„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ორგანული კანონი (1)
- საერთო სასამართლოების შესახებ 04.12.2009
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ორგანული კანონი |
1. 131 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება, ტრანსლაცია და აუდიოჩაწერა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი ახორციელებს. სასამართლოს შეუძლია გაავრცელოს თავის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღებისა და აუდიოჩაწერის მასალები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს. სასამართლოში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა, აგრეთვე ტრანსლაცია შეიძლება დაშვებულ იქნეს მხოლოდ ყოველ კონკრეტულ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებით.“.
2. 321 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის არყოფნისას − სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით.“.
3. 371 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. ერთი და იგივე მოსამართლე მისი თანხმობის გარეშე სხვა სასამართლოში შეიძლება მივლინებულ იქნეს 10 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ. შესაბამისი საფუძვლების აღმოფხვრისას მივლინება დადგენილ ვადაზე ადრე შეწყდება.“.
4. 663 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. დამოუკიდებელი საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეებს. დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობას განსაზღვრავს დამოუკიდებელი საბჭო.“.
5. 666 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სკოლის დირექცია შედგება სკოლის დირექტორისგან, მისი მოადგილეებისა და სტაჟირების ხელმძღვანელისგან. სკოლის დირექტორის მოადგილეების რაოდენობას განსაზღვრავს დამოუკიდებელი საბჭო.“.
6. 7212 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. კონკრეტული მოსამართლეების შესაბამის ღონისძიებაში მონაწილეობის საკითხს წყვეტს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ღონისძიებაში მოსამართლის მონაწილეობაზე თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსამართლის სასწავლო შვებულებაში ან სამსახურებრივ მივლინებაში გასვლის შესახებ ბრძანება არ გამოიცემა.
5. თუ ღონისძიების ორგანიზატორი მოსამართლესთან განახორციელებს სპეციალურ კომუნიკაციას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის ამ მუხლით დადგენილი წესით მიმართვის გარეშე ან თანხმობის გაცემაზე უარის თქმის მიუხედავად, მოსამართლე ვალდებულია ღონისძიების ორგანიზატორს განუცხადოს, რომ მასთან კომუნიკაცია არასათანადო კომუნიკაციაა და ამ კომუნიკაციის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ასეთ შემთხვევაში შესაბამის ღონისძიებაში ამ მოსამართლის მონაწილეობის საკითხი აღარ განიხილება.“.
7. 753 მუხლის 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. სასამართლოს თავმჯდომარის, სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება, ხელფასის 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაქვითვა, მოსამართლის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამის პროგრამაში ჩართვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ძირითად, ისე დამატებით დისციპლინურ სახდელად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 2 ივლისი 2025 წ. N921-IIIრს-XIმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 131. სასამართლო სხდომის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქება
- მუხლი 321. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები
- მუხლი 371. უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების/მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების წესი
- მუხლი 663. სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს ფორმირების წესი და უფლებამოსილება
- მუხლი 666. სკოლის დირექცია
- მუხლი 753. დისციპლინური სახდელი და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება
- მუხლი 7212. მოსამართლესთან სპეციალური კომუნიკაცია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.07.2025.
- როდის იქნა მიღებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 02.07.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №921-IIIრს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 110050000.04.001.018148.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.07.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №921-IIIრს-XIმპ, 02.07.2025, სარეგისტრაციო კოდი 110050000.04.001.018148 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6557897/