1. იურიდიული დახმარების საბჭოს 1 წევრს თავისი არამოსამართლე წევრებისაგან ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს სხდომაზე დამსწრე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს. კენჭისყრაში არ მონაწილეობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის წევრი, რომლის ასარჩევადაც იმართება კენჭისყრა.
2. თუ კენჭისყრის შედეგად ვერ შეირჩა იურიდიული დახმარების საბჭოს წევრი, დასახელებულ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი, რომელიც მიიღებს სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 1/3-ისა.
საქართველოს 2013 წლის
13
დეკემბრის ორგანული კანონი №1789 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
[მუხლი 50
1
. (ამოღებულია)
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან)]
საქართველოს 2026 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №1377 – ვებგვერდი, 05.03.2026