თავი XI — 1. იუსტიციის უმაღლესი სკოლა
1. დამოუკიდებელი საბჭოს წევრის თავისი უფლებამოსილების განხორციელებისგან გათავისუფლების საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) იმ თანამდებობიდან გათავისუფლება, რომელიც მას დამოუკიდებელი საბჭოს წევრად არჩევისას ეკავა;
გ) თავისი უფლებამოსილების ზედიზედ 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში განუხორციელებლობა;
დ) სასამართლოს მიერ მისი შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ე) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
ვ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა;
ზ) უფლებამოსილების ვადის გასვლა;
თ) გარდაცვალება.
2. დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარესა და წევრს ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე.
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 26.06.2025 ორგანული კანონი №827
- 13.12.2019 ორგანული კანონი №5569
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (01.04.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 664. დამოუკიდებელი საბჭოს წევრის თავისი უფლებამოსილების განხორციელებისგან გათავისუფლება 1. დამოუკიდებელი საბჭოს წევრის თავისი უფლებამოსილების განხორციელებისგან გათავისუფლების საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) იმ თანამდებობიდან გათავისუფლება, რომელიც მას დამოუკიდებელი საბჭოს წევრად არჩევისას ეკავა; გ) თავისი უფლებამოსილების ზედიზედ 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში განუხორციელებლობა; დ) სასამართლოს მიერ მისი შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ე) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; ვ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა; ზ) უფლებამოსილების ვადის გასვლა; თ) გარდაცვალება. 2. დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარესა და წევრს ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე, ხოლო დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარეს − საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია.საფუძველზე.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საერთო სასამართლოების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41, 08/12/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება