1. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის სათანადოდ დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელ ორგანოს და შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.

2. ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელმა ორგანომ უნდა აღრიცხოს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებული შემდეგი მონაცემები: ფარული საგამოძიებო მოქმედების სახე; ფარული საგამოძიებო მოქმედების დაწყებისა და დასრულების დრო; ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტი; ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებისას − ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორი; მოსამართლის განჩინების ან/და პროკურორის მოტივირებული დადგენილების რეკვიზიტები.

საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2634– ვებგვერდი, 18.08.2014წ.

საქართველოს 2014
წლის 30 ნოემბრის
კანონი №2870 - ვებგვერდი, 30.11.2014წ.

საქართველოს 2017 წლის 22
მარტის

კანონი
№476

- ვებგვერდი, 27.03.2017