1. საჩივრის შემოსვლიდან 5 დღის განმავლობაში სადისციპლინო პალატა ამოწმებს, საჩივარი ამ კანონის 7555 მუხლის მოთხოვნათა დაცვითაა შეტანილი თუ არა. თუ საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, სადისციპლინო პალატა მას წარმოებაში იღებს.
2. თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 7555 მუხლის მოთხოვნებს, სადისციპლინო პალატა საჩივრის წარმდგენ პირს ხარვეზის აღმოფხვრას ავალებს, რისთვისაც მას განუსაზღვრავს გონივრულ ვადას (არაუმეტეს 5 დღისა). თუ ხარვეზი ამ ვადაში არ აღმოიფხვრა ან თუ საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში არ არის შეტანილი, საჩივარი განუხილველი დარჩება.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხს სადისციპლინო პალატა წყვეტს ზეპირი განხილვის გარეშე.
4. საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები უნდა გაეგზავნოს მოწინააღმდეგე მხარეს. სადისციპლინო პალატას შეუძლია მოწინააღმდეგე მხარეს დაუნიშნოს ვადა საჩივარზე წერილობითი პასუხის გასაცემად.
საქართველოს 2018 წლის 20
აპრილის ორგანული
კანონი №2194
–
ვებგვერდი, 26.04.2018წ
.
საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1346 – ვებგვერდი, 13.01.2022