1. სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს სასამართლო პროცესის აუდიო-, ვიდეოჩაწერა. სასამართლომ მოთხოვნისთანავე უნდა უზრუნველყოს აუდიო-, ვიდეოჩანაწერის მხარეებისთვის ხელმისაწვდომობა. თუ სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე, მხარეები ვალდებული არიან ხელი მოაწერონ ხელწერილს აუდიო-, ვიდეოჩანაწერის გაუმჟღავნებლობაზე.
2.
სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება, ტრანსლაცია და აუდიოჩაწერა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი ახორციელებს. სასამართლოს შეუძლია გაავრცელოს თავის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღებისა და აუდიოჩაწერის მასალები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს. სასამართლოში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა, აგრეთვე ტრანსლაცია შეიძლება დაშვებულ იქნეს მხოლოდ ყოველ კონკრეტულ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებით.
3. (ამოღებულია - 26.06.2025,№827).
4. (ამოღებულია - 26.06.2025,№827).
5. (ამოღებულია - 26.06.2025,№827).
6. (ამოღებულია - 26.06.2025,№827).
7. (ამოღებულია - 26.06.2025,№827).
საქართველოს 2013 წლის 6 მარტის
ორგანული
კანონი №260 - ვებგვერდი, 20.03.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 1
მაისის
ორგანული
კანონი №580
– ვებგვერდი,.05.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 12
ივნისის
ორგანული
კანონი
№3696
- ვებგვერდი, 15.06.2015წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №921 – ვებგვერდი, 02.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.07.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 02.07.2025 ორგანული კანონი №921
- 26.06.2025 ორგანული კანონი №827
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 131. სასამართლო სხდომის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქება 1. სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს სასამართლო პროცესის აუდიო-, ვიდეოჩაწერა. სასამართლომ მოთხოვნისთანავე უნდა უზრუნველყოს აუდიო-, ვიდეოჩანაწერის მხარეებისთვის ხელმისაწვდომობა. თუ სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე, მხარეები ვალდებული არიან ხელი მოაწერონ ხელწერილს აუდიო-, ვიდეოჩანაწერის გაუმჟღავნებლობაზე. 2. სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება, ტრანსლაცია და აუდიოჩაწერა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი ახორციელებს. სასამართლოს შეუძლია გაავრცელოს თავის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღებისა და აუდიოჩაწერის მასალები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს. სასამართლოში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა, აგრეთვე ტრანსლაცია შეიძლება დაშვებულ იქნეს მხოლოდ ყოველ კონკრეტულ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებით. 3. (ამოღებულია - 26.06.2025, №827). 4. (ამოღებულია - 26.06.2025, №827). 5. (ამოღებულია - 26.06.2025, №827). 6. (ამოღებულია - 26.06.2025, №827). 7. (ამოღებულია - 26.06.2025, №827). საქართველოს 2013 წლის 6 მარტის ორგანული კანონი №260 - ვებგვერდი, 20.03.2013წ. საქართველოს 2013 წლის 1 მაისის ორგანული კანონი №580 – ვებგვერდი, 20 .05.2013წ. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის ორგანული კანონი №3696 - ვებგვერდი, 15.06.2015წ.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საერთო სასამართლოების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41, 08/12/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება