თავი XI — 1. იუსტიციის უმაღლესი სკოლა
1. სკოლაში თეორიული კურსის დასასრულს იუსტიციის მსმენელი აბარებს გამოცდას, რომლის მიზანია სკოლაში სწავლის პერიოდში მიღებული თეორიული ცოდნის შეფასება.
2. საგამოცდო კომისიის შემადგენლობას სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო.
3. გამოცდის ჩატარების წესი და პირობები, აგრეთვე გამოცდის შედეგების შეფასების სისტემა განისაზღვრება სკოლის წესდებით.
4. სკოლის წესდებით განისაზღვრება გამოცდის დადგენილ ვადაში ჩაუბარებლობის შემთხვევაში განსახორციელებელი შესაბამისი ღონისძიებები.
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 13.12.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 13.12.2019 ორგანული კანონი №5569
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საერთო სასამართლოების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41, 08/12/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება