1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თუშეთის დაცული ტერიტორიების დირექცია (შემდგომში – დირექცია) არის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას.
2. ეს დებულება განსაზღვრავს დირექციის მიზნებს, ფუნქციებს, საქმიანობის საგანს და მის სამეთვალყურეო ორგანოს – თუშეთის დაცული ტერიტორიების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს (შემდგომში – საბჭო) უფლება-მოვალეობებს.
3. დირექცია, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, აქვს შემოსავალი და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
4. დირექციას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, კანონმდებლობის საფუძველზე გადმოცემული ქონება, ანგარიში ხაზინაში და ბანკში, იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები
„ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებების დამტკიცებისა და საქმიანობის ხელშეწყობასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ” · რედაქცია 07.11.2005
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. დირექციის ფუნქციები
- მუხლი 4. დირექტორი
- მუხლი 5. დირექციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო
- მუხლი 6. სახელმწიფო კონტროლი
- მუხლი 7. დირექციის ქონება და ფინანსები
- მუხლი 9. დირექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
- მუხლი 1. ზოგადი დებულებები
- მუხლი 3. დირექციის ფუნქციები
- მუხლი 4. დირექტორი
- მუხლი 5. დირექციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო
- მუხლი 6. სახელმწიფო კონტროლი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებების დამტკიცებისა და საქმიანობის ხელშეწყობასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ”, მუხლი 1, №926, 07.11.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.11.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/96196/muxli-1/