თავი II — ნორმატიული აქტების მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოები
1. საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.
2. საქართველოს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და მისი სისტემის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს არა აქვთ ნორმატიული აქტის გამოცემის უფლება, გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის
კანონი №1157
– ვებგვერდი, 08.10.2013
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.09.2013-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.09.2013 კანონი №1157
წინა რედაქცია (09.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 13. საქართველოს მინისტრის ნორმატიული აქტი 1. საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ბნორძმანებტიულები აქტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი. 2. საქართველოს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და მისი სისტემის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს არა აქვთ ნორმატიული აქტის გამოცემის უფლება, გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.