1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად დირექციას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ უსასყიდლო უზურფრუქტისა და თხოვების ფორმით გადაეცემა შესაბამისი ქონება.
2. დირექციის დაფინანსების წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებით მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი;
დ) საერთაშორისო ან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქველმოქმედო ფონდების, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულობანი ან დახმარება;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.
3. დირექციის სახსრები და შემოსავალი განიკარგება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება მისი მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. დირექციის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
4. დირექციის საბუღალტრო ანგარიშგება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დირექციის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი
„ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებების დამტკიცებისა და საქმიანობის ხელშეწყობასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ” · რედაქცია 07.11.2005
მუხლი 7. დირექციის ქონება და ფინანსები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ზოგადი დებულებები
- მუხლი 3. დირექციის ფუნქციები
- მუხლი 4. დირექტორი
- მუხლი 5. დირექციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო
- მუხლი 6. სახელმწიფო კონტროლი
- მუხლი 9. დირექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
- მუხლი 1. ზოგადი დებულებები
- მუხლი 3. დირექციის ფუნქციები
- მუხლი 4. დირექტორი
- მუხლი 5. დირექციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო
- მუხლი 6. სახელმწიფო კონტროლი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებების დამტკიცებისა და საქმიანობის ხელშეწყობასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ”, მუხლი 7, №926, 07.11.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.11.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/96196/muxli-7/