მუხლი 23. სასამართლოს მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები
თავი IV — არბიტრაჟის უფლებამოსილება
1. მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს.
2. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებში, მიუხედავად საარბიტრაჟო განხილვის ადგილისა, სასამართლოს აქვს იგივე უფლებამოსილებანი, რაც სამართალწარმოებაში სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით.
3. სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.
საქართველოს 2015 წლის 18 მარტის კანონი №3218 – ვებგვერდი, 26.03.2015წ.
თავი V. საარბიტრაჟო განხილ
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.03.2015-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (02.07.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 23. სასამართლოს მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები 1. მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. 2. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებში, მიუხედავად საარბიტრაჟო განხილვის ადგილისა, სასამართლოს აქვს იგივე უფლებამოსილებანი, რაც სამართალწარმოებაში სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით. 3. სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 192-ე მუხლისა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით. თავი V. საარბიტრაჟო განხილვა
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(76)
საქმე №ას-17-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.02.2026
…გავრცელდა საქართველოს საბანკო საქმიანობის განხორციელებაზე ლიცენზიის მქონე ყველა საბანკო დაწესებულებაში შპს „ე–ის“ სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშებზე, ანგარიშის ვალუტის მიუხედავად. 2. სააპელაციო სასამართლოს განჩინება ეფუძნება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველ პუნქტს, აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 191-ე და 198² მუხლებს. აღნიშნულ…
საქმე №ას-1443-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2025
…სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც განმცხადებელს უარი ეთქვა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე. 18. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ „არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით…
…სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით. ასევე, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით…
საქმე №ას-496-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.07.2025
…რომლებიც სახელშეკრულებო თვალსაზრისით ისედაც მის საკუთრებაშია. 5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 აპრილის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა. 6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 1971 მუხლებით. 7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით,7.1. სარჩელის…
საქმე №ას-812-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.07.2025
…გასაჩივრებული განჩინება (იხ. სუსგ. #ას-67-67-2018. 31.01.2018წ). 13. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს ( „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23.1 მუხლი). სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო…