1. იმ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც სასამართლოს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილეები, სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის უფლებამოსილებას ახორციელებს სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნისას − სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის არყოფნისას სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებს ერთ-ერთი სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით.
2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის დროებით არყოფნისას მის უფლებამოსილებას ახორციელებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის არყოფნისას − სასამართლოს ერთ-ერთი კოლეგიის თავმჯდომარე სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით.
3. იმ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც 2-ზე მეტი მოსამართლეა, სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას თავმჯდომარის უფლებამოსილებას მისივე დავალებით ახორციელებს ამ სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე, ხოლო იმ სასამართლოში, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, – სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით – ერთ-ერთი სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის დავალების არარსებობისას მის მოვალეობას ასრულებს შესაბამისად ის მოსამართლე ან ის სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე, რომელსაც მოსამართლედ მუშაობის უფრო მეტი გამოცდილება აქვს.
4. სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის მოვალეობას სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს ამ სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე, ხოლო სასამართლოს თავმჯდომარის დავალების არარსებობისას – ის მოსამართლე, რომელსაც მოსამართლედ მუშაობის უფრო მეტი გამოცდილება აქვს.
5. იმ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც 2 მოსამართლეა, სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს ამ სასამართლოს მეორე მოსამართლე.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №1252 – ვებგვერდი, 18.12.2025წ.
თავი V. მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნა (არჩევა), მოსამართლის დაწინაურე
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.12.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 17.12.2025 ორგანული კანონი №1252
წინა რედაქცია (08.12.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 33. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის/თავმჯდომარის პირველი მოადგილეის/მობადგილის შ/სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება 1. იმ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც სასამართლოს თავმჯდომარზეს ჰყავს მოადგილეტები, სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის უფლებამოსილებას ახორციელებს სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნისას − სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილებ. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის არყოფნისას სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებს ერთ-ერთი სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით. 2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის დროებით არყოფნისას მის უფლებამოსილებას ახორციელებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის არყოფნისას − სასამართლოს ერთ-ერთი კოლეგიის თავმჯდომარე სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით. 3. იმ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც 2-ზე მეტი მოსამართლეა, სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას თავმჯდომარის უფლებამოსილებას მისივე დავალებით ახორციელებს ამ სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე, ხოლო იმ სასამართლოში, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, – სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით – ერთ-ერთი სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის დავალების არარსებობისას მის მოვალეობას ასრულებს შესაბამისად ის მოსამართლე ან ის სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე, რომელსაც მოსამართლედ მუშაობის უფრო მეტი გამოცდილება აქვს. 24. სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის მოვალეობას სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს ამ სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე, ხოლო სასამართლოს თავმჯდომარის დავალების არარსებობისას – ის მოსამართლე, რომელსაც მოსამართლედ მუშაობის უფრო მეტი გამოცდილება აქვს. 35. იმ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორი2 მოსამართლეა, სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს ამ სასამართლოს მეორე მოსამართლე. თავი V. მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნა (არჩევა), მოსამართლის დაწინაურება