1. ამ კანონის XII1 თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მოსამართლესთან კომუნიკაცია – საერთო სასამართლოს მოსამართლესთან ნებისმიერი ფორმით ურთიერთობა, მათ შორის, მიმოწერა, საუბარი ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით;

ბ) პროცესის მონაწილე – პროკურატურის თანამშრომელი, გამომძიებელი, ადვოკატი, წარმომადგენელი, მხარე, მესამე პირი, აგრეთვე სისხლის სამართლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმის განხილვაში მონაწილე სხვა პირი;

გ) დაინტერესებული პირი – პირი, რომელიც დაინტერესებულია განსახილველი საქმის შედეგით და ამ მიზნით ცდილობს მოსამართლესთან კომუნიკაციას, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც მოსამართლის ან ზოგადად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით ცდილობს მოსამართლესთან არასათანადო კომუნიკაციას;

დ) საჯარო მოსამსახურე – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი;

ე) სახელმწიფო მოსამსახურე – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი;

ვ) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი/პოლიტიკური თანამდებობის პირი – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი/„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი.

2. ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დასაბუთებული ვარაუდი – ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც მოცემული დისციპლინური საქმის წარმოების მასალების მიხედვით დააკმაყოფილებდა ნეიტრალურ მეთვალყურეს, რათა დაესკვნა მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ჩადენა;

ბ) ალბათობის მაღალი ხარისხი – ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისია ვარაუდის მაღალი ხარისხისათვის, რომ მოცემულ დისციპლინურ საქმეზე შეფარდებული იქნება შესაბამისი სახდელი.

საქართველოს 2018 წლის 21

ივლისის ორგანული

კანონი №3262

–

ვებგვერდი, 10,08,2018წ.

საქართველოს 2018 წლის 30

ნოემბრის ორგანული

კანონი №3796

–

ვებგვერდი, 13.12.2018წ.

საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025