1. დირექციას ერთმმართველობის პრინციპით ხელმძღვანელობს და მართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) თავმჯდომარე.
2. დირექტორი უფლებამოსილია:
ა) დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები დირექციის მართვის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით;
ბ) იმოქმედოს დირექციის სახელით და წარმოადგინოს მისი ინტერესები სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები და განახორციელოს მათი შესრულების კონტროლი;
დ) კანონმდებლობით მოითხოვოს და მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია, მონაცემი, სამინისტროებისაგან, სახელმწიფო და სამთავრობო უწყებებისაგან და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან;
ე) სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგინოს მომავალი წლის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა საანგარიშო წლის დამთავრებამდე არა უგვიანეს სამი თვისა;
ვ) აწარმოოს მოლაპარაკება, მოამზადოს და ხელი მოაწეროს ხელშეკრულებებს, განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების ზედამხედველობა და კონტროლი;
ზ) დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექციის თანამშრომლები, განსაზღვროს სახელფასო და საპრემიო ფონდი;
თ) ყოველწლიური სამოქმედო გეგმის საფუძველზე დაამტკიცოს დირექციის შემოსავლების განკარგვის და მიღების ყოველწლიური გეგმები;
ი) განკარგოს დირექციის შემოსავალი;
კ) დააკისროს დისციპლინური და მატერიალური პასუხისმგებლობა თანამშრომლებს მუშაობის დროს დაშვებული დარღვევებისათვის;
ლ) დაამტკიცოს დირექციის შინაგანაწესი;
მ) განახორციელოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა უფლებამოსილებები.
3. დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დირექტორის წარდგინებით ნიშნავს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
4. დირექტორს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა დირექციის საკუთრებაში არსებული ქონებისათვის და ფულადი სახსრების მიზნობრივი ხარჯვისათვის.
5. დირექტორის არყოფნის დროს დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე
„ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებების დამტკიცებისა და საქმიანობის ხელშეწყობასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ” · რედაქცია 07.11.2005
მუხლი 4. დირექტორი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ზოგადი დებულებები
- მუხლი 3. დირექციის ფუნქციები
- მუხლი 5. დირექციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო
- მუხლი 6. სახელმწიფო კონტროლი
- მუხლი 7. დირექციის ქონება და ფინანსები
- მუხლი 9. დირექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
- მუხლი 1. ზოგადი დებულებები
- მუხლი 3. დირექციის ფუნქციები
- მუხლი 4. დირექტორი
- მუხლი 5. დირექციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო
- მუხლი 6. სახელმწიფო კონტროლი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებების დამტკიცებისა და საქმიანობის ხელშეწყობასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ”, მუხლი 4, №926, 07.11.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.11.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/96196/muxli-4/