1. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის შიგნით და ლაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიაზე დირექციის უფლებამოსილებანი:
ა) სამეცნიერო კვლევის (ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის შიგნით – არამანიპულაციური, ლაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიაზე – არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევის) წარმართვისათვის ხელშეკრულების გაფორმება, თანხმობის გაცემა და ხელშეკრულების პირობების შესრულების ზედამხედველობა;
ბ) დასაშვები საგანმანათლებლო საქმიანობის განსაზღვრა და ამ საქმიანობის განხორციელების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
გ) სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილების მარშრუტების განსაზღვრა, ამ მარშრუტებით სარგებლობის წესების დაწესება და მათი დაცვის კონტროლი;
დ) ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და გენეტიკური რესურსების, არსებული ბუნებრივი ეკოსისტემებისა და გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების მონიტორინგის წარმოება;
ე) საკადასტრო სამუშაოების წარმოება;
ვ) დაცვის რეჟიმის წესებისადმი კონტროლის დაწესება;
ზ) სამენეჯმენტო გეგმით გათვალისწინებული უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილების კონტროლი;
თ) ეკოტურიზმის განვითარებისათვის და ამ მიზნით მომსახურების განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და კონტროლი ლაგოდეხის აღკვეთილში;
ი) მკაცრი კონტროლის პირობებში ცალკეული განახლებადი რესურსის მოხმარება ლაგოდეხის აღკვეთილში;
კ) მენეჯმენტის გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა;
ლ) ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება;
მ) დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ნ) საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებისათვის და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისათვის, მათ მიერ განხორციელებული ან ნებადართული ისეთი ქმედებების აღკვეთის მოთხოვნა, რომელიც არღვევს დირექციის მართვის სფეროში მყოფი დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების რეჟიმს;
ო) ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის ისეთი ქმედებების აღკვეთის მოთხოვნა, რომელიც არღვევს დირექციის მართვის სფეროში მყოფი დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების რეჟიმს;
პ) დაცულ ტერიტორიებზე დაშვებული საქმიანობის განხორციელებისათვის სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრა და ხელშეკრულების გაფორმება;
ჟ) დირექციის მიერ დაცულ ტერიტორიებზე დაშვებული საქმიანობის განხორციელებისათვის კონტრაქტის გაფორმების მიზნით სატენდერო წესებისა და პირობების შემუშავება, ტენდერის ჩატარება;
რ) დაცული ტერიტორიების შესახებ საინფორმაციო ბანკის შექმნა, მართვა და კონტროლი (ადეკვატური ინფორმაციის და მონაცემის შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შენახვა);
ს) მასმედიის საშუალებით ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე მოსახლეობის გათვითცნობიერება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების მიზნით;
ტ) სამარკეტინგო საქმიანობის წარმართვა;
უ) შემოსავლის განკარგვა;
ფ) დაცული ტერიტორიის გარშემო არსებული ბუფერული ზონის კონტროლი;
ქ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება