1. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის შიგნით და თუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე დირექციის უფლებამოსილებებია:
ა) სამეცნიერო კვლევის წარმართვისათვის ხელშეკრულების გაფორმება, თანხმობის გაცემა და ხელშეკრულების პირობების შესრულების ზედამხედველობა;
ბ) დასაშვები საგანმანათლებლო საქმიანობის განსაზღვრა და ამ საქმიანობის განხორციელების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
გ) სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით დირექციის ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილების მარშრუტების განსაზღვრა, ამ მარშრუტებით სარგებლობის წესების დაწესება და მათი დაცვის კონტროლი;
დ) ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და გენეტიკური რესურსების, არსებული ბუნებრივი ეკოსისტემებისა და გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების მონიტორინგის წარმოება;
ე) საკადასტრო სამუშაოების წარმოება;
ვ) დაცვის რეჟიმის წესებისადმი კონტროლის დაწესება;
ზ) სამენეჯმენტო გეგმით განსაზღვრული ტრანსპორტით გადაადგილების კონტროლი;
თ) ეკოტურიზმის განვითარებისათვის და ამ მიზნით მომსახურების განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და კონტროლი ეროვნულ პარკში;
ი) ვიზიტორთა ყოფნის და გადაადგილებისათვის დაწესებული წესების დაცვის კონტროლი;
კ) გარემოს დაცვასთან და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება;
ლ) გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების in-situ კონსერვაცია;
მ) დაშვებული ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებითა და ბუნებრივი პროდუქტიულობით ლიმიტირებული თიბვის, ძოვების, საშეშე მერქნის მოპოვების კვოტების შემუშავება და კონტროლი ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში;
ნ) ანტროპოლოგიური ჩარევით დაზიანებული ბუნების ობიექტების და ტერიტორიების დაცვა-აღდგენა;
ო) არსებული ტყის ეკოსისტემების აღდგენა;
პ) ადგილობრივ მცენარეთა საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღდგენის მიზნით კომპლექსური ღონისძიებების განხორციელება;
ჟ) ეროვნული პარკის ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის აუცილებელი სამუშაოების წარმოება;
რ) ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება ტრადიციული გამოყენების ზონაში;
ს) მენეჯმენტის გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა;
ტ) ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება;
უ) დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ფ) საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებისათვის და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისათვის, მათ მიერ განხორციელებული ან ნებადართული ისეთი ქმედებების აღკვეთის მოთხოვნა, რომელიც არღვევს დირექციის მართვის სფეროში მყოფი დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების რეჟიმს;
ქ) ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის ისეთი ქმედებების აღკვეთის მოთხოვნა, რომელიც არღვევს დირექციის მართვის სფეროში მყოფი დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების რეჟიმს;
ღ) დაცულ ტერიტორიებზე დაშვებული საქმიანობის განხორციელებისათვის სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრა და ხელშეკრულების გაფორმება;
ყ) დაცული ტერიტორიების შესახებ საინფორმაციო ბანკის შექმნა, მართვა და კონტროლი (ადეკვატური ინფორმაციის და მონაცემის შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შენახვა);
შ) მასმედიის საშუალებით ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე მოსახლეობის გათვითცნობიერება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების მიზნით;
ჩ) სამარკეტინგო საქმიანობა;
ც) შემოსავლის განკარგვა;
წ) დაცული ტერიტორიის გარშემო არსებული ბუფერული ზონის კონტროლი;
ჭ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება
„ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებების დამტკიცებისა და საქმიანობის ხელშეწყობასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ” · რედაქცია 07.11.2005
მუხლი 3. დირექციის ფუნქციები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ზოგადი დებულებები
- მუხლი 4. დირექტორი
- მუხლი 5. დირექციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო
- მუხლი 6. სახელმწიფო კონტროლი
- მუხლი 7. დირექციის ქონება და ფინანსები
- მუხლი 9. დირექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
- მუხლი 1. ზოგადი დებულებები
- მუხლი 3. დირექციის ფუნქციები
- მუხლი 4. დირექტორი
- მუხლი 5. დირექციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო
- მუხლი 6. სახელმწიფო კონტროლი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებების დამტკიცებისა და საქმიანობის ხელშეწყობასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ”, მუხლი 3, №926, 07.11.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.11.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/96196/muxli-3/