1. ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალის, ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალის შიგნით და ილტოს აღკვეთილის ტერიტორიაზე დირექციის უფლებამოსილებებია:
ა) სამეცნიერო კვლევის წარმართვისათვის ხელშეკრულების გაფორმება, თანხმობის გაცემა და ხელშეკრულების პირობების შესრულების ზედამხედველობა;
ბ) დასაშვები საგანმანათლებლო საქმიანობის განსაზღვრა და ამ საქმიანობის განხორციელების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
გ) სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით დირექციის ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილების მარშრუტების განსაზღვრა, ამ მარშრუტებით სარგებლობის წესების დაწესება და ამ წესების დამრღვევებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება;
დ) ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და გენეტიკური რესურსების, არსებული ბუნებრივი ეკოსისტემებისა და გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების მონიტორინგის წარმოება;
ე) საკადასტრო სამუშაოების წარმოება;
ვ) დაცვის რეჟიმის წესებისადმი კონტროლის დაწესება;
ზ) სამენეჯმენტო გეგმით განსაზღვრული ტრანსპორტით გადაადგილების კონტროლი;
თ) ეკოტურიზმის განვითარებისათვის და ამ მიზნით მომსახურების განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და კონტროლი აღკვეთილში;
ი) მკაცრი კონტროლის პირობებში ცალკეული განახლებადი რესურსის მოხმარება აღკვეთილში;
კ) მენეჯმენტის გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა;
ლ) ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება;
მ) დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ნ) საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებისათვის და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისათვის, მათ მიერ განხორციელებული ან ნებადართული ისეთი ქმედებების აღკვეთის მოთხოვნა, რომელიც არღვევს დირექციის მართვის სფეროში მყოფი დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების რეჟიმს;
ო) ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის ისეთი ქმედებების აღკვეთის მოთხოვნა, რომელიც არღვევს დირექციის დაქვემდებარებაში მყოფი დაცული ტერიტორიების კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვისა და გამოყენების რეჟიმს;
პ) დაცულ ტერიტორიებზე დაშვებული საქმიანობის განხორციელებისათვის სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრა და ხელშეკრულების გაფორმება;
ჟ) დირექციის მიერ დაცულ ტერიტორიებზე დაშვებული საქმიანობის განხორციელებისათვის კონტრაქტის გაფორმების მიზნით სატენდერო წესებისა და პირობების შემუშავება, ტენდერის ჩატარება;
რ) დაცული ტერიტორიების შესახებ საინფორმაციო ბანკის შექმნა, მართვა და კონტროლი (ადეკვატური ინფორმაციის და მონაცემის შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შენახვა);
ს) მასმედიის საშუალებით ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე მოსახლეობის გათვითცნობიერება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების მიზნით;
ტ) სამარკეტინგო საქმიანობის წარმართვა;
უ) შემოსავლის განკარგვა;
ფ) დაცული ტერიტორიის გარშემო არსებული ბუფერული ზონის კონტროლი;
ქ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება
„ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებების დამტკიცებისა და საქმიანობის ხელშეწყობასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ” · რედაქცია 07.11.2005
მუხლი 3. დირექციის ფუნქციები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. დირექტორი
- მუხლი 5. დირექციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო
- მუხლი 6. სახელმწიფო კონტროლი
- მუხლი 7. დირექციის ქონება და ფინანსები
- მუხლი 9. დირექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
- მუხლი 1. ზოგადი დებულებები
- მუხლი 4. დირექტორი
- მუხლი 5. დირექციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო
- მუხლი 6. სახელმწიფო კონტროლი
- მუხლი 7. დირექციის ქონება და ფინანსები
- მუხლი 9. დირექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებების დამტკიცებისა და საქმიანობის ხელშეწყობასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ”, მუხლი 3, №926, 07.11.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.11.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/96196/muxli-3-2/