს თარგმანი საარბიტრაჟო წარმოების ენაზე (ენებზე).
საქართველოს 2015 წლის 18
მარტის კანონი №3218 – ვებგვერდი, 26.03.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.03.2015-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 18.03.2015 კანონი №3218
წინა რედაქცია (02.07.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 29. საარბიტრაჟო წარმოების ენა 1. მხარეებს შეუძლიათ განსაზღვრონ საარბიტრაჟო წარმოების ენა ან (ენები). ამგვხარიეთა შეთანხმების არარსებობისას საარბიტრაჟო წარმოების ენას ან (ენებს) ადგენს არბიტრაჟი ყველა შესაბამისი გარემოების, მათ შორის, ხელშეკრულების ენის ჯეროვანი გათვალისწინებით. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რანმ არ ბიტრაჟრის გადთვალისწყვეტილნება, თული, მხარეთა შეთანხმებით სხვა რამნ არ აბიტრაჟის გათვდალისწყვეტინლებული,ა ეხება აგრეთვე მხარეთა ნებისმიერ წერილობით განცხადებას, ზეპირ მოსმენას, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, დადგენილებასა და საარბიტრაჟო წარმოებაში გამოყენებულ ნებისმიერ სხვა საბუთს. 2. არბიტრაჟმა შეიძლება დაადგინოს, რომ ყოველგვარ დოკუმენტურ მტკიცებულებას თან უნდა ახლდეს თარგმანი საარბიტრაჟო წარმოების ენაზე (ენებზე).