თავი II — ნორმატიული აქტების მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოები
მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით შეიძლება განისაზღვროს:
ა) საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად საქართველოს ორგანული კანონით ან საქართველოს კანონით არის გათვალისწინებული;
ბ) ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებისა და დაცვის პირობები და წესი, იურიდიული პასუხისმგებლობისა და იძულების ზომის გამოყენების საკითხები;
გ) სამოქალაქო რეესტრში შესატანი მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების ჩამონათვალი;
დ) იურიდიულ პირთა შექმნის პირობები და მათი საქმიანობის ზოგადი წესი;
ე) საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა შექმნისა და საქმიანობის წესი;
ვ) გადასახადებისა და მოსაკრებლების სახეები, სტრუქტურა და ოდენობა, მათი შემოღებისა და გადახდის წესი;
ზ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა სამართლებრივი სტატუსი;
თ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევის წესი;
ი) სისხლის, სისხლის სამართლის საპროცესო, სამოქალაქო, სამოქალაქო სამართლის საპროცესო, ადმინისტრაციული, ადმინისტრაციული საპროცესო, სასჯელაღსრულების კანონმდებლობა, შრომის, სამეწარმეო
კანონმდებლობა;
კ) საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესი, აგრეთვე საქართველოს სამინისტროების, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყებების, სახელმწიფო კონტროლის უმაღლესი და სახელმწიფო კონტროლის სხვა ორგანოების შექმნის წესი;
ლ) სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მომზადების, მიღებისა და ამოქმედების წესი;
მ) საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების წესი.
საქართველოს 2018 წლის 31
ოქტომბრის
კანონი №3613
– ვებგვერდი, 21.11.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6867 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 15.07.2020 ორგანული კანონი №6867
- 31.10.2018 კანონი №3613
წინა რედაქცია (09.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 8. საქართველოს საკანონმდებლო აქტის რეგულირების სფერო მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით შეიძლება განისაზღვროს: ა) საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად საქართველოს ორგანული კანონით ან საქართველოს კანონით არის გათვალისწინებული; ბ) ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებისა და დაცვის პირობები და წესი, იურიდიული პასუხისმგებლობისა და იძულების ზომის გამოყენების საკითხები; გ) სამოქალაქო რეესტრში შესატანი მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების ჩამონათვალი; დ) იურიდიულ პირთა შექმნის პირობები და მათი საქმიანობის ზოგადი წესი; ე) საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა შექმნისა და საქმიანობის წესი; ვ) გადასახადებისა და მოსაკრებლების სახეები, სტრუქტურა და ოდენობა, მათი შემოღებისა და გადახდის წესი; ზ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა სამართლებრივი სტატუსი; თ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგმუნილობრცივი თვითმმპართველობის წარმომადგტენლობტითს ორგანოთა არჩევის წესი; ი) სისხლის, სისხლის სამართლის საპროცესო, სამოქალაქო, სამოქალაქო სამართლის საპროცესო, ადმინისტრაციული, ადმინისტრაციული საპროცესო, სასჯელაღსრულების კანონმდებლობა, შრომის, სამეწარმეო კანონმდებლობა; კ) საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესი, აგრეთვე საქართველოს სამინისტროების, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყებების, სახელმწიფო კონტროლის უმაღლესი და სახელმწიფო კონტროლის სხვა ორგანოების შექმნის წესი; ლ) სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მომზადების, მიღებისა და ამოქმედების წესი; მ) სამხედქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების წესი.