„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონს (პარლამენტის უწყებანი, №8-9, 21.02.1998, გვ. 8) დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:
“მუხლი 31. მოსაკრებლის გადახდის წესი
1. მოსაკრებლის გადამხდელის მიერ მოსაკრებელი გადახდილად ითვლება, თუ მოსაკრებლის მიმღებ ორგანოში წარდგენილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით დადგენილი საბუთი ან/და დოკუმენტი. ამასთანავე, მოსაკრებლის გადახდის დადასტურება შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით დადგენილი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი (მათ შორის, ელექტრონული ფორმით) საბუთის ან/და დოკუმენტის მიმართ მოთხოვნებს, მისი წარდგენის წესს და მიღების ან/და აღიარების პროცედურებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 17 ივლისი.
№1531–რს