თავი XI — 1. იუსტიციის უმაღლესი სკოლა
1. იუსტიციის მსმენელს უფლება აქვს, გაეცნოს მის შესახებ სკოლაში არსებულ ნებისმიერ ინფორმაციასა და ოფიციალურ დოკუმენტს და მიიღოს მათი ასლები.
2. პირს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლება უნარჩუნდება სკოლის დამთავრების შემდეგაც, მიუხედავად იმისა, დაინიშნა თუ არა იგი მოსამართლის თანამდებობაზე.
3. იუსტიციის მსმენელს უფლება აქვს, სკოლას წარუდგინოს მოთხოვნა მისი პერსონალური მონაცემების (მათ შორის, დამოუკიდებელი საბჭოს შეფასების) გასწორების, განახლების, შევსების ან დაბლოკვის, ამ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, მათი წაშლის ან განადგურების თაობაზე, თუ არსებობს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‐15−მე‐17 მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძველი.
4. ამ მუხლის მე‐3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში იუსტიციის მსმენელის მიერ მოთხოვნის წარდგენა, აგრეთვე მისი განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‐15−მე-17 მუხლებით დადგენილი წესებით.
5. სკოლა ვალდებულია მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით არ გაამჟღავნოს იუსტიციის მსმენელის შესახებ არსებული ინფორმაცია და ოფიციალური დოკუმენტი მისი თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის ორგანული კანონი №3124 – ვებგვერდი, 03.07.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 13.06.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 13.06.2023 ორგანული კანონი №3124
- 13.12.2019 ორგანული კანონი №5569
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (21.09.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 6620. იუსტიციის მსმენელის პერსონალური მონაცემები 1. იუსტიციის მსმენელს უფლება აქვს, გაეცნოს მის შესახებ სკოლაში არსებულ ნებისმიერ ინფორმაციასა და ოფიციალურ დოკუმენტს და მიიღოს მათი ასლები. 2. პირს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლება უნარჩუნდება სკოლის დამთავრების შემდეგაც, მიუხედავად იმისა, დაინიშნა თუ არა იგი მოსამართლის თანამდებობაზე. 3. იუსტიციის მსმენელს უფლება აქვს, სკოლას მოსთხოვოს მისი პერსონალური მონაცემების (მათ შორის, დამოუკიდებელი საბჭოს შეფასების) გასწორება, განახლება ან დამატება, თუ ისინი არაზუსტია, განახლებული არ არის ან არასრულია ან კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ შეგროვდა და დამუშავდა. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში იუსტიციის მსმენელის მოთხოვნის წარდგენა, მისი განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე და 23-ე მუხლებით დადგენილი წესებით. [ 3. იუსტიციის მსმენელს უფლება აქვს, სკოლას წარუდგინოს მოთხოვნა მისი პერსონალური მონაცემების (მათ შორის, დამოუკიდებელი საბჭოს შეფასების) გასწორების, განახლების, შევსების ან დაბლოკვის, ამ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, მათი წაშლის ან განადგურების თაობაზე, თუ არსებობს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‐15−მე‐17 მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძველი. 4. ამ მუხლის მე‐3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში იუსტიციის მსმენელის მიერ მოთხოვნის წარდგენა, აგრეთვე მისი განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‐15−მე-17 მუხლებით დადგენილი წესებით. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან)] 5. სკოლა ვალდებულია მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით არ გაამჟღავნოს იუსტიციის მსმენელის შესახებ არსებული ინფორმაცია და ოფიციალური დოკუმენტი მისი თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საერთო სასამართლოების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41, 08/12/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება