თავი XI — 1. იუსტიციის უმაღლესი სკოლა
1. სკოლაში სწავლის დასასრულს იუსტიციის მსმენელი აბარებს სკოლის დამამთავრებელ გამოცდას, რომლის დანიშნულებაა იუსტიციის მსმენელის მიერ მიღებული თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების შეფასება.
2. სკოლის დამამთავრებელი გამოცდა ტარდება წერილობითი ფორმით. იუსტიციის მსმენელს სასამართლო პრაქტიკიდან ეძლევა კონკრეტული საქმე და ევალება მასზე საპროცესო დოკუმენტების პროექტების შედგენა.
3. სკოლის დამამთავრებელ გამოცდას ატარებს კომისია, რომლის შემადგენლობას სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო.
4. (ამოღებულია - 26.06.2025, №827).
5. (ამოღებულია - 26.06.2025, №827).
6. სკოლის დამამთავრებელი გამოცდის ჩატარების წესი და პირობები, აგრეთვე გამოცდის შედეგების შეფასების სისტემა განისაზღვრება სკოლის წესდებით.
7. სკოლის წესდებით განისაზღვრება სკოლის დამამთავრებელი გამოცდის დადგენილ ვადაში ჩაუბარებლობის შემთხვევაში განსახორციელებელი შესაბამისი ღონისძიებები.
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 26.06.2025 ორგანული კანონი №827
- 13.12.2019 ორგანული კანონი №5569
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (01.04.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 6630. სკოლის დამამთავრებელი გამოცდა 1. სკოლაში სწავლის დასასრულს იუსტიციის მსმენელი აბარებს სკოლის დამამთავრებელ გამოცდას, რომლის დანიშნულებაა იუსტიციის მსმენელის მიერ მიღებული თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების შეფასება. 2. სკოლის დამამთავრებელი გამოცდა ტარდება წერილობითი ფორმით. იუსტიციის მსმენელს სასამართლო პრაქტიკიდან ეძლევა კონკრეტული საქმე და ევალება მასზე საპროცესო დოკუმენტების პროექტების შედგენა. 3. სკოლის დამამთავრებელ გამოცდას ატარებს კომისია, რომლის შემადგენლობაშიშემადგენლობას შედიან: ა) უზენაესი სასამართლოს მოსამართლე; ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი; გ) სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი; დ) დამოუკიდებელი საბჭოს მიერ დანიშნული 3 წევრი; ე) სკოლის დირექტორი.დირექტორის 4.წარდგინებით ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ კომისიის წევრებს ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო. 5.4. ამ(ამოღებულია მუხლის- მე-326.06.2025, პუნქტის№827). „ა“5. ქვეპუნქტში(ამოღებულია მითითებულ- კომისიის26.06.2025, წევრს№827). დასამტკიცებლად წარადგენს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ კომისიის წევრს – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ხოლო „გ“ ქვეპუნქტში მითითებულ კომისიის წევრს – საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 6. სკოლის დამამთავრებელი გამოცდის ჩატარების წესი და პირობები, აგრეთვე გამოცდის შედეგების შეფასების სისტემა განისაზღვრება სკოლის წესდებით. 7. სკოლის წესდებით განისაზღვრება სკოლის დამამთავრებელი გამოცდის დადგენილ ვადაში ჩაუბარებლობის შემთხვევაში განსახორციელებელი შესაბამისი ღონისძიებები.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საერთო სასამართლოების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41, 08/12/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება