1. დაცული ტერიტორიების მართვაში საზოგადოების მონაწილეობის მიზნით იქმნება მისი სამეთვალყურეო ორგანო – „სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო“ (შემდგომში – საბჭო).
2. საბჭო შედგება არა უმეტეს 12 წევრისაგან.
3. საბჭო ხელს უწყობს მოსახლეობისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების ადგილობრივი პრობლემატიკის სრულფასოვან ასახვას დაცული ტერიტორიების ინტეგრალური მართვის პროცესში და ამ მიზნით დირექციას უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას და კონსულტაციას.
4. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს რეკომენდაციები:
ა) გარემოს დაცვის მოთხოვნების გათვალისწინებით ორგანიზებული და განახლებადი ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე ორიენტირებული სამეურნეო საქმიანობის კონტროლის საკითხებთან დაკავშირებით;
ბ) ბუნებრივი რესურსების გამოყენების, სატრანსპორტო საშუალებათა და ვიზიტორთა კონტროლის საკითხებთან დაკავშირებით;
გ) ახმეტის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე დასაშვები საქმიანობის, რეგულირების და დაცვის წესების (ტერიტორიის გარეთ რეგულირების წესები და დროებითი რეგულირების წესები) საკითხებთან დაკავშირებით;
დ) მართვის, კოორდინაციისა და დაშვებული საქმიანობის განვითარების მიზნით სპეციალური პროგრამების შემუშავებასთან დაკავშირებით.
5. საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს სხდომებზე, რომლებიც იმართება კვარტალში ერთხელ მაინც. ყოველ სხდომაზე საბჭო ირჩევს სხდომის მდივანს. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, როდესაც მას ესწრება წევრთა საერთო რაოდენობის არანაკლებ ორი მესამედისა. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით