თავი XI — 1. იუსტიციის უმაღლესი სკოლა
1. სკოლის დირექცია შედგება სკოლის დირექტორისგან, მისი მოადგილეებისა და სტაჟირების ხელმძღვანელისგან. სკოლის დირექტორის მოადგილეების რაოდენობას განსაზღვრავს დამოუკიდებელი საბჭო.
2. სკოლის დირექტორს 5 წლის ვადით, სკოლის წესდებით დადგენილი წესით ირჩევს დამოუკიდებელი საბჭო.
3. სკოლის დირექტორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. სკოლის წესდებით შეიძლება განისაზღვროს დამატებითი მოთხოვნები სკოლის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად.
4. (ამოღებულია - 26.06.2025, №827).
5. სკოლის დირექტორის მოადგილეები და სტაჟირების ხელმძღვანელი აირჩევიან 5 წლის ვადით. ახალი დირექტორის არჩევა იწვევს სკოლის დირექტორის მოადგილეებისა და სტაჟირების ხელმძღვანელის უფლებამოსილებების შეწყვეტას.
6. სკოლის დირექციის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და სკოლის წესდებით.
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №921 – ვებგვერდი, 02.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.07.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 02.07.2025 ორგანული კანონი №921
- 26.06.2025 ორგანული კანონი №827
- 13.12.2019 ორგანული კანონი №5569
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 666. სკოლის დირექცია 1. სკოლის დირექცია შედგება სკოლის დირექტორისგან, მისი ორიმოადგილეებისა მოადგილისა და სტაჟირების ხელმძღვანელისგან. სკოლის დირექტორის მოადგილეების რაოდენობას განსაზღვრავს დამოუკიდებელი საბჭო. 2. სკოლის დირექტორს 5 წლის ვადით, სკოლის წესდებით დადგენილი წესით ირჩევს დამოუკიდებელი საბჭო. 3. სკოლის დირექტორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. სკოლის წესდებით შეიძლება განისაზღვროს დამატებითი მოთხოვნები სკოლის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად. 4. (ამოღებულია - 26.06.2025, №827). 5. სკოლის დირექტორის მოადგილეები და სტაჟირების ხელმძღვანელი აირჩევიან 5 წლის ვადით. ახალი დირექტორის არჩევა იწვევს სკოლის დირექტორის მოადგილეებისა და სტაჟირების ხელმძღვანელის უფლებამოსილებების შეწყვეტას. 6. სკოლის დირექციის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და სკოლის წესდებით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საერთო სასამართლოების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41, 08/12/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება